"რავანის" მცველმა ზაიდ გულიევმა ბაქოს აზალ-ის ქართველ შემტევს ჯერ ზურგში წიხლი ჩაარტყა, შემდეგ კი ცილი დასწამა
ბაქოს აზალ-ის შემტევმა დავით ჯანელიძემ კინაღამ მძიმე ტრავმა მიიღო. მისმა გუნდმა აზერბაიჯანის თასის მერვედფინალურ შეხვედრაში შინ 4:0 მოუგო "რავანს". ამ უკანასკნელის მცველმა ზაიდ გულიევმა, აბსოლუტურად უწყინარ სიტუაციაში, ქართველი ფეხბურთელის წინააღმდეგ იუხეშა - უკნიდან წიხლი ჩასცხო.

გულიევი მოედნიდან გააძევეს. გარდა ამისა, ის 7-მატჩიანი დისკვალიფიკაციითაც დაისაჯა.

აზერბაიჯანელმა მცველმა მომხდართან დაკავშირებით ასეთი კომენტარი გააკეთა: "მან მთხოვა, კიდევ ერთ გოლს ხომ არ გაუშვებდითო? შეიძლება, მისი თხოვნა ფსონებს უკავშირდებოდა".

ახლა გავეცნოთ ჯანელიძის კომენტარს:

"იმ შეხვედრაში მინდორზე მხოლოდ 12 წუთი გავატარე და გოლის გატანა მინდოდა. ბოლო მატჩებში ძირითადად სათადარიგოთა შორის ვარ და ჩემი მიზანი მწვრთნელისათვის იმის დამტკიცება იყო, რომ მეტ სათამაშო დროს ვიმსახურებ. და რა არის ცუდი იმაში, რომ გოლის გატანა მინდოდა?!

დიდი ხანია, ფეხბურთს ვთამაშობ და ასეთი უხეშობა არასოდეს მინახავს. გულიევის ბუცების კვალი ახლაც მეტყობა.

საინტერესოა, რომელ ფსონებზე ლაპარაკობს? ძალიან გამიკვირდა. ჩვენ 4:0-ს ვიგებდით და, მგონი, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ კიდევ გვინდოდა გატანა. სეზონში მხოლოდ 5 გოლი გვქონდა გატანილი და იყო შანსი, ამდენივე გაგვეტანა ერთ მატჩში.

გამოიძიოს აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციამ მომხდარი და ცხადი გახდება, რომ გულიევმა ყველაფერი მოიგონა".

ჯანელიძე 27 წლისაა. მას არაერთ ქართულ ("ზესტაფონი", "ამერი", "მეტალურგი", "ტორპედო") და უცხოურ ("ტრანზიტსი", "ოლიმპსი", "სუვალკი", "თურანი", "ნეფტჩალა", "არაზი") გუნდში უთამაშია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Emre
რა შუაშია აქ რაგბის და ფეხბურთის შედარება? რამდენი ამაზე უარესი მინახავს რაგბში რო მომხდარა? ძირს დაცემულს მუშტს რო ურტყავენ სახეში ... თუ ეგ კაცურ რამედ ითვლება და ეს კიდე არასპორტულად?
nika
მე-ს ძალიან გეშლება და აქ არც ფეხბურთის და რაგბის შედარება სწორი...
giga
საქონელია და უმკაცრესად დასასჯელი მარა ასეთი პროვოცირება და დამცირება არ უნდა იკადრო. ახლა თვითონ წარმოიდგინოს აქ რო ვინმე 4-0ს გვიგებდეს და ეგეთი რამე თქვას ალბათ თვითონაც გაარტყამდა.
me
წაიკითხეთ გორგოძის კომენტარი, დაახლოებით იგივე სიყუაციაში, რომ არმოჩნდა და გაიგებთ, რა განსხვავებაა და რითი ჯობია რაგბი ფეხბურთს
ალეკსანდრე
წიტელი ბარატი კი არა ჩემპიონატიდან მოსახსნელია ამისტვის, ევროპაში ასეც მოხდებოდა და ერთ კარგ ფულად ჯარიმასაც შეტენიდნენ
zaza
მიუხედავად იმისა,რომ ჩემი თანამემამულეა,მიუხედავად იმისა,რომ ფეხბურთში ძალადობის და უხეშობის წინააღმდეგი ვარ,ვაღიარებ რომ ღირსი იყო.უფრო მაგრად უნდა ჩაერტყა.მეც მასე მოვიქცეოდი,ვინმე თუ აბუჩად აგვიგდებდა მე და ჩემს თანაგუნდელებს...
912
გასაგებია ის რა საქონელიცაა მაგრამ ეს რატო უწევდა პროვოცირებას ვერ ვიგებ თუ რამის თავი ქონდა გაეტანა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა