ბელორუსში აღიარებენ, რომ ბატე-სა და საქართველოს ნაკრების 22 წლის ნახევარმცველმა ქვეყნის ჩემპიონატი გამოაცოცხლა
ბელორუსში უმაღლესი ლიგის რჩეულთა დაჯილდოების საზეიმო გალა-კონცერტი - "ვარსკვლავური ბურთი 2016" გაიმართა. წლის ორი სიმბოლური ნაკრები დასახელდა და მასში ბორისოვის ბატე-ს ერთდროულად 8 მოთამაშე მოხვდა. პირობითად B ნაკრებში საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველი ვაკო გვილიაც დაასახელეს.

22 წლის ქართველმა წლეულს ჩემპიონატი "მინსკში" დაიწყო, ზაფხულიდან კი ბატე-ში გადავიდა. სულ 29 მატჩი ჩაატარა (მინსკი 15/ბატე 14), გაიტანა 8 გოლი (4/4) და 5 საგოლე გადაცემა (3/2) გააკეთა.

"ქართველმა ლეგიონერმა თავისი თამაშით ბელორუსის უმაღლესი ლიგა გამოაცოცხლა. ბორისოვში გვილია "მინსკიდან" აღმოჩნდა. ამ გუნდში გატარებული სულ რაღაც 6 თვე საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ ახალ ქვეყანასთან არა მხოლოდ ადაპტაცია გაევლო, არამედ საქართველოს ნაკრების სრულფასოვანი წევრიც გამხდარიყო.

ვაკო ტოპ-ფეხბურთელობაზე ოცნებობს, ცხოვრობს ბატე-ს ბაზაზე და პირად მწვრთნელთან ვარჯიშობს.

ახლახან უცხოურმა მედიამ გაავრცელა ცნობები, თითქოს 22 წლის ქართველით ბუნდესლიგის ლიდერი "ლაიპციგი" და "ჰერტა" დაინტერესდნენ. თუმცა ის ბორისოვშიც ბედნიერად გრძნობს თავს. მას ბატე-სთან კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს", - წერს პოპულარული ბელორუსული გაზეთი "პრესბოლი", რომელმაც გვილია ზოგადად ლეგიონერებისადმი მიძღვნილ წერილშიც ახსენა:

"ჩვენს ჩემპიონატში ბევრი ლეგიონერია, მაგრამ ბევრზე არ შეიძლება ითქვას, რომ პირველობას რამე შესძინეს. მხოლოდ ერთეულებზე ვიტყვით, რომ გუნდის ლიდერებად იქცნენ და ერთი ასეთი იშვიათი ლეგიონერთაგანი ქართველი ვალერიან გვილიაა".

საფეხბურთო აგენტმა სერგეი კლიუჩიკმა tribuna.com-თან გვილიას მომავალზე ილაპარაკა. მას "ბოხუმის" მხრიდან ინტერესზე ჰკითხეს:

"ყველაფერი ჭორის დონეზეა. ოფიციალური წინადადება არ გვქონია. იხდიან თუ არა ტრანსფერში გერმანელები 2 მილიონ დოლარს? გვილიას ტრანსფერი ბატე-ს ეკუთვნის და შესაძლოა, გუნდმა მეტიც მიიღოს, შესაძლოა - ნაკლები. ფასის განსაზღვრა კლუბის უფლებაა.

რაც შეეხება იმას, აქვს თუ არა გვილიას სხვა ვარიანტები, გეტყვით - ის მხოლოდ უკეთეს კლუბში გადავა. გვილიამ სეზონში ისედაც ორი კლუბი შეიცვალა და საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს, სადაც თავის გამოჩენა სჭირდება. დღეს ჩემი კლიენტი ბატე-ს მოთამაშეა. სხვა დანარჩენი მხოლოდ საუბრებია".

არადა, თავად გვილიამ "ლელოსთან" კომენტარში აგენტის კომენტარი გაიკვირვა:

"სხვათა შორის, ბოლო დროს მსგავსი რამ რამდენიმე აგენტმა თქვა - თითქოს, მე მისი ფეხბურთელი ვარ. მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

შემოთავაზებები თუ არის, მათ თავად განვიხილავ, რადგან ახლა კონტრაქტი არც ერთ მენეჯერთან აღარ მაკავშირებს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

odala
ლაიპციგში არა, პირდაპირ ბაიერნში გადავა :))))
ბრუტუსი
არა მგონია რუსეთში წავიდეს, აქვს რაღაც განცხადება გაკეთებული მაგ თემაზე და როგორც ვიცი არ არის განწყობილი დადებითად რუსეთის ჩემპიონატის მიმართ, იცის რომ მანდ კარგად ვერ განვითარდება, ეს ბიჭი მართლა გერმანიის სტილს მოუხდება, ლაიპციგში თუ გადავა ძალიან სასიხარულო იქნება
rezi
/////// ბოლოს მაინც რუსეთი იქნებაა..
giga
წარმატებები მარა წინასწარ ნუ ავტეხავთ 1 ამბავს, გადავიდეს და მერე ვიძახოთ ჰოპლა.
glaxuna
ო ღ ო ნ დ ,,ბოხუმი.. არა !
gizog
ვაკოს წარმატებებს ვუსურვებ, მასზე უკეთ არავინ იცის რა დონეზეა მზად სათამაშო. ამიტომ ტრანსფერთან დაკავშირებით თვითონ უნდა მიიღო გადაწყვეტილება. რაც ჩვენ ბიჭებს გადახდათ ალბათ 90% აგენტების ბრალია. მათ ერთჯერადი ფული უფრო აინტერესებთ, ვიდრე ფეხბურთელის მომავალი. რა თქმა უნდა ეს ყველას არ ეხება.
საბა
ხო აბა რა, დარჩეს ბატეში, რაუნდა ბუნდესლიგაში და იმ გარყვნილ გერმანიში. ბატე, მერე კვატე, მერე ნალჩიკის სპარტაკი, მერე ილიჩევეცი და ასე..
ramazi
სად ხედავტ უხამს სიტკვებს
ramazi
erti celi kidev unda darches bateshi gaizardos daxvindes da mere gadavides germanishi an sxvagan
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
შუა თითი და უხამსი ჟესტები მატჩის შემდეგ - ვინ არის გონსალო ფეიო, რომელიც ქართველ ფეხბურთელსაც ავარჯიშებდა
ვაკო გვილიამ პოლონურ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
13-წლიანი ეპოქა დასრულდა - "ბატე" ბელარუსის ჩემპიონი ვერ გახდა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
გვილია "ლეგიაში" ვარჯიშობს და დიდი ალბათობით, ახალ კონტრაქტსაც გააფორმებს
ვაკო გვილიამ პოლონური გუნდი დატოვა
გვილია მოედანს უბრუნდება - ერევანში აუცილებლად უნდა მოვიგოთ!
'სელტიკი" თუ "ყარაბაღი" - ვინ შეიძლება შეხვდეს ლიგის საკვალიფიკაციოზე "ტორპედოს"?
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"ბატემ" ვაკო გვილია ტრანსფერზე დააყენა
ვაკო გვილიას ტრავმა საშიში არ არის, ბუბა დაუშვილმა მხარი დაიზიანა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ვაკო გვილია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია
ატყდა დავიდარაბა. "სლოვანმა" რუსულ გუნდთან საიდუმლო მატჩი ჩაატარა - კანკავამ გაიტანა, გვილიამ ითამაშა [VIDEO]
ალექსანდერ გლები: როცა ფაბრეგასს ვნახავ, სახეში ჩავარტყამ
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები