სერია A. XXVII ტურის მიმოხილვა, სიმბოლური ნაკრები, გმირი, მატჩი, ფრაზა, ციფრები და ფაქტები

სერია A-ში ტურის რჩეულ ფეხბურთელებს შორის მეშვიდეჯერ მოხვდა ანტონიო დი ნატალე და ბომბარდირთა დავის არ იყოს, ამ მხრივაც საუკეთესოა. ტოტოსთან ერთად თავდასხმაში მის თანაგუნდელს, ალექსის სანჩესს ვხედავთ, რომელმაც მეხუთეჯერ დაიმსახურა ეს პატივი. თუ ჯერ კიდევ არ იცით რა "ჩაიდინეს" ფრიულელმა ფორვარდებმა გასულ უქმეებზე, გეტყვით, რომ იტალიელმა ჰეთთრიკი შეუსრულა "პალერმოს", ჩილელმა კი პოკერი - დიახ, არ გეჩვენებათ, 7:0-ზეა ლაპარაკი.

უდინელებთან ერთად სიმბოლურში ალეშანდრე პატო მოხვდა, რომელმაც ნამდვილი შოუ დადგა "ნაპოლისთან" პაექრობაში. საინტერესოდ გამოიყურება ნახევარდაცვა, სადაც მილანური გრანდების ჰოლანდიელ ნახევარმცველებთან ერთად, "სამპდორიას" მებრძოლი შუახაზელი, ანდრეა პოლი მოხვდა. როგორც ჩანს, მას ყველაზე ნაკლები ბრალი მიუძღვის "სამპდორიას" "ინტერთან" დამარცხებაში.

ტურის სიმბოლური

ანდუხარი (კატანია) - ისლა (უდინეზე), ასტორი (კალიარი), რანოკია (ინტერი), რუბინი (ბოლონია) - პოლი (სამპდორია), ვან ბომელი (მილანი), სნეიდერი (ინტერი) - პატო (მილანი), სანჩესი (უდინეზე), დი ნატალე (უდინეზე).

ტურის გმირი

უკვე მეორეჯერ ხდება ისე, რომ ტურის გმირი სიმბოლურ ნაკრებში ვერ ხვდება. შესაძლოა, ბევრს ეს პარადოქსულად ეჩვენება, მაგრამ თუ კარგად გავიაზრებთ, მივხვდებით, რომ ეს სავსებით ნორმალურია. მარკო დი ვაიო სულაც არ იყო ისეთი ფეერიული, როგორიც დი ნატალე, სანჩესი და პატო, მაგრამ მეორე მხრივ, "იუვენტუსის" დამარცხებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა და სწორედ ამიტომ დაიმსახურა ტურის გმირის წოდება. შეგახსენებთ, რომ "ბოლონიამ" "იუვენტუსს" გასვლით შეხვედრაში 2:0 სძლია, ორივე გატანილი გოლი სწორედ დი ვაიოს ანგარიშზეა.

ტურის მატჩი

ეს უფრო ტურის შოკი იყო, ვიდრე ტურის მატჩი, მაგრამ ტრადიციას არ დავარღვევთ და ნომინაციის სახელს უცვლელს დავტოვებთ. "რენცო ბარბერაზე" "პალერმომ" "უდინეზე" მიიღო და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შვიდბურთიანი სხვაობით დამარცხდა. სერია A-ში ასეთი ანგარიშები დიდი იშვიათობაა და მით უმეტეს, როდესაც ერთმანერთს დაახლოებით თანაბარი კლასის გუნდები ხვდებიან. მომენტების აღწერით თავს არ შეგაწყენთ, მხოლოდ იმას დავძენთ, რომ მატჩის შემდეგ სიცილიური გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი დელიო როსიმ დატოვა - უფრო სწორად, დაატოვებინეს და მის ნაცვლად ექსტრავაგანტული სერსე კოსმი დანიშნეს.

ტურის ფრაზა

ჯირჯო კიელინი (იუვენტუსი): "ლეჩესთან" მარცხის შემდეგ ყველანი ერთად დავჯექით და საკუთარ თავს შევეკითხეთ: რას ვაკეთებთ არასწორად? - ბევრი ვიმსჯელეთ, გავაანალიზეთ არსებული ვითარება და ისევ წავაგეთ, ამჯერად "ბოლონიასთან".

ციფრები და ფაქტები

- ალექსის სანჩესი მეთორმეტე ფეხბურთელია, რომელმაც ბოლო 30 წელიწადში სერია A-ში პოკერის შესრულება მოახერხა;

- 27 ტურის შემდეგ "იუვენტუსს" 41 ქულა აქვს, გასულ სეზონში კი ამავე დროს 44 ქულა ჰქონდა მოგროვებული;

- "ბოლონიას" "იუვენტუსთან" გასვლითი პაექრობა 1980 წლის შემდეგ არ ჰქონდა მოგებული;

- მარკო დი ვაიოს ანგარიშზე უკვე 128 გოლია სერია A-ს პაექრობებში, ამ მაჩვენებლით მან ჯანი რივერას გადაასწრო და რობერტო ბეტეგას გაუთანაბრდა;

- ფრანჩესკო ტოტიმ მე-600 შეხვედრა ჩაატარა "რომას" მაისურით;

- ანდრეა კარაჩოლომ 50-ე გოლი გაიტანა სერია A-ში;

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო