საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში ნოემბრის ტესტები შეაფასა
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ გაზეთ "ლელოსთან" ვრცელ ინტერვიუში ნოემბრის ტესტებზე "ბორჯღალოსნების" გამოსვლა შეაფასა. მისი თქმით, ნაკრებს ჩავარდნები მომავალშიც ექნება და ეს ტრაგედია არაა.
- შოტლანდია-საქართველო 43:16 - ასე წაგება არ გვეკადრება [VIDEO]
- საქართველო-სამოა 20:16 - ქომაგობა, გამარჯვება და დიდი სიხარული [VIDEO+PHOTO]
- საქართველო-იაპონია 22:28 - მარცხი, ტაში და ნაჩუქარი ლელოები [VIDEO+PHOTO]
ამასთან, გოჩა სვანიძის განცხადებით, შოტლანდიის ნაკრებს "ბორჯღალოსნებთან" თამაში თბილისშიც სურს...
ამას სასაყვედუროდ არ ვამბობ. უბრალოდ, ჩვენი გუნდი ამ დონეზე ჯერ კიდევ ახალბედაა.
ფიჯისგან, ტონგასგან, სამოასა და იაპონიისგან განსხვავებით, აღარაფერს ვამბობ შოტლანდიაზე, ასეთი დონის მატჩების მწირი გამოცდილება გვაქვს. სავარაუდოდ, ასეთი ჩავარდნები მომავალშიც გვექნება, იქამდე, სანამ არ შევიძენთ სათანადო გამოცდილებას და არ გავაძლიერებთ სათამაშო დისციპლინას. ამას დრო სჭირდება.
თუმცა, ეს არ არის ტრაგედია. ჩვენი რაგბი სწორად ვითარდება, სწორ გზაზე ვდგავართ. თითოეული მოგებული თუ წაგებული მატჩი ჩვენი მორაგბეებისთვის არის გაკვეთილი. ასეთი მცირე წარუმატებლობა, როგორიც იყო იაპონიასთან მატჩი და შოტლანდიასთან პირველი ტაიმი, არათუ ვერ შეგვაჩერებს, პირიქით, მეტი შემართებით ვიბრძოლებთ საიმისოდ, რათა ელიტაში შევიდეთ.
- ზემოთ თქვით, ასეთი ჩავარდნები მომავალშიც გვექნებაო. რას გულისხმობთ?
- თამაშის მიმდინარეობისას გუნდის მიერ 10-15 წუთის ჩაგდებას, რასაც მოგებული თამაშის წაგება შეიძლება მოჰყვეს. ასე მოხდა კიდეც იაპონიასთან მატჩში.
- იაპონია, ტონგა, სამოა, ფიჯი, კანადა, აშშ - ძალიან კარგი ნაკრებებია. ისინი თბილისში სათამაშოდ ჩამოდიან, რაც ქომაგისთვის ძალიან კარგია. როდის იქნება შესაძლებელი თბილისში ელიტური გუნდების ხილვაც?
- შოტლანდია მზად არის, თბილისში სათამაშოდ ჩამოვიდეს. ახლა მიჭირს თქმა, ეს როდის მოხდება, რადგან მომავალ წელს მათ ექვსი ერი, ივნისის და ნოემბრის ტესტები უკვე დაგეგმილი აქვთ. რაც დაგეგმილი არ არის, იქ ჩვენ აუცილებლად გაგვითვალისწინებენ.
თბილისში ჩამოსვლა ჩვენ მათ მატჩის წინ შევთავაზეთ. თამაშის მერე თვითონ მოვიდნენ და გამოთქვეს მზადყოფნა, თბილისში გვეწვიონ. ეს შოტლანდიელებს ზრდილობის გამო არ უქნიათ. ისინი აუცილებლად ჩამოვლენ.
გოჩა სვანიძესთან ვრცელ ინტერვიუს sportall.ge მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
buxrika
ქუთაისელი შენ რაგინდა რო თქვა რაგბი ფეხბურთზე პოპულარულიაა?გეთანხმები ბევრი ჩაწყობები ხდება ფეხბურთში და დღეს ფეხბურთი კრიზისშია მაგრა მიუხედავად ამის ფეხბურთი რო სუ სხვა განზომილებაა ვერ ხვდებიით?
qutaiseli
ფეხბურთი გახდა ბიზნესი და შავი ფულის გათეთრების კარგი საშუალება რა სპორტი რის სპორტი სპორტი არა კვახი.ეგ იყო სპორტი ადრე ეხლა კიდე ვითომ ბიზნესმენების და მაფიოზების თავშეყრის ბუდეა იყიდე გაყიდე და მორჩა.წალეკა ტოტალიზატორმა მთელი ფეხბურთი.
jiji
qar-ს მელიტონი უნდა დაგინიშნონ შეგირდად და დავანგრევთ ყველას, ზელანდიიდან დაწყებული..!
Buxrika
რაგბი ჩვენი სპორტია?მაშინ ფეხნურთი მთელი ცხოვრებაა.
qar
საქართველოში ჩამოსვლამდე ნებისმიერი გუნდი კარგად დაფიქრდება თავს ხოარ შევირცხვენთო, შოტლანდიელები კი თამაშის მერე იმიტომ ალაპარაკდნენ ომახიანად, რომ იფიქრეს ეს არის ჩვენი მაქსიმუმი. აი ჩამოვიდნენ აქ და დარწმუნებული ვარ შანსები 50/50ზე იქნება და შეიძლება მოვუგოთ კიდეთ, ნუ ამ ფორმაციის იტალიის ნაკრებს ალბათ 5დან 3 მატჩს მოვუგებთ, სისტემატურად ვუყურებ ტესტებს და 6 ერს და ხელით თამაშისას წუნი აქვთ ხშირად, რაც ჩვენს სასარგებლოდ შერკინებაა რომელიც დიდი ალბათობით ჯარიმით დამთავრდება, ასევე რაქებში უჭირთ ბურთის შენარჩუნება და აგრესიული დაცვის შემთხვევაში უპირატესობის მოპოვებისას ერთი ერთზე და კარგი შერკინებით იტალიას თავის მოედანზეც დავამარცხებთ დარწმუნებული ვარ. პ.ს. ფეხით თამაშისას არ ბრწყინავენ. რაც შეეხება ნატურალიზებას, ჩემი აზრით, არ არის საჭირო საკმარისია კარგი ხაზის და ბექების ტრენერი, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის ბიჭებს მოამზადებს უშუალოდ ხაზში თამაშში და ეს კომპონენტიც გამოსწორდება დარწმუნებული ვარ. სისწრაფეები და კრეატიულობა გვინდა მეტი არაფერი სასწაული. გაითვალისწინეთ კაჭი არ გვყავდა და მეკოც ნახევარია ფაქტიურად თავისი შესაძლებლობის, შარიქაძეც დაგვემტვრა. თაზოს თამაში საერთოდ არ მომეწონა სამოასთან 3 სერიოზული ბოჭვა გააფუჭა და ძლივს გადავრჩით, მაგის ფრთიდან გავიდა ლელოებიც. აფციაურიც არაა იმ დონეზე რაც საჭიროა. მოკლედ ხაზის ბიჭების ტრენერი გვინდა ცალკე თორე საგანგაშო მდგომარეობა არ გვაქვს. იმედია ნაკრების ხელმძღვანელობა ხედავს პრობლემას და იზრუნებენ გამოსწორებაზე მსოფლიომდე.
J A G A
რაგბის ეგრეთ წოდებულმა ,,მამებმა'' შეგნებულად გაგვხიშსტეს შოტლანდიასთან დაჯახებით D:D:DD: იმედია ჩვენი ლომები უფრო კარგად ითამაშებენ თბილისში თუ ჩამოვლენ შოტლანდიელები )))) თანდათანობით სამომავლოდ ასეთ გუნდებთან თამაშით უფრო მეტს ვისწავლით . . .
wero-s bs
იტალიამ ძაიან ბევრი იბრძოლა თავის დროზე რომ 5 ერში მიეღოთ და თამაშით (მათ შორის ბობოლების დამარცხებით) დაამტკიცა რომ ღირსი იყვნენ დაწინაირების. ასე რომ იტალიას ასე აგდებულად ნუ უყურებთ! ჩვენც დავამტკიცოთ, ერთხელ კი არა რამდენიმეჯერ და მერე ვნახოთ სად გაგვექცევიან )) და ეჭვი არ მეპარება რომ ასეც იქნება!!!
რეზო
ღმერთმა ქნას და ჩამოვიდეს შოტლანდია. იტალიაც თუ მოუმატებს ჩვენთან შეხვედრამდე მშვენიერი იქნება. ძლიერ და ჯანმრთელ მეტოქესთან უნდა და დავიხვეწოთ და არა მაჩანჩალასთან. თამაში გვაქვს მოსამატებელი და არა ოფიციოზისთვის რაღაც დასამტკიცებელი, რაც უკვე აშკარაა.
wero
იტალიაზე იმიტომ ვსაუბრობ რომ მაგათთან მოგების შანსი დიდია და არა ფინანსური უპირატესობები თორემ შოტლანდიასთან ამ ეტაპზე ხუთიდან ხუთს წავაგებთ და რა გამოვა ბიჭებს წაგებულის სინდრომი შეეყრებათ ამიტომ ბობოლებსაც სალაპარაკოს მივცემთ აი რატომ გვინდა იტალია.
ვილკინსონი
მეგობრებო შეეშვით ილუზიებს,რომ იტალიასთან გვათამაშებენ,თანაც საკუთარ კედლებში. როგორ ფიქრობთ ,უნდათ ექვსი ერის მამებს დამატებითი სალაპარაკო მოგვცენ იმ შემთხვევისათვის თუ იტალიას დავამარცხებთ და ამის შანსი არის თუნდაც 60-40% ზე იტალიელების სასარგებლოდ. ასე რომ, ის უფრო მოსალოდნელია რუმინეთთან გამართონ სპარინგი. რაც შეეხება შოტლანდიელთა სურვილს, საქმე დაგვანახეთ საქმე თორემ "კეთილი ზრახვები" რომ აქცთ ეგ ისედაც ვიცოდით :)
გოგია
wero-ს. ისე აგდებულად საუბრობთ ამ იტალიაზე, თითქოს 5-დან 5 შეხვედრა გვქონდეს მასთან მოგებული. ჯერ ერთი იტალია ევპოპაა, თავისი ძლიერი ფინანსებით, რაც ასე ფასობს ექვს ერში. მეორეც, ჩვენ ამ ეტაპზე არ ვართ იმ დონეზე, რა დონეზეც არის იტალიის ნაკრები. ასე რომ ცოტაც მოვითმინოთ და ველოდოთ ჩვენს შანსს, რომერლიც მცირედია, მაგრამ მაინც სადღაც არის მიმალული.
მათე
იტალი იმიტომ მიიღეს "ხუთ ერში" მეექვსე წევრად, რომ იტალიაა, თავისი ეკონომიკით, ევროკავშირის წევრობით და ტერიტორიული სიახლოვით. ასე რომ, ტყუილად ნუ ვედრებით, რადგან ამ შემთხვევაში თამაშის დონე ერთ-ერთი კომპონენტია და არა-ძირითადი.
wero
მეც იტალია მინდა ჩამოვიდეს შევეშვათ შოტლანდიას იტალიასთან გავშანსოთ ტესტები იტალიას ექვს ერში რომ ღებულობდნენ საერთოდ შოტლანდიაზე მონაგები ქონდათ? ამიტომ იტალიას მივაწვეთ მაგათთან გვაქ ანგარიშები და არა შოტლანდიასთან აბსოლუტურად გაუმართლებელი ტასტია შოტლანდია.
mvx
კარგი იქნებოდა იტალია, რომ დაგვთანხმდეს ორ თამაშს, შინ და გარეთ. გაირკვეოდა, თუ რა შეგვიძლია 6 ერის ბოლო გუნდთან. ისე ერთი-ორი კარგი მორბენალი, რომ ჩამოგვეყვანა ახალი ზელანდიიდან, ვფიქრობ ნაკრებს ძალიან წაადგებოდა. კალათბურთში ხომ მუდმივად გვყავს უცხოელი გამთამაშებლები.
giga
ცოტა რთულად კი წარმომიდგენია. როგორც წესი ბრიტანულ ნაკრებებს და ფრანგებს (ასევე სამხრეთელ ბობოლებს) ნოემბრის ტესტებს ფულის საშოვნელად იყენებენ და ნაღდად ჩAმოვლენ ვითომ?
glaxuna
ძალიან კარგი. მაგრამ ი ტ ა ლ ი ა მინდა ჩამოვიდეს. და არც აშშ და კანადა,ფიჯი არის ურიგო რომ თბილისში ჩამოვიდნენ და ცენტრალურ მოედანზე ითამაშებენ და არა ვაკის სტადიონზე,თუ ინგლისი, ირლანდია, უელსი არ ჩამოვა!
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"სიტყვებს ვერ ვპოულობ... ეს ფაქტი ამ ამბავს განსაკუთრებულს ხდის!" - რა თქვა კეინმა "ოქროს ბურთის" მიღების შემდეგ
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ახალ წელს ქართული რაგბი ახალი ან ძველი პრეზიდენტით შეხვდება
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
შოტლანდია-საქართველო 43:16 - ასე წაგება არ გვეკადრება [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" ნოემბრის ტესტების საშინაო მატჩებს "დინამო არენასა" და "მესხზე" გამართავენ
ბორჯღალოსნები | სამოასთვის შემადგენლობა შეირჩა
rugger.info: საქართველო და რუსეთი სარაგბო თანამშრომლობას გააგრძელებენ
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების თარიღი შეიცვალა
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
კლუბები ვალებს იღებენ, ჩემპიონატს დახმარება სჭირდება - ინტერვიუ გოჩა სვანიძესთან
ჩვენ არავის ვაინტერესებთ, არ ვჭირდებით... მილტონ ჰეიგის მწარე სიმართლე
რა ნიშანი დავუწეროთ "ბორჯღალოსნებს"?
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
გოჩა სვანიძე: ერთი ნაწილი რაგბიში პოლიტიკის შემოტანას ცდილობს
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
ივნისის ტესტები: კანადა-საქართველო [LIVE-STREAM]
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
რაგბის კავშირის პრეზიდენტი გადადგა! ვინ იქნება შემდეგი პრეზიდენტი?
"ცოცხებით გავყრი მაგათ" - დაპირისპირება რაგბის კავშირში... [VIDEO]