უეფას საიტმა ვერ გაუძლო

გუშინწინ ღამე იტალიურმა ვებგვერდებმა სენსაციური ინფორმაცია გაავრცელეს, თითქოს ჯენარო გატუზომ მახაჩყალის "ანჟისთან" წინასწარი კონტრაქტი გააფორმა. "ფუტბოლ იტალიის" ცნობით, დაღესტნური კლუბის მფლობელმა სულეიმან ქერიმოვმა 33 წლის ფეხბურთელს წელიწადში 10 მილიონი ევრო შესთავაზა. ზოგიერთი კიდევ უფრო შორს წავიდა და აღნიშნა, რომ "რინოს" რუსეთში გადასაფრენად "ანჟიმ" კერძო თვითმფრინავი გაგზავნა და ფეხბურთელმა ერთი ღამე სულაც მახაჩყალაში გაატარაო. თუმცა მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონზე რიგი სააგენტოები განსხვავებულ ამბავს ავრცელებენ. ლაპარაკია ჯენაროს "გლაზგო რეინჯერსში" დაბრუნებაზე. ფეხბურთელი 1997–98 წლების სეზონში სწორედ "აიბროქსის" გმირად მიიჩნეოდა. გოლ.კომი კი ვარაუდობს, რომ მხარეთა შორის გარიგება წესით არ უნდა გაჭიანურდეს, რადგან ჯენაროს დღემდე ძალიან უყვარს შოტლანდია. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, მისი მეუღლე კარლა რომანო იტალიური ფესვების მქონე შოტლანდიელია.

ამასობაში "მილანის" ოფიციოზიც გამოფხიზლდა და განაცხადა, რომ ისინი ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებენ. "არანაირი ოფიციალური წინადადება რუსეთიდან არ მიგვიღია. "რინოს" კონტრაქტი "მილანთან" 2012 წელს იწურება და ამით ყველაფერი ნათქვამია," – განაცხადა არიედო ბრაიდამ.

უეფას საიტმა ვერ გაუძლო

უეფას სერვერმა ვერ გაუძლო მასობრივ შეტევას და გაითიშა. ლაპარაკი არ არის მავანი ჰაკერების მიერ წამოწყებულ კიბერომზე. საიტს გულშემატკივართა ზღვა მიაწყდა, რომელთაც ევრო 2012-ის ბილეთების შეძენა სურდათ. თუკი 1-ლი მარტის ღამეს 03:00-ის შემდეგ ამ ვებგვერდის ნახვა მოისურვეთ, ამას ვერ მოახერხებდით, რადგან ევროპის დროით შუაღამეზე სერვერს პრობლემები დაეწყო. აღნიშნულის შესახებ კომენტარი გუშინვე გააკეთა ევროპის ჩემპიონატის პრესსპიკერმა იულიუშ გლუსკიმ. "ვვარაუდობდით, რომ ეს პრობლემა შეიძლებოდა შექმნილიყო. დღეს სისტემას რამე სერიოზული პრობლემა უკვე აღარ აქვს. ეს ნამდვილად არ არის ჩვენი ბრალი, ხარვეზები შვეიცარიულ სერვერებს ჰქონდათ. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ლოგიკური ახსნა, გულშემატკივართა ინტერესი ძალიან დიდი იყო," – განაცხადა გლუსკიმ პოლონური ტე-ვე-ენ 24-ის ეთერში.

ბილეთების საყიდლად ჯერ კიდევ თებერვალში ასიათასობით ადამიანი დარეგისტრირდა. თუმცა არის შანსი, ყველა მათგანი სტადიონებზე მაინც ვერ მოხვდეს, რადგან საიტზე გასაყიდად სულ 600 ათასი ბილეთია გამოტანილი. ეს რიცხვი სულ ბილეთების 43%-ს შეადგენს, დანარჩენ 57-ს კი თავად უეფა და ნაციონალური ფედერაციები გაანაწილებენ. საიტის საშუალებით ბილეთების ყიდვა მხოლოდ 31 მარტამდე იქნება შესაძლებელი.

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა