ევროპის ცხელი წერტილები: "ოლდ ტრაფორდი", "პარკ დე პრენსი", "ოლიმპიკო"...
ამ უქმეებზე არ არის ისეთი გამორჩეული მატჩი ევროპის ტოპ-5 ლიგაში, როგორც წინა კვირას იყო, როცა "კამპ ნოუზე" "ელ კლასიკო" გაიმართა, თუმცა საინტერესო დაპირისპირებებს რა დალევს - იტალიაში ტურინული დერბია, ინგლისში "მანჩესტერი" "ტოტენჰემს" დაუხვდება, "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალი" და "დეპორტივო" არ მოგვაწყენენ, ხოლო "ალიანც არენაზე" "ბაიერნი" ამჟამად ცუდ ფორმაში მყოფ "ვოლფსბურგს" მიიღებს...

პრემიერლიგა: გზაგასაყარი?

ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერ იუნაიტედი" საკუთარ "ოლდ ტრაფორდზე" დაუხვდება "ტოტენჰემს" და შესაძლოა, ეს ბოლო შანსიც კი არის იმის, რომ "წითელი ეშმაკები" სწრაფად მიმავალ მატარებელს შემოახტეს და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის ასე თუ ისე რეალური შანსი შეინარჩუნოს. ვერმოგება და მით უმეტეს, წაგება, ალბათ, უკვე იმის მანიშნებელი იქნება, რომ "მანჩესტერი" ოთხეულს მიღმა დარჩება.

თავისი საფიქრალი და პრობლემები აქვს მაურისიო პოჩეტინოს. არგენტინელს ამ სეზონის სტარტი ალბათ, სულ სხვაგვარად წარმოედგინა - წარმატება ჩემპიონთა ლიგაზე და პრემიერლიგაშიც… ოცნებების კოშკი მარტივად დაიმსხვრა და "დეზები" ყველაფერს თავიდან იწყებენ. ეს შეხვედრა კი მათთვისაც გზაგასაყარივით იქნება.

თუ "ტოტენჰემი" "ოცნებების თეატრზე" დაეცემა, გამოიკვეთება, რომ პოჩეტინო ჯერ კიდევ საკმაოდ შორს არის იმ გუნდისგან, რომელსაც თავის წარმოდგენაში აშენებს. მართალია, "დეზებს" ამჟამად მხოლოდ ერთი მარცხი აქვთ ჩემპიონატში, მაგრამ ზედმეტად ბევრი ფრე და მძიმედ თამაში თვალშისაცემია.

არგენტინელი სპეციალისტი მისი თანამემამულის, ერიკ ლამელას მომჯობინებას ელის, რომ იქნებ ლამელამ გუნდის იერიშებს მრავალმხრივობა დაუბრუნოს. ისე, ბიჭები შედარებით კარგ ხასიათზე და უფრო მეტად თავდაჯერებულნი უნდა იყვნენ მას მერე, რაც ჩემპიონთა ლიგაზე "უემბლიზე" გამართულ მესამე მატჩსაც აგებდნენ, მაგრამ შემოატრიალეს, ცსკა დაამარცხეს და ევროპალიგაზე გადაინაცვლეს.

"ბიჭებმა კარგად ითამაშეს და კმაყოფილები ვართ, გვიხარია ევროპალიგაზე გადასვლა, მაგრამ ახლა უკვე "მანჩესტერთან" მატჩზე უნდა ვიფიქროთ. ძალიან მძიმე ბრძოლა გველის, რომლისთვისაც მზად ვართ" - განაცხადა პოჩეტინომ.

სწორედ ეს ტურნირი უნდა იყოს "მანჩესტერის" მთავარი იმედი, იმ შემთხვევაში, თუ "განსაკუთრებული" ამ მატჩს ვერ მოიგებს და საქმე პრემიერლიგაში არეულად გაგრძელდება. ჟოზემ შესაძლოა, შემადგენლობაში რამდენიმე სიახლე შემოგვთავაზოს. ბოლო დროს იგი ნელ-ნელა აპარებს ჰენრიხ მხითარიანს სასტარტო შემადგენლობას და სომეხ ფეხბურთელს ალბათ, ახლაც ექნება სათამაშო დრო. თუმცა, ვინ იცის… ნახევარდაცვასა და დაცვაში არჩევანი და მოსაფიქრებელი ბევრია.

მეკარე და გამოკვეთილი ფორვარდი კი, დიდი ალბათობით, ყველასთვის კარგადაა ცნობილი.

ნახევარდაცვაში ბრძოლის მოგებამ შესაძლოა, განაპირობოს კიდეც ამ შეხვედრის საბოლოო შედეგი. "ტოტენჰემის" მთავარი ძალა სწორედ შუახაზია, რომლის განეიტრალებაც რთულია, მაგრამ საჭირო. მით უმეტეს, "მანჩესტერს" ამ პოზიციაზე სახელებითა და გვარებით ყველაფერი იდეალურად აქვს, მაგრამ ეს ფურცელზე და საქმეში ცოტა სხვაგვარადაა, გუნდი ვერაფრით დალაგდა. არ არის გამორიცხული ამ მატჩის მოგება. თუ მოუს ბიჭები ამას შეძლებენ, მათთვის სეზონში გარდამტეხიც კი შეიძლება გამოდგეს და მერე ყველაფერი უკეთ და უკეთ წავიდეს.

ამ კლუბების ბოლო 8 ურთიერთშეხვედრიდან 3 "დეზებმა" მოიგეს, 2-ჯერ "წითელმა ეშმაკებმა" იმარჯვეს და 3-ჯერ შეხვედრა ფრედ დასრულდა.

ლა ლიგა: ისევ რბევა?

მაშინ, როცა მადრიდის "რეალი" უახლოეს კონკურენტ "ბარსელონას" 6 ქულით უსწრებს, მისი მომდევნო მეტოქე "დეპორტივო" მხოლოდ ქულით არის დაშორებული გასავარდნ ზონას. და მაინც, "რეალი"-"დეპორტივო" აუცილებლად საინტერესო დაპირისპირება იქნება. მას მერე, რაც გალისიურმა კლუბმა ლონდონის "არსენალში" გაუშვა ლიდერი ლუკას პერესი, მისი შემტევი პოტენციალი ერთიორად შემცირდა, მით უფრო, რომ მის შემცვლელად მიყვანილი რუმინელი ფლორინ ანდონე ვერაფრით ახერხებდა გოლების გატანას. როგორც იქნა, 23 წლის რუმინელი ათამაშდა, მან ნოემბერ-დეკემბერში 5 გოლი გაიტანა და "რეალის" მცველები მას უნდა უფრთხილდნენ.

გასულ სეზონში პრიმერაში ამ გუნდების დაპირისპირება მადრიდში 5:0 დასრულდა, გარეთ ბეილმა ჰეთ თრიკი შეასრულა, ქარიმ ბენზემამ კი - დუბლი. ბეილი ტრავმირებულია, ხოლო ბენზემამ, როგორც იქნა, აღიდგინა ჩვეული ფორმა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურშიც გამოიჩინა თავი. ორი წლის წინათ კი "რიასორზე" "რეალმა" "დეპორტივოს" სამარცხვინო მარცხი აგემა - 8:2. მაშინ რონალდომ შეასრულა ჰეთ თრიკი. ჩიჩარიტომ და ბეილმა კი დუბლები იკმარეს, ერთი გოლიც ხამესის ანგარიშზეა.

სტუმრებს ბრუნო გამა და ლაურე დააკლდებათ. მასპინძლებს კი მხოლოდ ბეილი და მორატა აკლიათ.

"სამეფო კლუბი" წლეულს ლა ლიგაში აღარ ითამაშებს, რადგან 18 დეკემბერს "ვალენსიასთან" ჩასატარებელი შეხვედრა გადატანილია - ზინედინ ზიდანის გუნდი იმ დროს იაპონიაში იქნება, მსოფლიოს საკლუბო პირველობაზე.

ზიდანმა მთავარ გუნდში ვარჯიშისთვის უხმო "კასტილიას" სამ ფეხბურთელს: მარტინ ედეგორს, ალვარო ტეხეროსა და თავის შვილ ენცოს.

"რეალის" ფეხბურთელებისთვის ახლა მთავარი თავსატეხი "ფუტბოლ ლიკსი" და მის მიერ აგორებული სკანდალია საგადასახადო მაქინაციებთან დაკავშირებით. სხვა მხრივ, "სამეფო კლუბში" პრობლემა არ ჩანს.

რეალი (სავარაუდო): კ. ნავასი - კარვახალი, ვარანი, ს. რამოსი, მარსელო - კოვაჩიჩი, მოდრიჩი, ისკო - ლ. ვასკესი, ბენზემა, რონალდო

"ბარსელონა" ჩემპიონატის აუტსაიდერ "ოსასუნას" პამპლონაში სტუმრობს. ლუის ენრიკეს გუნდს ქულების დაკარგვის უფლება აღარ აქვს. "ბარსას" არ ეყოლება ნეიმარი, რომელსაც ტრავმაც აქვს და დისკვალიფიცირებულიცაა. ანდრეს ინიესტას დაბრუნებით კი შეტევაში გუნდს მეტი ვარიანტი ექნება.

ბარსელონა (სავარაუდო): ტერ შტეგენი - ს. რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, ლ. სუარესი, არდა თურანი.

ბუნდესლიგა: ლიდერი აუტსაიდერთან

ევროსეზონის მთავარი სენსაცია "ლაიპციგი" ბოლოადგილოსან "ინგოლშტადს" სტუმრობს. "ინგოლშტადტი" საშინლად თამაშობს, აპრილის მერე მხოლოდ ერთი თამაში მოიგო, ახლახან სტუმრად "დარმშტადტი" დაამარცხა, ხოლო ავსტრიელი რალფ ჰაზენჰიუტლის გუნდი ამ სეზონში დაუმარცხებელია და თან ბოლო 8 ტურში ბუნდესლიგის ლიდერმა იმარჯვა.

მისი მდევარი "ბაიერნი" ტურის ცენტრალურ მატჩში "ვოლფსბურგს" მასპინძლობს, რომელიც საშინელ დღეშია, მე-15 ადგილზეა და გასავარდნ ზონასთან 2-3 ქულა აშორებს. მაინც ძნელი წარმოსადგენია, რომ "მგლებს" სეზონში გადარჩენისთვის ბრძოლა მოუწევთ, მაგრამ ამ ეტაპზე ასეა. უკვე ცნობილია, რომ I წრის დასრულების შემდეგ "ვოლფსბურგი" მწვრთნელ ვალერიენ ისმაელი დაემშვიდობება, ხოლო მის ნაცვლად პაულო სოუზას ეპატიჟებიან.

კარლო ანჩელოტის ამ შეხვედრაში დააკლდება: ბოატენგი, კომანი და შტარკე.

ბაიერნი (სავარაუდო): ნოიერი - ლამი, ხ. მარტინესი, ჰუმელსი, ალაბა - ვიდალი, ტ. ალკანტარა - რობენი, მიულერი, რიბერი - ლევანდოვსკი.

ნიკო კოვაჩმა კარგად აათამაშა ფრანკფურტის "აინტრახტი". ასე რომ, ლოგიკურია ბუნდესლიგიდან მოსული უკანასკნელი ცნობა, გერმანულმა კლუბმა ხორვატ მწვრთნელს კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივა.

სერია A: ტურინული დერბი და ომი რომში

სერია A-ს მიმდინარე გათამაშების მე-16 ტური ბევრ საინტერესოს გვპირდება, ყურადღების ცენტრში კი ორი პაექრობაა: ტურინში დერბია, რომში კი "რომა" "მილანს" უმასპინძლებს.

სინიშა მიხაილოვიჩის "ტორინო" საინტერესო გუნდია, რომელიც მეტწილად, ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, ამბიციების ნაკლებობას არ უჩივის და მაღალი მიზნები აქვს დასახული. "ტორო" განსაკუთრებით სახიფათოა საკუთარ კედლებში, სადაც მატჩების აბსოლუტური უმრავლესობა მოგებული აქვს.

ყურადღების ცენტრშია ანდრეა ბელოტი, რომელიც ჩემპიონატის ერთ-ერთი ბომბარდირია, მასთან ერთად კი შეტევაში ადემ ლიაიჩი და იაგო ფალკე მოქმედებენ - "გრანატას" შემტევი ტრიო ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა იტალიაში და ამად არის, რომ 15 ტურში გუნდს 31 გოლი აქვს გატანილი, ამ მაჩვენებლით კი მხოლოდ ცხრილის ლიდერებს: "იუვენტუსსა" და "რომას" ჩამორჩება.

"იუვენტუსი" ლიდერობს ჩემპიონატს, მაგრამ უკვე სამი მატჩი აქვს წაგებული, რის გამოც პრესის კრიტიკა არაერთხელ დაიმსახურა. "იუვემ" უნდა მოუმატოს, რასაც გუნდის მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი გვპირდება კიდეც. "ტორინოს" მისსავე მოედანზე დამარცხება რთული საქმეა, მაგრამ, როგორც ალეგრი აცხადებს, "ვეკია სენიორა" ყველგან და ყოველთვის გამარჯვებისთვის იბრძვის.

სინიშა მიხაილოვიჩი 4-3-3 სქემას აირჩევს და შეტევაში იმ ტრიოს გაამწესებს, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ. ნახევარდაცვას ბაზელი, ვალდიფიორი და ბენასი გაამაგრებენ, დაცვაში კი ძაპაკოსტას, როსეტინის, კასტანს და ბარეკას ვიხილავთ. კარში ჯო ჰარტი იდგება და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტურინულ დერბის "ტორო" ოპტიმალური შემადგენლობით შეხვდება.

მასიმილიანო ალეგრი ბოლო ტურებში სულ უფრო ხშირად იყენებს 4-3-1-2 ტაქტიკას და თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, ამჯერადაც ასე იქნება. დაცვის ფლანგებზე ლიხტშტაინერი და სანდრო გაირჯებიან, ცენტრში - რუგანი და კიელინი, საყრდენ ხაზს ხედირა, მარკიზიო და სტურარო გაამაგრებენ, გამთამაშებლად პიანიჩი იმოქმედებს, შეტევის წინა ხაზზე კი - იგუაინი და მანჯუკიჩი.

არანაკლებ საინტერესო მატჩი შედგება "სტადიო ოლიმპიკოზე", სადაც "რომა" და "მილანი" დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ორივე გუნდს 32 ქულა აქვს, მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ და "იუვენტუსს" "კუდზე ასხედან". თუმცა, ტურინელებს 4 ქულით მეტი აქვთ და ჯერჯერობით, მიუწვდომელნი არიან, რომაული მატჩი კი შეგვიძლია შევრაცხოთ, როგორც ბრძოლა მეორე ადგილისთვის.

"გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, ლუჩანო სპალეტი შედარებით ფრთხილ ტაქტიკა-სტრატეგიას აირჩევს. სავარაუდოდ, "რომა" "მილანს" 4-3-2-1 სქემით დაუხვდება, სადაც ერთადერთი და გამოკვეთილი ფორვარდი ედინ ჯეკო იქნება, სიღრმიდან კი მას დიეგო პეროტი და სტეფან ელ შაარავი დაეხმარებიან. ეს უკანასკნელი მეტწილად თადარიგში ზის - როგორც ჩანს, მისი დროც დადგა და ვნახოთ, როგორ წარმოაჩენს თავს. "რომა" დანაკლისით ხვდება ამ უაღრესად მნიშვნელოვან შეხვედრას - გუნდს ტრავმის გამო მოჰამედ სალაჰი აკლია.

ტრავმირებულები "მილანსაც" ჰყავს, მათ შორის - კალოს ბაკა, რომელსაც უკვე რამდენიმე მატჩი გაუცდა. კოლუმბიელ ფორვარდს ჯანლუკა ლაპადულა ცვლის, რომელიც დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად ართმევს და გოლებიც გააქვს. ლაპადულას ფლანგებიდან სუსო და ნიანგი დაეხმარებიან, ნახევარდაცვას კი პაშალიჩი, ლოკატელი და სოსა გაამაგრებენ. "როსონერის" ვერც ჯაკომო ბონავენტურა ეყოლება, რომელიც ასევე დაშავებულია.

მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით, "მილანის" თავკაცმა ვინჩენცო მონტელამ მოკლე კომენტარი გააკეთა: "უკვე დავამტკიცეთ, რომ უძლიერეს გუნდებთან ტოლ-სწორად თამაში შეგვიძლია და რომშიც ოპტიმისტური განწყობით ჩავდივართ. ბაკას და ბონავენტურას გარეშე გვიწევს ფონს გასვლა, მაგრამ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც მათ ღირსეულად ცვლიან. ჩვენი მიზანი მხოლოდ მოგებაა, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება".

ლიგა 1: "პარკ დე პრენსზე"

მთავარი მატჩი პარიზში გაიმართება, სადაც "პარი სენ-ჟერმენმა" "მონპელიესთან" განადგურების შემდეგ რეაბილიტაცია უნდა სცადოს "პარკ დე პრენსზე", მაგრამ ეს ვერ იქნება იოლად შესასრულებელი - მეტოქე ერთპიროვნული ლიდერი "ნიცაა". უნაი ემერის გუნდმა რომც მოიგოს, ლუსიენ ფავრის გუნდს ვერ დაეწევა (სხვაობა 4 ქულაა), თუმცა სხვა შედეგი პსჟ-ის საჩემპიონო ამბიციებს დიდ დარტყმას მიაყენებს, რადგან პარიზელებზე წინ "მონაკოცაა".

სტუმრებს კვლავ ტრავმირებული ჰყავთ იტალიელი მარიო ბალოტელი და წინ ისევ ალასან პლეას იმედი უნდა ჰქონდეთ. 23 წლის ფრანგი შესანიშნავად თამაშობს, მას უკვე 9 გოლი აქვს ჩემპიონატში გატანილი, მაგრამ ახლოსაც ვერ მოვა მასპინძელ ედინსონ კავანისთან (14 გოლი ჩემპიონატში). პსჟ-ს ტრავმის გამო მარკო ვერატი და ხავიერ პასტორე აკლია.

ამ მარცხით ხელის მოთბობას "მონაკო" შეეცდება, თუმცა არც მას აქვს იოლი გასეირნება - "ბორდოს" სტუმრობს, რომელიც მე-7 ადგილზეა.

ინგლისი. პრემიერლიგა. XV ტური

შაბათი. 10 დეკემბერი

უოტფორდი-ევერტონი 16:30

არსენალი-სტოკი 19:00

ბარნლი-ბორნმუთი 19:00

ჰალი-კრ. პალასი 19:00

სუონსი-სანდერლენდი 19:00

ლესტერი-სიტი 21:30

კვირა. 11 დეკემბერი

ჩელსი-ვესტ ბრომვიჩი 16:00

მანჩესტერი-ტოტენჰემი 18:15

საუთჰემპტონი-მიდლსბრო 18:15

ლივერპული-ვესტ ჰემი 20:30

ბომბარდირები: 11 - დიეგო კოშტა (ჩელსი), ალექსის სანჩესი (არსენალი); 10 - სერხიო აგუერო (სიტი); 8 - ჯერმინ დეფო (სანდერლენდი), ედენ აზარი (ჩელსი),ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მანჩესტერი).

ესპანეთი. ლა ლიგა. XV ტური

პარასკევი. 9 დეკემბერი

მალაგა-გრანადა 23:45

შაბათი. 10 დეკემბერი

ოსასუნა-ბარსელონა 16:00

სოსიედადი-ვალენსია 19:15

ლას პალმასი-ლეგანესი 21:30

რეალი-დეპორტივო 23:45

კვირა. 11 დეკემბერი

ეიბარი-ალავესი 15:00

სელტა-სევილია 19:15

ესპანიოლი-სპორტინგი 21:30

ბეტისი-ბილბაო 23:45

ორშაბათი. 12 დეკემბერი

ვილიარეალი-ატლეტიკო 23:45

ბომბარდირები: 10 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 9 - ლიონელ მესი (ბარსელონა), ლუის სუარესი (ბარსელონა), იაგო ასპასი (სელტა).

გერმანია. ბუნდესლიგა. XIV ტური

პარასკევი. 9 დეკემბერი

აინტრახტი-ჰოფენჰაიმი 23:30

შაბათი. 10 დეკემბერი

ბაიერნი-ვოლფსბურგი 18:30

კიოლნი-დორტმუნდი 18:30

ჰამბურგი-აუგსბურგი 18:30

ინგოლშტადტი-ლაიპციგი 18:30

ფრაიბურგი-დარმშტადტი 18:30

ჰერტა-ვერდერი 21:30

კვირა. 11 დეკემბერი

გლადბახი-მაინცი 18:30

შალკე-ლევერკუზენი 20:30

ბომბარდირები: 15 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 12 - ანტონი მოდესტე (კიოლნი); 9 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 8 - ვედად იბიშევიჩი (ჰერტა), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).

იტალია. სერია A. XVI ტური

შაბათი. 10 დეკემბერი

კროტონე-პესკარა 21:00

სამპდორია-ლაციო 23:45

კვირა. 11 დეკემბერი

კალიარი-ნაპოლი 15:30

ატალანტა-უდინეზე 18:00

ბოლონია-ემპოლი 18:00

პალერმო-კიევო 18:00

ტორინო-იუვენტუსი 18:00

ინტერი-ჯენოა 23:45

ორშაბათი. 12 დეკემბერი

ფიორენტინა-სასუოლო 22:00

რომა-მილანი 00:00

ბომბარდირები: 12 - ედინ ჯეკო (რომა), მაურო იკარდი (ინტერი); 10 - ანდრეა ბელოტი (ინტერი); 9 - ჩირო იმობილე (ლაციო); 8 - მოჰამედ სალაჰი (რომა).

საფრანგეთი. ლიგა 1. XVII ტური

პარასკევი. 9 დეკემბერი

დიჟონი-მარსელი 23:45

შაბათი. 10 დეკემბერი

ბორდო-მონაკო 20:00

ნანსი-ანჟერი 23:00

ლილი-მონპელიე 23:00

ბასტია-მეცი 23:00

ტულუზი-ლორიანი 23:00

ნანტი-კაენი 23:00

კვირა. 11 დეკემბერი

ლიონი-რენი 18:00

სტ. ეტიენი-გენგამი 20:00

პსჟ-ნიცა 23:45

ბომბარდირები: 14 - ედინსონ კავანი (პსჟ); 11 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 9 - ალასან პლეა (ნიცა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
E-noticies: "სიტი" სეზონის ბოლოს გვარდიოლას გაუშვებს და ამ მწვრთნელს დანიშნავს
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად
"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"წინ დიდი გამოცდა გველოდება" - ალონსო პსჟ-სთან მატჩის წინ
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
გვარდიოლაც საუდის არაბეთში? - ასეთ შემთხვევაში, პეპის ხელფასი რამდენჯერმე გაიზრდება
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
"ელექტრულად მოძრავი, მეტოქის კოშმარი" - უცხოური სპორტული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე
[VIDEO] 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი - "მადრიდულ დერბიში" "ატლეტიკომ" "რეალი" დაამარცხა
Sky Sport: "სიტი" ზაფხულში" ამ შვიდი ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს
ედერსონი მიდის - "სიტი" ზაფხულში ბრაზილიელი მეკარის შემცვლელს დაიმატებს
"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე
"არსენალი" გაძლიერებას იწყებს - "მეთოფეებს" მორგან როჯერსის გაფორმება სურთ
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
[VIDEO] "ფენერბაჰჩე" "სლავიასთან ფრეს დასჯერდა, "დორტმუნდმა" კი "საბაჰი" დაამარცხა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
"აქ ღმერთივით მოგექცევით" - პირს მორგანმა ხულიან ალვარესს მიმართა
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
სალიბას გრანდების რიგი დაუდგა - "სიტის" ტრანსფერის განხორციელება ამ ზაფხუსლვე სურს
"თუ სიმეონეს გუნდი თამაშობს, ტელევიზორს სხვა არხზე ვრთავ" - არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
"არსებობდა დაუწერელი წესი, თუ ვარჯიშზე მესისთან ახლოს მიხვიდოდი..." - კუკურელიამ "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
"სიტი" ედუარდო კამავინგას გადაბირებას შეეცდება
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს
მიქაუტაძის საგოლე პასი - "ვილიარეალი" "დორტმუნდთან" დამარცხდა
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
[VIDEO] "ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა
მარტინელიც თურქეთის სუპერლიგაში? - "გალათასარაიმ" "არსენალს" წინადადებით მიმართა
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა
[PHOTO] ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ვანდამ საღამო პსჟ-ს ვარსკვლავთან გაატარა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს