ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

-129321-03-0123

-129321-03-0123

-129321-03-0123

0000000000000000000000000000

0000000000000000000000000

00000000000000000000000000000000000000000

ფიქრები ქართულ ფეხბურთზე

0000000000000000000000000000000000000000000

000000000000000000000000000000000000

000000000000000000000000000000000000000000

000000000000000000000000000000000

000000000000000

0000000000000000000000

ახლა ოქროს ჯერია

ქართველი მძიმეწონოსანი მოკრივე გიორგი ჭიღლაზე 18 წლისაა, საჩხერეში დაიბადა და გაიზარდა. ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელია, ბიზნესის ფაკულტეტზე სწავლობს. ამას წინათ სანკტ-პეტერბურგში 19-წლამდელ მოკრივეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მან მხოლოდ ფინალური პაექრობა დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა. არადა, კრივით მხოლოდ ამ ხუთიოდე წლის წინათ დაინტერესდა.

-ბავშვობისას ცეკვით ვიყავი გატაცებული, - გაიხსენა საჩხერეში გატარებული წლები ნევისპირა ქალაქიდან დაბრუნებულმა მსოფლიოს ვიცე ჩემპიონმა. - ბიძაშვილი მყავს მოკრივე, შოთა ჭიღლაძე. მან წამიყვანა ერთხელ დარბაზში და კრივის მწვრთნელები - ლადო ლაბუჩიძე და საბა კუჭაშვილი გამაცნო. ბიძაშვილის ფორმა ჩამაცვეს და რინგზე გამიყვანეს. ჩემი სისხარტე მოეწონათ. ალბათ, ცეკვაში რომ ვიყავი გაწაფული იმიტომ. მეორე დღესაც დამიბარეს - ვარჯიში არ გააცდინოო. აბა, რას წარმოვიდგენდი, ჩემგან მოკრივე თუ დადგებოდა. პირველ დღეებში ხათრითღა დავდიოდი დარბაზში, მერე და მერე მეც მომეწონა იქაური სიტუაცია და, როგორც ხედავთ, დღემდე შემოვრჩი.

-შეჯიბრებებს როდის გაუსინჯეთ გემო?

-თავიდან შიდა ტურნირებში ვმონაწილეობდი, მაგრამ დიდი არაფრით გამომიჩენია თავი. ორი წლის წინათ ევროპის პრიზიორ კონსტანტინე კუპატაძესთან გადავედი სავარჯიშოდ. აი, იმან კი შემინთო ცეცხლი - შენგან პროფესიონალი მოკრივე უნდა გავზარდოო. რწმენაც მომემატა. წლეულს თებერვალში 18-წლამდელთა საქართველოს პირველობაზე მძიმე წონაში ყველა მეტოქე დავამარცხე და პირველი ადგილი დავიკავე, რამაც საერთაშორისო სარბიელისკენ გამიხსნა გზა. იმდენი პასუხისმგებლობა ვიგრძენი, რომ დარბაზიდან გამოსვლა აღარ მინდოდა.

- პირველ უცხოურ ტურნირში სად იასპარეზეთ?

- რუსულ ანაპაში. იქ ნიკოლაი პავლიაკოვის საერთაშორისო შეჯიბრება გაიმართა. ორ მეტოქეს ვძლიე და ნახევარფინალში დავმარცხდი. საბოლოოდ მესამე ადგილი დავიკავე.

- ივნისში იქვე 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატიც ჩატარდა...

- დიახ. თუმცა ევროპამდე თბილისის საერთაშორისო ტურნირშიც გამოვედი გამოცდილების მისაღებად და კინაღამ ევროპა გამოვტოვე: სტარტზე რუს მეტოქეს ვაჯობე, მაგრამ მასთან პაექრობისას ხელი ვიტკინე და შეჯიბრება აღარ გამიგრძელებია. ანაპაში რომ ჩავედი, ტრავმა უკვე მოშუშებული მქონდა. პირველ წრეში ბელარუსი ანტონ ანტიპოვი დავამარცხე, მერე შოტლანდიელი მიშელ ბალტონი ჩამოვიშორე გზიდან, ნახევარფინალში სომეხ გურგენ ჰოვანესიანთან დავთმე ორთაბრძოლა. არადა, პირველ რაუნდში მე მქონდა უპირატესობა. გამოუცდელობამ დამაღალატა. ბრინჯაოს მედლის მოპოვებით მაინც ბედნიერი ვიყავი.

- სანკტ-პეტერბურგში გამართულ 19-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე რას იტყვით?

- რუსეთში გამგზავრებამდე უკრაინაში ვიყავით - ბერდიჩევოში ძმები კლიჩკოების სახელობის ტურნირი გაიმართა. პირველ წრეში მასპინძელს ვძლიე. მეუხერხულება ამას რომ ვამბობ, მაგრამ მეორეში ყაზახ აიბოლდი დაურენულთან შეხვედრისას მსაჯებმა აშკარად დამჩაგერს და რინგი დამარცხებულმა დავტოვე. მწვრთნელებმა გამამხნევეს - აზიელს კიდევ არაერთხელ შეხვდები და რევანშისთვის მოემზადეო.

- მათი წინასწარმეტყველება ნევისპირა ქალაქში აგიხდათ...

- მართალს ბრძანებთ. სანკტ-პეტერბურგში ჩვენი გზები მეოთხედფინალში გადაიკვეთა. მანამდე ორ მეტოქეს ვაჯობე - ფინელ ანტი ლეხმუსვირპსა და ჩეხ ტომას სალეკს. აზიელთან შეხვედრა 23 ნოემბერს გაიმართა. დილიდანვე საბრძოლველად განვაწყვე ჩემი თავი. ფედერაციის პრეზიდენტი დავით წიკლაური, ნაკრების მწვრთნელები - ბეჟან ჭიჭინავა და ლაშა დუნდუა მამხნევებდნენ და მაგულიანებდნენ - საქართველოს ნაკრების წევრებიდან რინგს მარტო მე შემოვრჩი და ჩემპიონატიდან უმედლოდ წამოსვლა არ გვინდოდა; კოტე კუპატაძემ კი გიორგობა დღეს გიორგის დამარცხება ვის გაუგონია, რევანში გაქვს ასაღებიო. დაძაბული ორთაბრძოლა გამოდგა. საბოლოოდ არბიტრებმა უპირატესობა მე მომანიჭეს, 3:2 გავიმარჯვე და ნახევარფინალში გავედი, რითაც ბრინჯაოს მედალი დავიბევე.

- იქ კი გერმანელი გოლიათი გელოდათ.

-ფერადკანიანი ჰეს რამან ტიაფაკი 125 კილოს იწონის და ჩემზე, სულ მცირე, 33 კილოთი მძიმეა, მაგრამ სისხარტე აკლია, ამიტომ იოლად ვძლიე, თუმცა ერთი ისეთი დარტყმაც მივიღე მისგან, რომ მეორე დღეს მარჯვენა ხელს ვერ ვწევდი. მწვრთნელებს ფინალში ჩემი გაყვანა არც უნდოდათ რინგზე, მაგრამ ვთხოვე და უარი არ მითხრეს. მართალია, ავსტრალიელ ჯანთინ ჰუნისტან ის ბრძოლა წავაგე, მაგრამ იმ შეხვედრაშიც დიდი გამოცდილება მივიღე, რომელიც სამომავლოდ გამომადგება.

- უახლოეს გეგმებზე რას იტყვით?

- გაისად თებერვალში 22-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. მართალია, ოთხი წლით უფროსებს დავუპირისპირდები, მაგრამ წარმატებისთვის არაფერს დავიშურებ. გეგმის მიხედვით ახლა ხომ ოქროს ჯერია.

ვაჟა დანელია

0000000000000000000000000

00000000000000

ბითაძემ ნაპოლის 2 გოლი გაუტანა

იტალიის წყალბურთელ ვაჟთა ეროვნული ჩემპიონატის სერია A-ში მე-9 ტურის შეხვედრები 14 დეკემბერს გაიმართება, მაგრამ რომის "ვის ნოვამ", რომლის ღირსებასაც ახალგაზრდა ქართველი ცენტრალური თავდამსხმელი ანდრია ბითაძეც იცავს, ეს მატჩი ტურამდე შვიდი დღით ადრე გამართა, რადგან მისი მეტოქე - შარშანდელი ჩემპიონატის პრიზიორი ნეაპოლის "ნაპოლი" 10 დეკემბერს ევროთასის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში რუმინეთის "ორადეას" უმასპინძლებს. ნეაპოლელებმა პირველი პაექრობა სტუმრად 7:11 დათმეს და ახლა რევანშისთვის ემზადებიან.

"ნაპოლიმ" "ვის ნოვაც" შინ მიიღო. ორთაბრძოლა დაძაბული და დრამატული გამოდგა. თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში ანდრია და მისი თანაგუნდელები წინ იყვნენ. საფინალო სირენამდე რამდენიმე წამით ადრე სტუმრები 11:10-ს იგებდნენ შეხვედრას, მაგრამ ამ დროს მათს კარში პენალტი დაინიშნა და "ნაპოლიმაც" მატჩის გადარჩენის შანსი ხელიდან არ გაუშვა - 11:11 (5:3, 1:3, 1:3, 4:2). რომაელთაგან ბითაძემ ორი გოლი გაიტანა და მსაჯებს მეტოქის წყალბურთელები შვიდჯერ გააძევებინა.

სერია A-ს პირველი წრის ბოლო შეხვედრას "ვის ნოვა" შინ "პოსილიპოსთან" გამართავს, რომელთანაც ჩემპიონატში მეშვიდე-მერვე ადგილებს ინაწილებს. ამ მატჩის შემდეგ ანდრია ბითაძე სამშობლოში დაბრუნდება და "ოლიმპიკის" აუზში საქართველოს ნაკრებთან ერთად განაგრძობს ვარჯიშს. ჩვენი ეროვნული გუნდი კი იოვან პოპოვიჩისა და ვლადიმერ ისელიძის ხელმძღვანელობით მსოფლიო ლიგის მესამე ტურში იტალიასთან სტუმრად პაექრობისთვის მოემზადება.

გვერდი მოამზადა

ვაჟა დანელიამ

00000000000000000000000000000000000000

ოეე, შუმახერ!

ამ ხვრელშიც ვიყავით, უფროსო, და იმ ხვრელშიც...

დიდი ხანია, ყურში ცუდად მხვდება: "შემდეგი სადგური სადგურის მოედანი", სადაც "სადგური" ოთხსიტყვიან წინადადებაში ორჯერ მეორდება, თან ერთმანეთის გვერდით ზის.

რბილად რომ ვთქვათ, უხეში ტავტოლოგიაა.

გაცილებით უკეთესად, რითმულად ჟღერს: შემდეგი სადგური - ზვიადაური.

ზურაბ ზვიადაურს მსოფლიო იცნობს. მან 2004 წელს ათენის ოლიმპიადაზე დიდი ხნის ნანატრი ოქრო მოგვიტანა. თან როგორ - იაპონელი ფალავანი ისე დაანარცხა, ოქროც გააგდებინა და ოქროზე ფიქრის სურვილიც.

ზვიადაურის სახელი მეტროს რომელიმე სადგურს რომ მიენიჭოს, წინააღმდეგი არ ვიქნები, სუბიექტური, ობიექტური გრამატიკული მიზეზების გამო.

ობიექტური: დღეს სპორტსმენები ქვეყნის უპირველესი ელჩები არიან. მათზე უკეთესად ჩვენს ქვეყანას ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ წარმოადგენს. პოპულარულობა ხალხში?..

სუბიექტური მიზეზი: ვის ვის და სპორტული გაზეთის ჟურნალისტს ნამდვილად უნდა ჰქონდეს სურვილი მეტროსადგურებისთვის სპორტსმენთა სახელების მინიჭებისა. მეც მაქვს.

და გრამატიკული მიზეზი: ყველა მეტროსადგურს სპორტსმენის სახელი რომ ერქვას, ხომ არ მივიღებდით ტავტოლოგიას - "შემდეგი სადგური სადგურის მოედანი?!"

ვიცი, ამის კითხვისას გაგიჩნდებოდათ ლოგიკური შეკითხვები: ეს ჟურნალისტი საღ გონებაზეა? რა მეტრო? რა სპორტსმენის სახელი? საიდან მოაფიქრდა ასეთი სისულელე?

მე არ მომიფიქრებია. ქალაქ ახმეტის ხელმძღვანელობას ქალაქის მეტროსადგურების სახელების მინიჭების წესები დაუმტკიცებია. ვინაიდან ზვიადაური სწორედ ახმეტიდანაა, ლოგიკურია, რომ ერთ მეტროსადგურს მისი სახელი მიენიჭოს.

ერთ რჩევას მივცემდი ახმეტის მთავრობას: ახმეტის მეტრო თბილისისას გლდანში შეუერთოს და აი, რას მივიღებთ: ახმეტელის თეატრი, შემდეგი გაჩერება - ახმეტა.

ტავტოლოგიაა? ტავტოლოგია კი არა, აბსტრაქციაა, ფილმი "შერეკილები" გაგახსენდება კაცს:

ეს რომელი სადგურია, ერთაოზ?

ერთ ხვრელშიც ვიყავით, უფროსო და მეორეშიც, მაგრამ... ახმეტაში მეტრო ვერსად ვნახეთ.

რა გვემეტროვება, როცა ქართული ფეხბურთი თავზე გვექცევა... ასე არ არის? არა? მოდით, ერთი ტესტი ჩავატაროთ: შემოგთავაზებთ ფოტოს და თან შეკითხვას დავურთავთ. პასუხი უნდა იყოს, ან ჰო, ან - ვერა. თუ "ვერას" უპასუხებთ, ე.ი. საქმე ცუდადაა, თუ დადებითი პასუხი იქნება, მაშ, ავშენებულვართ და ეგ არის.

ჯერ სურათი:

ძველი "არარატი" დღეს სომხეთის ნაკრებია, "დინამო" კი დღევანდელი საქართველოს ნაკრები. ახლა შეკითხვა: მოუგებს ჩვენი ნაკრები სომხეთისას 4:0-ს? ჰო თუ ვერა?

ახლა, უფრო რთულ ამოცანას შემოგთავაზებთ, რომელიც ინტელექტკლუბში დაისვა:

"ერთ-ერთი სპორტული გამოცემა წერს: ომში რუსების მთავარი მოკავშირე არის ყინვა. სწორედ მისი წყალობით დაამარცხეს რუსებმა ნაპოლეონი, ჰიტლერი და X."

დაასახელეთ X. პასუხი პუბლიკაციის ჩაკითხვამდე თუ ვერ მოიფიქრეთ, ბოლოს დაგხვდებათ.

დიდი ხანია, შენახული მაქვს სურათი, რომელზეც მწვრთნელი და შეგირდია გამოსახული. არ გთხოვთ, ვინაობის დასახელებას, აბა, თუ გამოიცნობთ, რომელია უფროსი და რომელი უმცროსი.

ვფიქრობ, პასუხი საჭირო არ არის. ფეხბურთელს ასაკს არ...

კიდევ ერთი გამოცანა: შუმახერი სახელია თუ ზედსართავი?

საქართველოში უფრო ზედსართავია, ვიდრე სახელი. აი, თუ არ გჯერათ: გთავაზობთ ჟურნალისტ ტატო ბაციკაძის "ფეისბუქპოსტს".

"დიდ სპორტსმენებს როგორ აფასებენ: მათ სახელებს ქუჩებს არქმევენ, ძეგლებს უდგამენ, დარბაზებს თუ სტადიონებს ანიჭებენ, მაგრამ ორი შემთხვევა მაინც განსაკუთრებულია - ჯერი უესტი და მიხაელ შუმახერი.

ვესტი NBA-ს ლოგოა.

შუმახერი კიდევ, მსოფლიოში ყველა სწრაფი მძღოლის თუ უბრალოდ სწრაფად მიმავალი ტიპის აღმნიშვნელ სიტყვად იქცა:

რა იყო, შუმახერი ხარ?!

ოე, შუმახეერ!

ეს ნახე, თავი შუმახერი ჰგონია."

კომენტარებიდან ერთი მართლაც გენიალურია:

"ბავშვობაში შუმახერი ზედსართავი სახელი მეგონა."

მეც ვიცნობ შუმახერას, კასპი-თბილისის სამარშრუტო ხაზის მძღოლია. ადრე "რაფი" ჰყავდა და მერსედესიანებს სჯობნიდა, ახლა - წითელი "ფორდი".

გორშიც ვიცნობ "შუმახერას", კარგ მეკარე რამაზ სოლოღაშვილს. ოღონდ, ეს მეტსახელი გერმანიის ნაკრების მეკარე (80-იან წლებში) ტონი შუმახერიდან მომდინარეობს.

რა ყოფილან ეს შუმახერები!

მივადექით გერმანიას და პასუხს ზემოთ დასმულ ინტელექტ-კლუბის შეკითხვაზე. რუსებმა სწორედ ყინვის წყალობით დაამარცხეს ნაპოლეონი, ჰიტლერი და "ბაიერნი". ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურში "როსტოვმა" ბავარიელებს რუსულ ყინვაში 3:2 სძლია, თუმცა ჯგუფიდან მაინც ვერ გავიდა.

ვაჟა სიმონიშვილი

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!