რაში სჭირდება დორტმუნდს მირო? ახლავე აგიხსნით!

თუ ზაფხულში მიროსლავ კლოზე "ბაიერნიდან" დორტმუნდის "ბორუსიაში" გადავა, ეს მართლაც ძალიან სენსაციური ტრანსფერი იქნება, ახლა კი ფაქტი მხოლოდ ის არის, რომ ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, დორტმუნდელთა მწვრთნელი იურგენ კლოპი გერმანიის ნაკრებისა და რეკორდმაისტერის 32 წლის თავდამსხმელზე, რომელიც მიუნხენურ გრანდში სათადარიგოთა სკამის ხეხვით უკმაყოფილოა, მართლა სერიოზულად ფიქრობს. მეტიც: "ბილდის" ინფორმაციით, დორტმუნდელებმა კლოზესთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს: "ბორუსიას" მენეჯერი მიხაელ ცორკი წინა კვირაში თურმე მიროს აგენტს შეხვდა.

"დორტმუნდს" ფანტასტიკური და თანაც, ძალიან ახალგაზრდული გუნდი ჰყავს ("ბაიერნთან" მატჩის დროს "ბორუსიას" ფეხბურთელთა საშუალო ასაკი 22.3 წელი იყო), მაგრამ კლოპი უკვე მომავალზე ფიქრობს და მიაჩნია, რომ ასეთი ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგაში ნამეტანი რისკია და რომ მას გამოცდილი ფეხბურთელებიც სჭირდება. კლოზე, რომელიც "ბაიერნის" მწვრთნელ ლუის ვან გაალს აღარაფერში სჭირდება, ძალიან გამოცდილი ფეხბურთელია ბუნდესლიგაში 297 მატჩითა და 121 გოლით. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიროს ჩემპიონთა ლიგაში თამაშის დიდი გამოცდილებაც აქვს და სამ მუნდიალზე უთამაშია.

გამოცდილებასთან ერთად, დორტმუნდელებს კლოზე იმის გამოც აინტერესებთ, რომ "ბორუსიას" მისი ტრანსფერი ერთი ცენტიც კი არ დაუჯდება, რადგან კლოზეს "ბაიერნთან" კონტრაქტი ივნისში უმთავრდება. არაოფიციალური ინფორმაციით, კლოზე მიუნხენში წელიწადში 7 მილიონ ევროს იღებს და ფაქტია, რომ თუ "დორტმუნდში" გადავა, ჯამაგირის მინიმუმ განახევრევას უნდა დათანხმდეს. "ბორუსიაში" ამჟამად ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი სებასტიან კელია, რომელიც წელიწადში 3 მილიონს იღებს.

კლოპს მირო იმის გამოც მოსწონს, რომ კლოზე გუნდური ფეხბურთელია. სათადარიგოთა სკამზე ჯდომის გამო ის არასდროს "მჟავდება" - მთავარია, უთამაშებლობამ მუდმივი სახე არ მიიღოს. "ბაიერნში" კლოზე ოდნავადაც ვეღარ გრძნობს იმას, რომ ვან გაალს სჭირდება, კლოპი კი შესანიშნავი ფსიქოლოგია და მიროს ამას არასდროს აგრძნობინებს. გარდა ამისა, კლოზე შესანიშნავი პროფესიონალია, ყოველთვის ბოლომდე იხარჯება და თავს არასდროს ზოგავს. ერთი სიტყვით, მირო "ბორუსიას" სტილისთვის შესაფერისი, მეტიც, ზედგამოჭრილი ფეხბურთელია და ლუკას ბარიოსის იდეალური, თანაც, ძალიან გამოცდილი ალტერნატივა იქნებოდა.

დორტმუნდში გადასვლა თვითონ კლოზესთვისაც საჭირო და აუცილებელია, რადგან "ბაიერნში" სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, წინ კი ევროპის 2012 წლის ჩემპიონატია და თუ კლუბში ასე იშვიათად ითამაშებს, შეუძლია, ევრო 2012-ზე არც იოცნებოს. არადა, ევროპის ჩემპიონატი ხომ უკრაინასა და მის სამშობლო პოლონეთში გაიმართება.

ცორკმა "ბილდთან" საუბრისას კლოზეთი დაინტერესება არ დაადასტურა, თუმცა არც უარყო, რაც მოსალოდნელიც იყო. ივნისამდე ჯერ დიდი დროა და მარტში სატრანსფერო გეგმებს არავინ გაამხელს. ჩვენი ბილდელი კოლეგები კი ირწმუნებიან, რომ "ბორუსიას" მირო გადაბირება ძალიან უნდა.

"ბორუსიას" ფანები კლოზეს BVB-ში გადასვლის პერსპექტივით აღფრთოვანდნენ: 72 პროცენტს მიაჩნია, რომ ეს ტრანსფერი "დორტმუნდისთვის" გენიალური იქნება...

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა