11 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიური სასახლე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ სათამაშო დღეს უმასპინძლებს
11 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიური სასახლე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ სათამაშო დღეს უმასპინძლებს. კალენდარული ტურის შეხვედრებს კორპორატიული ლიგის გუნდები გამართავენ.

სათამაშო დღე ვერცხლის ლიგის მეხუთე ტურის დაპირისპირებებით აიღებს სტარტს. ტური "დომინოს პიცისა" და "ავერსის" გუნდების შეხვედრით დაიწყება. მომდევნო შეხვედრაში ე.წ. საბანკო დერბი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს "ლიბერთი ბანკი" და "ბანკი რესპუბლიკა" დაუპირისპირდებიან.

სატურნირო თვალსაზრისით კიდევ ერთი საინტერესო დაპირისპირება გაიმართება "საქრუსენერგოსა" და შემოსავლების სამსახურის გუნდებს შორის. ორივე მათგანი, "ავერსთან" და "ლიბერთი ბანკთან" ერთად, 6-6 ქულით 4-7 პოზიციებს იკავებს. შესაბამისად, უშუალო კონკურენტთან მოპოვებულ ქულებს დამატებითი მნიშვნელობაც ახლავს თან.

რაც შეეხება ზედა სამეულის გუნდებს, "ბაქსვუდი" "აჭარა ჯგუფს" დაუპირისპირდება, "საქართველოს ბანკი" სავაჭრო ცენტრ "კუბიკის" საკმაოდ სიმპათიურ გუნდთან გამართავს თავის შეხვედრას, "ევროპაბეთის" მეტოქე კი "ელიტა ბურჯი" იქნება.

11.12.2016. ვერცხლის ლიგა. V ტური

11:00 დომინო’ს პიცა - ავერსი

12:00 ლიბერთი ბანკი - ბანკი რესპუბლიკა

13:00 საქრუსენერგო - RS

14:00 ბაქსვუდი - აჭარა ჯგუფი

15:00 საქართველოს ბანკი - კუბიკი

18:00 ევროპაბეთი - ელიტა ბურჯი

მეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართება ოქროს ლიგაში. სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერი, საპატრულო პოლიციის გუნდი ჯერჯერობით უქულოდ მყოფ თბილისის მერიის გუნდს დაუპირისპირდება.

მომდევნო შეხვედრაში "ნატახტარი" კიდევ ერთ აუტსაიდერს, თავდაცვის სამინისტროს გუნდ "სარანგს" ეთამაშება.

ამის შემდეგ ტურის ორი გამორჩეული დაპირისპირება გაიმართება. "საქართველოს ფოსტა" თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდს დაუპირისპირდება, ხოლო "ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერი" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მეორე გუნდთან ითამაშებს. ტურს MENU.GE-სა და "ვითიბი ბანკის" გუნდების შეხვედრა დაასრულებს.

11.12.2016. ოქროს ლიგა. IV ტური

16:00 თბილისის მერია - პატრული

17:00 ნატახტარი - სარანგი

19:00 საქართველოს ფოსტა - TTC

20:00 GWP - სფფ-2

21:00 MENU.GE - ვითიბი ბანკი

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი".

მედიაპარტნიორები: რადიოები, "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი"; ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
SBM LEAGUE 2016/17: სუპერლიგა A პსპ-სია, კორპორატიული თასი - პატრულის!
SBM LEAGUE 2016/17: პირველი ჩემპიონები - მფკ "ნატახტარი", Funday
SBM LEAGUE 2016/17: 1 და 2 ივლისს ფინალური სერია აიღებს სტარტს
SBM LEAGUE 2016/17: კორპორატიული და სუპერლიგის თასის ფინალისტები ცნობილია
SBM LEAGUE 2016/17: 1 ივლისს, პირველი ფინალი
SBM LEAGUE 2016/17: ფინალისტების მოლოდინში