დღეს გერმანიის თასის მეორე ნახევარფინალური მატჩში "ბაიერნი" მიუნხენში გელზენკირხენის "შალკეს" უმასპინძლებს
დღეს გერმანიის თასის მეორე ნახევარფინალური მატჩი გაიმართება - "ბაიერნი" მიუნხენში "შალკეს" მასპინძლობს. თასის ფინალში გასვლას ორივე გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს: გარდა იმისა, რომ ევროპის სხვა წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებისგან განსხვავებით, გერმანიის თასი უაღრესად პრესტიჟული ტურნირია, "ბაიერნს" და განსაკუთრებით "შალკეს", საკუთარი გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაცია სურთ. თანაც, ფინალში ხომ საკმაოდ სუსტი მეტოქე ელოდებათ.

"შალკესთვის" თასის ფინალში მოხვედრა და ზოგადად გერმანიის თასის მოგება ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან ეს გელზენკირხენული კლუბისთვის ევროპის ლიგის საგზურის მოპოვების ფაქტობრივად უკანასკნელი შანსია. მართალია, შალკელები ჩემპიონთა ლიგის საგზურს უმიზნებდნენ, მაგრამ ახლა უკვე გადაჭრით შეიძლება იმის თქმა, რომ ფელიქს მაგათის გუნდი საუკეთესო სამეულში ვეღარ მოხვდება და იმისათვის, რომ ევროპის ლიგის მიღმაც არ დარჩეს, თასის მოგება უბრალოდ აუცილებელია.

ბუნდესლიგიდან ევროპის ლიგაში მოხვედრა საუკეთესო ხუთეულში მოხვედრითაცაა შესაძლებელი და "ბაიერნს" ეს პრობლემა არ აწუხებს. მიუნხენელებისთვოს სამეულში შესვლა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა აუცილებელი, მაგრამ რაკი რეკორდმაისტერმა ჩემპიონობის შანსი ფაქტობრივად დაკარგა, ჩემპიონთა ლიგის მოგებაც ბუნდოვანი პერსპექტივაა და მიუნხენური გრანდისთვის უტიტულოდ დარჩენა არაფრით არ შეიძლება, თასის მოგებამ "ბაიერნისთვისაც" უდიდესი მნიშვნელობა შეიძინა.

"შალკეს" აუცილებლად უნდა მოვუგოთ და გერმანიის თასის აღება ასეთ შემთხვევაში ფაქტობრივად განაღდებული გვექნება, რადგან ფინალში მეორებუნდესლიგელთან გვექნება საქმე", - ეს "ბაიერნის" ვიცე-პრეზიდენტ კარლ-ჰაინც რუმენიგეს სიტყვებია და სპორტული დირექტორი კრისტიან ნერლინგერიც ამბობს, გერმანიის თასის მოგება აუცილებლად გვინდაო.

კაპიტანი ფილიპ ლამი კი მთავარ მწვრთნელ ლუის ვან გაალს ტაქტიკური ცვლილებისკენ მოუწოდებს: "სქემის შეცვლა საჭირო არ არის, მაგრამ ჩემი აზრით, შეტევების ორგანიზებაში ბევრი რამ უნდა შეიცვალოს. ზედმეტად რისკიანმა სტილმა ბუნდესლიგაში უკვე ძალიან ბევრი ქულა დაგვაკარგვინა. ვფიქრობ, რომ ასეთი სტრატეგიით თვითონ ვართულებთ ყველაფერს. ჩემი აზრით, "შალკესთან" მატჩში და ზოგადადაც, უფრო ფრთხილი და პრაგმატული მიდგომა გვჭირდება."

ამ განცხადებით ლამმა ვან გაალი ფაქტობრივად გააკრიტიკა, რაც რეკორდმაისტერის ჰოლანდიელ დამრიგებელს ნამდვილად არ მოეწონება...

სავარაუდო შემადგენლობები

ბაიერნი (4-2-3-1): კრაფტი - ლამი, ბრენო, ტიმოშჩუკი, ლუის გუსტავო - შვაინშტაიგერი, პრანიჩი - რობენი, თ. მიულერი, რიბერი - გომესი.

შალკე (4-2-2-2): ნოიერი - უჩიდა, ჰიოვედესი, მეტცელდერი, ესკუდერო - კლუგე, ანანი - ფარფანი, ხურადო - რაული, ჰუნტელაარი.

არბიტრი: ფლორიან მაიერი (ბურგდორფი).

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა