11 დეკემბერს, 13:30 სთ-ზე, საჩემპიონო პლეი ოფის საპასუხო შეხვედრა გაიმართება
11 დეკემბერს, 13:30 სთ-ზე, საჩემპიონო პლეი ოფის საპასუხო შეხვედრა გაიმართება. "ჩიხურა" თბილისში, "დინამო არენაზე" "სამტრედიას" უმასპინძლებს და პირველ შეხვედრაში 0:2 წაგებისთვის რევანშის აღებას შეეცდება.

- სამტრედია-ჩიხურა 2:0 - ნოკდაუნი პირველ რაუნდში [VIDEO]

მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "პირველი არხი" გეგმავს.

პრობლემა: სავარჯიშო მოედნები

ამ შეხვედრაში საჩხერელებს ვერ დაეხმარებიან მარცხენა მცველი ლაშა ჩიკვაიძე და შემტევი ნახევამცველი გიორგი ივანიშვილი. პირველს, სამტრედიულ თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე საჩხერელთა ხელოვნურსაფრიან მოედანზე ვარჯიშისას კოჭი გადაუტრიალდა, ხოლო ივანიშვილის ამბავი მანამდეც ცნობილი იყო - გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ოქტომბრიდან მოყოლებული ვეღარ თამაშობს.

ამ კუთხით, სამტრედიელებს პრობლემა არ აქვთ, თუ ორიოდე მოთამაშის მიკროტრავმებს არ ჩავთვლით.

მაგრამ ჩემპიონატის ორივე ფინალისტს ყველაზე დიდი პრობლემა სავარჯიშო მოედნების სიმწირემ შეუქმნა. სამტრედიელებიც და საჩხერელებიც თბილისის ზღვაზე, "ზესტაფონის" ბაზაზე შეიკრიბნენ, მაგრამ დაბალი ტემპერატურის გამო, მინდორი მოყინული დახვდათ და ორივეს ხელოვნურ საფარზე გადანაცვლება მოუხდა: საჩხერელები რაგბის კავშირმა "შევარდენის" სტადიონზე შეიფარა, ხოლო სამტრედიელებმა გლდანში, თბილისის "ამერის" ხალიჩაზე ჩაატარეს წვრთნა.

მოწოდება: მოდით სტადიონზე!

ცნობილია, რომ სამტრედიელი გულშემატკივრები თბილისში ორგანიზებულად ჩამოსვლას აპირებენ. ფანებისადმი მოწოდება "ჩიხურას" ადმინისტრაციამაც გაავრცელა.

"11 დეკემბერი "ჩიხურას" კალენდარში სეზონის კულმინაციური დღეა, რომელსაც სახლიდან გაუსვლელად და მხოლოდ ტელეტრანსლაციით ვერ გაიზიარებ. "სამტრედიამ" 3 დეკემბერს დაამტკიცა, რომ ღირსეული გუნდია. მაგრამ "დინამო არენაზე" დანიშნული ფინალი ჩვენი პრესტიჟის საქმეა, რომლისთვისაც მთელი სეზონი ვემზადებოდით.

11 დეკემბერი ისტორიული დღეა არა მარტო "ჩიხურასთვის", არამედ საჩხერისთვისაც.

სრულიად საქართველოში მცხოვრებო საჩხერელებო! შეერთდით და სიცივის, 2-ბურთიანი სხვაობისა და ყველაფრის მიუხედავად, მოდით კვირას, 13:30 საათზე "დინამო არენაზე" და 2 საათი გაატარე საჩხერისთვის, ჩვენი გუნდისთვის, ფეხბურთისთვის და ეს დღე ჩვენი ქალაქის ისტორიაში ერთად ჩავწეროთ!" - წერია განცხადებაში.

მოწოდებები სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა:

"ყველას, ვისაც გეხებათ, შეგიძლიათ, გევალებათ და იცით, რომ ეს საჭიროა: მოახდინეთ გავლენა ყველა ტელე და რადიომაუწყებელზე, "ფეისბუქშიც" მოუწოდეთ, დღეიდანვე გაუშვით მასობრივი რეკლამა, რომ "დინამო არენაზე" "ჩიხურა"-"სამტრედიას" ოქროს ფინალს მაქსიმალურად ბევრი მაყურებელი დაესწროს.

მრავალი წლის შემდეგ ეროვნული ჩემპიონატის თუნდაც ერთი მატჩით შეეცადეთ გაავსოთ სტადიონი და დაანახვოთ ფეხბურთელებს, რომ მათ პატივს სცემთ. ადამიანებო, აჯობეთ თქვენს სიზარმაცეს და დაეხმარეთ ქართულ ფეხბურთს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kg
ჩიხურა ჩემპიონ 5-0
svan
Jango-სsamtredski-ს დაგიშავათ რამე თბილისმა?!)))))) ყველა კი ვერ ჩამოვა აქ))))))))))
leqso
dges 10 dekembers aris fexburtis saertahoriso dge.gilocavt kvelas fexburtis fanebs.
samtredski
ხვალ დინამოს ფანებს ......თბილისის ქუჩებს აბა გლადიატორებო და კედე რაღაც სახელებს რო ირქმევთ ხვალ დაგვიდექით.
Jango
DINAMO 10 დეკემბერი 2016 18:23 წავიდა თქვენი დრო :) მრავალი წლით წავიდა:) თქვენივე დაწუნებულები თქვენთვის საოცნებო მაგალითად ხდებიან :) 1/4 საუკუნე გადაიხარჯა,ახალი თაობა მოდის. დროებით პირველ ლიგაში დაქვეითება არ შეუშლიდა ხელს დინამოს. ისე კი დასავლურ 6 კლუბს კიდევ გურია,ზუგდიდი , მერანი დავუმატოთ და გამონაკლისის სახით გორის დილა დავუშვათ(დასავლეთში გორის დილას მიმართ ყველას უდიდესი სიმპათია გვაქვს), გვექნება უნივერსალური ჩემპიონატი,ნამდვილი ინტრიგით, მაღალი დასწრებით და თბილისური პონტების გარეშე. საფფ, განიხილე საკითხი დასავლეთის ლიგის დაარსების და ეს იყოს პრო ლიგა 1, ხოლო პრო ლიგა 2 იყოს დინამო, სიონი, ლოკო, საბურთალო, ვიტი, რუსთავი, ცხინვალი, ლიახვი,კახეთი და გურჯაანი. სამტრედია ჩემპიონ !!!
Jango
shio 10 დეკემბერი 2016 17:11 აქა ვარ გეხუტუნე, აქა :) - ისე მოიგო შენმა ხბომ ძროხა როგორც ხვალ ჩიხურა 4-1 მოიგებს :)
svan
DINAMO-ს დღევანდელი დინამო იმ ადგილზეა რაზეც უნდა იყოს))) და გამოჩნდა თუ როგორი დაბალი გამოცდილების ხალხი მუშაობს დინამოში)) სულ 1 ელ მოხდა როცა დინამო 3ეულში ვერ შევიდა და ეხლა უკვე მეორედ და საინტერესო ის არის რომ ეს ორივე ფიფიას მმართველობის დროს))) ფიფიას არაფერს ვაბრალებ არამედ მის დანიშნულ კოლექტივს))
guro
DINAMO-ს კომედია დღეს იყო თქვენი ფლაგმანის თამაში!!! საცოდავი გუნდი ვიხილეთ სადაც გოლის გატანის ყველაზე რეალური შანსი მეკარეს(!) ჰქონდა!აი ეს არის ზუსტად კომედია.! და კიდევ ის რომ ყველაზე ტიტულოვანი ე.წ. ფლაგმანი 3შიც ვერ ხვდება.
შიოს
თავს იმშვიდებთ? ტუ კომენტარებში რატომ წინასწარმეტყველებთ საჩხერელები? ხვალ მოიგებს ის ვინც უნდა მოიგოს. ვინ იზეიმებს და ვინ იტირებს მაგას ზეგ მოგიყვები თუ გინდა. ისე თავი არ დაიძაბო
DINAMO
უძაღლო ქვეყანაში კატები ყეფავენო თუ რაღაცაა ეგეთი, ზემო და ქვემო :0 , ეხ დინამო დინამო კომედიაა ეს ყველაფერი
giga
როცა ფეხბურთი იქნება მთხლებურთის მაგივრად მაშინ მოვა ხალხი.
a.a
oris naxevari cota gviani xo ar aris?
shio
ხვალ ჩიხურა ჩემპიონი გახდება 4-1 ანგარიში ასე მგონია...ხვალ დიდი დღეა ..იმერლები ვიზეიმებთ ერთად გამარჯვებას ზემოელები ჩემპიონობას ქვემოელები ვიცეჩემპიონობას...ყველანი სტადიონზე..პ.ს ველოდები jangoს კომენტარს :D
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]