საჩხერის "ჩიხურას" 22 წლის ფეხბურთელმა "სამტრედიასთან" მატჩის წინ "ლელოსთან" ისაუბრა
გარდამავალი ჩემპიონატის საჩემპიონო პლეი ოფის საპასუხო მატჩში საჩხერის "ჩიხურა" "სამტრედიას" თბილისში, "დინამო არენაზე" დაუპირისპირდება. ამ შეხვედრაში საჩხერის "ჩიხურას" შედეგი ბევრად იქნება დამოკიდებული მისი საკვანძო ფეხბურთელების თამაშზე. ერთ-ერთი ასეთი საბა ლობჟანიძეა - თბილისის "დინამოდან" იჯარით დამატებულმა 22 წლის ფეხბურთელმა სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და ბომბარდირებში მეორე ადგილზე გავიდა.

- პირველი მატჩიდან გასული რამდენიმე დღე საკმარისი იქნებოდა იმის გასააზრებლად, რაში შეცდით და რა არ გამოგივიდათ...

- სამტრედიელებმა უპირატესობა თავიდანვე სწრაფი თამაშის ხარჯზე მოიპოვეს. მათგან განსხვავებით, ჩვენ თავდაჯერებულობაც გვაკლდა. ამას დაემატა შეცდომები და არაფრიდან 2 გოლი გავუშვით. წაგებაზე გული დამწყდა, მაგრამ წინ მეორე მატჩია.

- პირადად თქვენ ისეთი გამორჩეული არ იყავით, როგორც მთელი სეზონის განმავლობაში...

- როცა გუნდი ვერ თამაშობს, ცხადია, მეც ვერ გამოვჩნდები. მოედნის ცენტრში სამტრედიელებმა აშკარად დაგვჩაგრეს. მაგრამ ეს არაფერი! იმედია, 11 დეკემბერს სეზონის მატჩს ჩავატარებთ.

- საამისოდ, რა კოზირები გაქვთ?

- რა კოზირები და... ეს 11 დეკემბერს გამოჩნდება. ჩვენი უპირატესობა შეტევაში სწრაფი გადასვლაა და ეს უნდა გამოვიყენოთ. უბრალოდ, გეტყვით, რომ 2:0 კატასტროფული სხვაობა არ არის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ავანტიურისტულად შეტევას და დაცვის მოშიშვლებას არ ვაპირებთ.

- მეტოქის პლუსებზე რას იტყვით?

- ტაქტიკურად გამართული გუნდია, ბურთს კარგად იჭერენ, ფეხბურთელები სულ მოძრაობენ და კონტრშეტევაზე ძალიან კარგად თამაშობენ...

- გულწრფელად თქვით: გჯერა, რომ სასურველი შედეგით მოიგებთ?

- გულწრფელად ვამბობ: მჯერა! ჩვენ ნაღდად არ ვართ ის გუნდი, რომელიც ხელებს ჩამოუშვებს და მოედანზე გასვლისას მოგების არ სჯერა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
ლობჟანიძის საგოლე პასი - "ატლანტამ" და "ცინცინატიმ" ფრედ ითამაშეს [VIDEO]
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
[VIDEO] საბას დროა - ლობჟანიძის ბრწყინვალე გოლი MLS-ში
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა აშშ-ში გუნდი გამოიცვალა
[VIDEO] ეს საბას დროა - ლობჟანიძის დუბლი MLS-ში
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]