რუსული სპორტი გილიოტინაზე
მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს დამოუკიდებელმა ექსპერტმა, კანადელმა პროფესორმა რიჩარდ მაკლარენმა მორიგი მძლავრი დარტყმა მიაყენა რუსულ სპორტს.

9 დეკემბერს, ლონდონში გამართულ პრესკონფერენციაზე, მან რუსულ სპორტში არსებული დოპინგ-სისტემის გამოძიების მეორე ანგარიში წარმოადგინა. ისევე, როგორც ივლისში, კანადელმა გვარები არც ამჯერად დაასახელა. მან თქვა, რომ უბრალოდ, არ აქვს ამის უფლება და ყველა მასალას საერთაშორისო ფედერაციებს გადაუგზავნის.

ის, რაც კანადელმა შეაგროვა, სავსებით საკმარისი იქნება იმისთვის, რომ რუსეთის ნაკრები პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიადას სრული შემადგენლობით ჩამოაშორონ.

მაკლარენის ანგარიშში ლაპარაკია რუსეთში 2011 წელს შექმნილ სახელმწიფო სისტემაზე, რომელიც ხელს აფარებდა დოპინგ-დამრღვევებს. ეს სისტემა გამოიყენებოდა ლონდონის ოლიმპიადაზე, უნივერსიადაზე ყაზანში, მძლეოსნობაში მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონატზე და აპოგეა გახდა - სოჭის ოლიმპიური თამაშები.

მოკლედ, მაკლარენის მეორე გამოსვლის სცენარი პირველს ჰგავდა: სახელმწიფო სადოპინგო სისტემა, სინჯების გაყალბება, ფაქტების დამალვა სპორტის სამინისტროს დონეზე... თუმცა, იყო ახალი თემებიც. "გამოვლენილია სოჭში ოქროს ოთხი მედლის ამღები ორი ათლეტის პირველადი სინჯების გაყალბება. ვერცხლის მედლის მფლობელ ერთ ათლეტს სინჯში აღმოაჩნდა მარილის ფიზიკურად შეუძლებელი რაოდენობა", - იტყობინება მაკლარენი.

მანვე ერთი უცნაური ფაქტის შესახებ გამოაცხადა: სპორტსმენების შარდში ურევდნენ ყავა Nescafe-ს გრანულებს - "ფერისთვის", რომ გაეფუჭებინათ ან დაემალათ დადებითი ანალიზი.

სოჭის ოლიმპიადაზე რუსი სპორტსმენებიდან ორი ან მეტი ოქრო მოიპოვეს: შორტ-ტრეკისტმა ვიქტორ ანმა (3 ოქრო), ბობსლეისტებმა - ალექსანდრ ზუბკოვმა და ალექსეი ვოევოდამ (2-2 ოქრო), მოციგურავეებმა - ტატიანა ვოლოსოჟარმა და მაქსიმ ტრანკოვმა (2-2 ოქრო) და სნოუბორდისტმა ვიკ უაილდმა (2 ოქრო).

იმის გამო, რომ მაკლარენს კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია, რთულია წინასწარ მიხვდე - რომელ რუს სპორტსმენს ელოდება მკაცრი სასჯელი, მაგრამ დიდია ალბათობა, რომ დამრღვევებს მედლებს ჩამოართმევენ. ხოლო, თუ სოჭის ოლიმპიადაზე რუსების მონაგარს გამოვაკლებთ ოთხ ოქროსა და ერთ ვერცხლს, მასპინძელი ნაკრები 2014 წლის თამაშების მედლების ჩათვლაში არა მარტო პირველ ადგილს დაკარგავს, არამედ პირველი სამეულიდან გავარდება.

მაკლარენმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მზად არის, თავისი ნათქვამი თითოეული სიტყვა დოკუმენტალურად დაამტკიცოს. და ეს არის მთავარი აზრი, რომელმაც 9 დეკემბერს ლონდონში გაიჟღერა. კანადელმა იურისტმა პირდაპირ დაადანაშაულა რუსეთის სპორტის ყოფილი მინისტრი ვიტალი მუტკო იმაში, რომ მან ყველაფერი იცოდა მანიპულაციების შესახებ და ფაქტობრივად, თავად წყვეტდა - ვისთვის დაეფარებინათ ხელი.

მაკლარენი მაქსიმალურად ცდილობდა, პრესკონფერენციაზე თავი აერიდებინა მუტკოსა და ფეხბურთში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესახებ (უნდა წაართვან თუ არა ის რუსეთს?) ლაპარაკს, მაგრამ ერთ მომენტში თავი ვერ შეიკავა და გამოაცხადა, რომ მის განკარგულებაშია ელექტრონული მიმოწერა, რომელშიც სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობა პირდაპირ ამბობს იმის შესახებ, თუ რა მოუხერხოს დოპინგ-სინჯებს.

საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მყისიერი რეაგირება ჰქონდა მაკლარენის მეორე ანგარიშზე.

"ანგარიშის სრული შედეგები და დასკვნა - უპრეცედენტო და საოცარია. ისინი პირდაპირ არღვევს სპორტის ერთიანობასა და ეთიკას. ვეთანხმებით პროფესორ მაკლარენს იმაში, რომ მოქმედების საუკეთესო გეგმა - ერთად მუშაობაა", - აღნიშნულია განცხადებაში.

რა იქნება შემდეგ? მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დიდი ნაწილი უნდა მიიღონ სპორტის სახეობების შესაბამისმა საერთაშორისო ფედერაციებმა, რომლებსაც გადაეგზავნათ ანგარიში. რა თქმა უნდა, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტზე, რომლის პრეზიდენტმა თომას ბახმა უკვე განაცხადა, 2012 წლის ოლიმპიადიდან მოყოლებული, ყველა რუსი სპორტსმენის დოპინგ-სინჯი თავიდან შემოწმდება.

სასჯელი კი, შესაძლოა, ძალიან მკაცრი იყოს - თუნდაც, 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადიდან რუსეთის ნაკრების მოკვეთა. მით უმეტეს, რომ განსხვავებით ივლისის მოვლენებისა (როცა რუსეთის დელეგაცია მაინც დაუშვეს რიო-დე-ჟანეიროს თამაშებზე), ამჯერად საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი და მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო ერთ მხარეს არიან.

მთავარი მაკლარენის ანგარიშიდან

- სოჭი-2014-ის ოთხი ოქროს მედლის ორი მფლობელის დოპინ-სინჯი იყო გაყალბებული;

- სოჭის ოლიმპიადის 12 მედალოსნის B სინჯს აქვს დაზიანების კვალი, რაც ფალსიფიკაციას გულისხმობს;

- რუსეთის სპორტის სამინისტრო, რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტო, მოსკოვის ლაბორატორია და უსაფრთხოების ფედერალური სამსახური მონაწილეობდნენ სადოპინგო სისტემის ჩამოყალიბებაში, რომელშიც 2011 წლიდან მოყოლებული, ჩათრეული იყო სპორტის 30 სახეობის ათასზე მეტი სპორტსმენი.

- სოჭის თამაშებზე ერთ-ერთი რუსი ვერცხლისმედალოსნის სინჯში აღმოჩენილია მარილის ანომალიურად მაღალი დონე;

- სოჭში ორი რუსი ქალი ჰოკეისტის სინჯებში აღმოჩენილია მამაკაცის დნმ;

- ოთხი სინჯი გააყალბეს 2013 წელს, მოსკოვში, მძლეოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონატის დროს;

- დარღვევები გამოვლენილია ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე, 2013 წლის უნივერსიადაზე ყაზანში, მოსკოვში მძლეოსნობაში მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონატზე, სოჭის ოლიმპიადასა და პარალიმპიადაზე;

- სოჭში 21 მედლის მომგები ექვსი პარალიმპიელის სინჯები ფალსიფიცირებული იყო;

- სოჭის ოლიმპიადის შემდეგ დოპინგთან დაკავშირებული მაქინაციები არ შეწყვეტილა;

- მაკლარენმა განაცხადა, რომ არ გააჩნია პირდაპირი მტკიცებულებები რუსეთის სპორტის ყოფილი მინისტრის, ვიტალი მუტკოს წინააღმდეგ.

- სპორტსმენთა გვარები მაკლარენს არ დაუსახელებია - მათ შესახებ ყველა მონაცემი საერთაშორისო ფედერაციებს გადაეცა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

saqartvelos rigiti moqalaqe
100%-იანია! ისეთი მტკიცებულებები დაუდეს რუსებს რომ დაბნეულობისგან რას მიედ-მოედებოდნენ თვითონ არ იცოდნენ!
ზაზა
პოლიტიკა რა შუაშია. რუსული სპორტი საბჭოთა კავშირის დროიდან დოპინგზე "იჯდა".
odala
ეს მასტი ამერიკელებს ჰყავთ ერთი ადგილით დაჭერილი და ალაპარაკებენ. სუფთა პოლიტიკური თემაა ეს.
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა