დღეს "რომა"-"მილანია"
* გონსალო იგუაინმა "ტორინოს" კარიერაში მეექვსე გოლი გაუტანა.

* ფელიპე ანდერსონმა 7 საგოლე პასი გააკეთა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია სერია A-ში.

სერია A-ს მიმდინარე გათამაშების მე-16 ტურში ორი მატჩი უნდა გამოვარჩიოთ: ტურინული დერბი და "რომა"-"მილანის" დაპირისპირება. რომაული ჯახი დღეს შედგება და ამიტომ მიმოხილვაში ტურინულ გარჩევაზე გავამახვილებთ ყურადღებას, თუმცა იქამდე, "ნაპოლის" დამაჯერებელ გამარჯვებაზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა.

"ნაპოლიმ" სარდინიაზე გაილაღა

"კალიარი" სახლის გუნდია და 6 მოგებული მატჩიდან ხუთი საკუთარ კედლებში აქვს გამართული. სარდინიელები "ნაპოლისაც" დიდ ბრძოლას ჰპირდებოდნენ, მაგრამ მათი მუქარა ამაო გამოდგა - მაურიციო სარის შეგირდებმა გაილაღეს კუნძულზე და მეტოქეს 5 უპასუხო გოლი გაუტანეს. ნეაპოლელებმა ყველა გემოვნების გოლი შეაგდეს, რომელთა აღწერა შორს წაგვიყვანს. ორი ფეხბურთელი უნდა გამოვარჩიოთ: მარეკ ჰამშიკი და დრის მერტენსი - პირველმა შესანიშნავი გოლი გაიტანა და სამი საგოლე პასი გააკეთა, რაც მართლაც ფენომენალური შედეგია.

სლოვაკი ყველგან იყო, სადაც გუნდს სჭირდებოდა და კოლოსალური სამუშაო შეასრულა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰამშიკი დღევანდელი "ნაპოლის" მთავარი სახე და უდავო ლიდერია. რაც შეეხება მერტენსს, ჰეთ თრიკი შეასრულა და ბუნებრივია, რომ ლომის წილი დაიდო ნეაპოლელთა გამარჯვებაში. ბელგიელი ცენტრფორვარდის პოზიციაზე ირჯებოდა და მისთვის შედარებით უცხო როლს თავი ბრწყინვალედ გაართვა - შეგახსენებთ, რომ მერტენსი გარემარბია და ფლანგიდან უყვარს თამაში...

"ნაპოლიმ" სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა. თუ ასე გააგრძელა მაურიციო სარის გუნდმა, ჩემპიონთა ლიგის ზონაშიც შევა და შესაძლოა, კიდევ უფრო მეტსაც დაუმიზნოს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ "ნაპოლის" არასტაბილურობა ახასიათებს...

მატჩის შემდეგ ნეაპოლელთა თავკაცმა მაურიციო სარიმ მოკლე კომენტარი გააკეთა: "ეს იყო ჩვენი საუკეთესო თამაში, რომელშიც მეტოქეს შანსი არ დავუტოვეთ. მაშინაც ვუტევდით, როდესაც სამი ბურთის სხვაობით ვიგებდით, რისთვის ფეხბურთელებს ქება ეკუთვნით. გუნდი ოპტიმალურ ფორმაში შედის, რაც განვლილმა მატჩმა ნათლად გვიჩვენა".

იხილეთ ვიდეო

"ლაციოს" რეაბილიტაცია

რომაულ დერბიში განცდილი მარცხის შემდეგ "ლაციო" გენუაში ჩავიდა და "სამპდორია" დაამარცხა. პირველ ტაიმში რომაელებმა ორჯერ დაამწუხრეს მეტოქე და სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს. მატჩის მე-40 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც მარჯვენა ფრთიდან ჩაწოდების შემდეგ თავური დარტყმით ბურთი ბადეში მილინკოვიჩ-სავიჩმა გაახვია.

მეორე გოლი ოთხ წუთში გავიდა, როდესაც ასევე მარჯვენა ფრთიდან განვითარებული იერიში ზუსტი დარტყმით მარკო პაროლომ დააგვირგვინა. "სამპოდორიამ" ერთი ბურთი მატჩის მიწურულს გაქვითა, როდესაც შორი მანძილიდან პატრიკ შჩიკმა უწია მიზანს, თუმცა მეტის გაკეთება მასპინძლებმა ვერ შეძლეს.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მომენტები ორივე კართან დაახლოებით თანაბარი რაოდენობით შეიქმნა, თუმცა უკეთ მიზანი რომაელებმა გაისწორეს და უმნიშვნელოვანესი ქულები ჩაიწერეს აქტივში. მატჩის შემდეგ "ლაციოს" მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ შემდეგი განაცხადა:

"რომაულ დერბიში განცდილი მარცხის შემდეგ უმნიშვნელოვნესი იყო მოგება და გულშემატკივართა თვალში რეაბილიტირება. გამოჩნდა, რომ ფეხბურთელებმა უკვე დაივიწყეს მწარე მარცხი, სწორი დასკვნები გააკეთეს და დღეს გაცილებით უკეთ ითამაშეს. მეტი შეგვიძლია და კიდევ უნდა მოვუმატოთ".

"იუვემ" "ტორო" გატეხა

განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა ტურინული დერბი, რომელიც "ტორინოსთვის" შესანიშნავად დაიწყო, თუმცა "იუვენტუსის" გამარჯვებით დასრულდა.

მატჩის მე-16 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც "ტორინომ" მარჯვენა ფრთიდან განავითარა შეტევა, ჩაწოდებას კი ანდრეა ბელოტის ზუსტი თავური მოჰყვა, 1:0.

"იუვენტუსმა" ანგარიში ტაიმის შუაწელს გაათანაბრა, როდესაც ბრწყინვალე კომბინაციის შემდეგ გონსალო იგუაინი მეკარესთან პირისპირ დარჩა და ბურთი ბადეში გაახვია, 1:1. თამაში ორმხრივ იერიშებში გაგრძელდა და მომენტები ორივე კართან იქმნებოდა, თუმცა სათამაშო უპირატესობას მაინც სტუმრები ფლობდნენ. შედეგად, მატჩის დასკვნით 10 წუთში მათ ორი გოლი შეაგდეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს. იგუაინის მეორე გოლი ეფექტური გამოდგა - არგენტინელმა ფორვარდმა ბრძოლაში ჩამოიღო ბურთი, მეტოქეს ფიზიკურად აჯობა და უძლიერესი დარტყმით ჯო ჰარტს შანსი არ დაუტოვა. მესამე გოლი მირალემ პიანიჩის ანგარიშზეა, რომელიც შეცვლაზე ჩაერთო თამაშში - ბოსნიელმა "იუვეს" გრძელი იერიში დააგვირგვინა, რომელიც პაულო დიბალამ წამოიწყო და განავითარა. დიახ, დიბალამ ტრავმა მოიშუშა და პიანიჩის მსგავსად, ისიც შეცვლაზე ჩაერთო თამაშში.

ერთი სიტყვით, "იუვენტუსმა" უპრინციპულესი მეტოქე დაამარცხა, მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და კიდევ უფრო გაიმყარა პოზიციები სატურნირო ცხრილში. მასიმილიანო ალეგრის გუნდი ლიდერია და პოზიციის დათმობას არ აპირებს. "ტორინო" კარგ, პერიოდულად კი ბრწყინვალე ფეხბურთს თამაშობს, თუმცა გუნდს სტაბილურობა აკლია და შესაბამისად, ლიდერებს შედარებით ჩამორჩა.

იხილეთ ვიდეო

XVI ტური

კროტონე-პესკარა 2:1

გოლები: 1:0 პალადინო (24-პენ.), 1:1 კამპანიარო (81), 2:1 ფერარი (83)

კროტონე (4-4-2): კორდაცი - სამპირიზი, ჩეკერინი, ფერარი, მარტელა - როდენი, კაპეცი, ბარბერისი, პალადინო (86. სალძანო) - ფალჩინელი (87. ნვანკვო), ტროტა (61. სტოიანი)

პესკარა (4-3-2-1): ბიძარი - ძამპანო, გომბერი, კამპანიარო, კრეშენცი - მემუშა (65. პეტინარი), ბრუგმანი, ვერე (53. მანია) - ბენალი, პეპე (16. აკვილანი) - კაპრარი

გაძევება: კაპეცი (80) - აკვილანი (73)

გაფრთხილება: 1-1; კუთხური: 2-4; ჯარიმა: 15-18; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 7-4 (4-3); ბურთის ფლობა: 35%-65%; მაყურებელი: 4 000

სამპდორია-ლაციო 1:2

გოლები: 0:1 სავიჩი (40), 0:2 პაროლო (44), 1:2 შჩიკი (89)

სამპდორია (4-3-1-2): პუჯონი - პერეირა, სილვესტრი, შკრინიარი, რეჯინი - ბარეტო (56. შჩიკი), ტორეირა, ლინეტი (76. ჯურიჩიჩი) - ფერნანდესი (46. პრაეტი) - მურიელი, კვალიარელა

ლაციო (4-3-3): მარკეტი (56. სტრაკოშა) - ბასტა, ვოლასი, დე ვრი, რადუ - ბილია (65. კეიტა), პაროლო, სავიჩი - ანდერსონი (87. ლუკაკუ), ლულიჩი, იმობილე

გაფრთხილება: 2-4; კუთხური: 2-5; ჯარიმა: 7-15; თამაშგარე: 2-7; კარში დარტყმა: 9-11 (5-8); ბურთის ფლობა: 58%-42%; მაყურებელი: 22 000

კალიარი-ნაპოლი 0:5

გოლები: 0:1 მერტენსი (34), 0:2 ჰამშიკი (45), 0:3 ზელინსკი (51), 0:4 მერტენსი (69), 0:5 მერტენსი (72)

კალიარი (4-3-1-2): სტორარი - ისლა, ჩეპიტელი, ალვეში, პიზაკანე - დესენა (79. კაპუანო), პანაიოტისი (54. ფარიასი), პადოინი - ბარელა - საუ, ბორიელო (70. მელკიორი)

ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, კირიკეში, კულიბალი (42. ალბიოლი), სტრინიჩი - ზელინსკი (70. როგი), ჟორჟინიო, ჰამშიკი - კალეხონი, ინსინიე, მერტენსი (75. ჯაკერინი)

გაფრთხილება: 4-3; კუთხური: 2-10; ჯარიმა: 17-10; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 5-20 (3-10); ბურთის ფლობა: 32%-68%; მაყურებელი: 15 000

ბოლონია-ემპოლი 0:0

ბოლონია (4-3-3): მირანტე - ტოროსიდისი, გასტალდელო, მაიეტა, მაზინა (52. კრაფტი) - ნაგი, ვივიანი, ჯემაილი - კრეიჩი (82. ოკვონკვო), მუნიერი (70. დი ფრანჩესკო), დესტრო

ემპოლი (4-3-1-2): სკორუპსკი - ლაურინი (51. კოშიჩი), ბელუში, კოსტა, პასკუალი - კრუნიჩი, ელ ჰაჯი, კროჩე (77. ბუჩელი) - საპონარა - მჭედლიძე, მაკარონე (56. ჯილარდინო)

გაფრთხილება: 2-4; კუთხური: 7-2; ჯარიმა: 13-16; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 13-2 (3-2); ბურთის ფლობა: 54%-46%; მაყურებელი: 20 000

პალერმო-კიევო 0:2

გოლები: 0:1 ბირსა (14), 0:2 პელისიერი (49)

პალერმო (3-5-1-1): პოსავეცი - ციონეკი, გოლდანიგა (56. ენრიკე), ანდელკოვიჩი - რისპოლი, ჰილემარკი (69. შალაი), მატო, ჩოჩევი (81. დიამანტი), ალესაამი - კუაიზონი - ნესტეროვსკი

კიევო (4-3-1-2): სორენტინო - ფრეი, გამბერინი, დაინელი, გობი - კასტრო (70. იძო), რადოვანოვიჩი, დე გუზმანი - ბირსა - მეჯორინი (75. რიგონი), პელისიერი (85. ინგლეზე)

გაფრთხილება: 1-1; კუთხური: 8-3; ჯარიმა: 10-14; თამაშგარე: 0-7; კარში დარტყმა: 13-8 (3-4); ბურთის ფლობა: 61%-39%; მაყურებელი: 18 000

ტორინო-იუვენტუსი 1:3

გოლები: 1:0 ბელოტი (16), 1:1 იგუაინი (28), 1:2 იგუაინი (82), 1:3 პიანიჩი (90)

ტორინო (4-3-3): ჰარტი - ძაპაკოსტა, კასტანი, როსეტინი, ბარეკა - ბენასი (81. ბოიე), ვალდიფიორი, ბაზელი (81. ასკუა) - ლიაიჩი, იაგო (82. მარტინესი), ბელოტი

იუვენტუსი (4-3-3): ბუფონი - ლიხტშტაინერი, რუგანი, კიელინი,, სანდრო - ხედირა, მარკიზიო, სტურარო (67. ლემინა) - კუადრადო (81. პიანიჩი), იგუაინი, მანჯუკიჩი (71. დიბალა)

გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 4-3; ჯარიმა: 23-19; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 7-17 (2-8); ბურთის ფლობა: 52%-48%; მაყურებელი: 28 000

ატალანტა-უდინეზე 1:3

გოლები: 0:1 საპატა (45), 1:1 კურტიჩი (47), 1:2 ფოფანა (72), 1:3 ტერო (87)

ატალანტა (3-4-1-2): სპორტიელო - ტოლოი, კალდარა, მაზიელო - კონტი (79. დრამე), კესეი, გალიარდინი, სპინაცოლა (80. პესიჩი) - კურტიჩი (77. ფრეულერი) - გომესი, პეტანია

უდინეზე (4-3-3): კარნეზისი - ვადმერი, დანილო, ფელიპე, სამირი - ფოფანა, კუმსი (83. იანკტო), ალფრედსონი (52. პერიცა) - ბადუ, ტერო, საპატა (65. მატოსი)

გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 11-2; ჯარიმა: 8-11; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 15-5 (9-3); ბურთის ფლობა: 69%-31%; მაყურებელი: 24 000

ინტერი-ჯენოა 2:0

გოლები: 1:0 ბროზოვიჩი (38), 2:0 ბროზოვიჩი (69)

ინტერი (3-4-3): ჰანდანოვიჩი - დ'ამბროზიო, მირანდა, მურილიო - კანდრევა, ბროზოვიჩი, ჟოაო მარიო (88. ბანეგა), ნაგატომო - ედერი (46. ფ. მელო), იკარდი, პალასიო (57. პერიშიჩი)

ჯენოა (3-4-1-2): პერინი - იცო, ბურდისო, მუნიოსი - ლაზოვიჩი, რინკონი, ველოზო, ლექსალტი (85. ედენილსონი) - რიგონი (79. პანდევი) - ოკამპოსი (57. ნინკოვიჩი), სიმეონე

გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 5-5; ჯარიმა: 13-18; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 13-11 (3-4); ბურთის ფლობა: 51%-49%; მაყურებელი: 55 000

12 დეკემბერი

ფიორენტინა-სასუოლო 22:00

რომა-მილანი 00:00

ბომბარდირები:

12 მაურო იკარდი (ინტერი)

ედინ ჯეკო (რომა)

11 ანდრეა ბელოტი (ტორინო)

9 ჩირო იმობილე (ტორინო)

გონსალო იგუაინი (იუვენტუსი)

8 მოჰამედ სალაჰი (რომა)

გამოტოვებული მატჩი

15 დეკემბერი:

ჯენოა-ფიორენტინა.

მომდევნო ტური

17 დეკემბერი:

ემპოლი-კალიარი, მილანი-ატალანტა, იუვენტუსი-რომა;

18 დეკემბერი:

სასუოლო-ინტერი, კიევო-სამპდორია, ნაპოლი-ტორინო, პესკარა-ბოლონია, უდინეზე-კროტონე, ჯენოა-პალერმო, ლაციო-ფიორენტინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
ხვიჩა კარში და ევროპის ტოპ-ჩემპიონატების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების სავალალო მდგომარეობა - გამოსწორდება სიტუაცია?
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
ლეაო "მილანიდან" "გალათასარაიში" გადავიდა
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ფიორენტინამ" "ინტერს" 101-ე წუთზე გაუთანაბრა ანგარიში - 3:3 [VIDEO]
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
უკვე არაიტალიური ვარიანტი - გოგლიჩიძემ შეიძლება კარიერა სხვა ქვეყანაში გააგრძელოს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
"ფიორენტინამ" თასის 1/4 ფინალში "რომა" გაანადგურა - 7:1 [VIDEO]
ოფიციალურად - საბა გოგლიჩიძე "უდინეზეს" ფეხბურთელია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
"ლიონიდან" კიდევ ერთი ლიდერი გაუშვეს - ფოფანა კარიერას იტალიაში გააგრძელებს
სატრანსფერო ციებ-ცხელება
კვერნაძით, რომლის ფასი გაორმაგდა, "რომა", "ნაპოლი" და პრემიერლიგის კლუბი დაინტერესდა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
"არსენალი" სერბის სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის
"მილანმა" სანტიაგო ხიმენესი "პორტოში" გაუშვა
კვერნაძის 82 წუთი და "ფროზინონეს" ფრე "ემპოლისთან"
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"რომამ" 19 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი დაიმატა
ნახევარდაცვაში ქოჩორაშვილს შეუწყვილდება? - "სევილიამ" "მილანის" ფეხბურთელი ინათხოვრა
ალეგრი კედელზე მუშტებს ურტყამდა - რატომ აკვირდება "ნაპოლი" კვერნაძეს?
[VIDEO] "არსენალმა" სტუმრად "ნაპოლის" მოუგო - "სპორტინგმა" "გალათასარაის" თამაში შემოუტრიალა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
"იუვე" 4 ფეხბურთელს იტალიის ნაკრების შემტევის სანაცვლოდ ჩამოდის
"ფროზინონე" კვერნაძეში დიდ თანხას მოითხოვს - გადაიხდის ამდენს "რომა"?
ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია
[VIDEO] აზაროვი სათადარიგო იყო - ჩემპიონთა ლიგაზე ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით დასრულდა
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
შვილის ფეხზე დასაყენებლად დედა "ბეტისში" დამლაგებლად მუშაობდა - ფაბიან რუისმა დედის როლზე ისაუბრა
სერია A. XVII ტური: "მილანი" დამარცხდა და გატუზოს წყალი შეუდგა [VIDEO]
"ზოგჯერ წასვლა საუკეთესო გამოსავალია", - ამორიმმა ლეაოზე ისაუბრა
"ფიორენტინას" ამერიკელი მილიარდერი ყიდულობს
"საერთოდ გაგიჟდით?" - ტოტი იხსენებს, როგორ სურდათ დიბალასთვის 10-ნომრიანი მაისურის გადაცემა
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
გადაწყდა - გოგლიჩიძე კარიერას "უდინეზეში" გააგრძელებს
"თვითმფრინავის ავარიის შემდეგ, ახალ რაღაცებს ვსწავლობთ" - ამორიმის უცნაური განცხადება
გოგლიჩიძის ტრანსფერის დეტალები - რა თანხას გამოიმუშავებს და რამდენ წლიან კონტრაქტს გააფორმებს ქართველი მცველი "უდინეზესთან"
თუ ლეონი წავა - გოგლიჩიძე სერია A-ს კლუბისთვის პრიორიტეტული იქნება
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი