11 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წწ. გათამაშების მორიგ სათამაშო დღეს უმასპინძლა
11 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წწ. გათამაშების მორიგ სათამაშო დღეს უმასპინძლა. კალენდარული ტურის შეხვედრები კორპორატიული ლიგის გუნდებმა გამართეს.

ვერცხლის ლიგის მეხუთე ტური "დომინოს პიცისა" და "ავერსის" გუნდების დაპირისპირებით დაიწყო და როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა "ფარმაცევტების" გამარჯვებით, 9-4 დასრულდა. მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვება შეძლო "ბანკი რესპუბლიკის" გუნდმა, რომელმაც "საბანკო დერბიში" "ლიბერთი ბანკი" დაამარცხა - 4-1. დამაჯერებლად იმარჯვა შემოსავლების სამსახურის გუნდმა, რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში უშუალო კონკურენტს, "საქრუსენერგოს" სძლია - 6-3.

უდანაკარგოდ განაგრძობს ასპარეზობას "ბაქსვუდის" საერთაშორისო სკოლის გუნდი - ფუტსალის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის და დამრიგებლის, ალიკ სარქისიანის შეგირდებმა ზედიზედ მეხუთე გამარჯვება "აჭარა ჯგუფის" გუნდთან მოიპოვეს - 12-3 და 15 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობენ სატურნირო ცხრილს. მათ კუდში მისდევს "საქართველოს ბანკი", რომელიც სამი ქულით და ერთი თამაშით ჩამორჩება კონკურენტს. "ბანკირებმა" მეხუთე ტურში "კუბიკი" დაამარცხეს 5-0.

კვირას გამართული ტური სენსაციური შედეგით დასრულდა - ლიგის აუტსაიდერი "ელიტა ბურჯი" მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტს, "ევროპაბეთს" დაუპირისპირდა და მინი-ფეხბურთისთვის უჩვეულო ანგარიშით, 1-0 დაამარცხა, რითიც ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და მიუახლოვდა საპლეიოფო ზონას. "მშენებლებმა", რომელთაც სათავეში ქართული ფუტსალის ერთ-ერთი გამორჩეული ვეტერანი და ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ანდრო მიზანდარი უდგათ, ტოლი არ დაუდეს მეტოქეს და დამსახურებული სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში. მათი მხრიდან თავი ავთანდილ სებისკვერაძემ გამოიჩინა, რომელმაც ლიგის ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელის, გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, 52 წლის (!!!) ალექსანდრე ათანელიშვილის ეფექტური გადაცემა აქცია გამარჯვების გოლად.

11.12.2016. ვერცხლის ლიგა. V ტური

დომინო'ს პიცა - ავერსი 4:9

ლიბერთი ბანკი - ბანკი რესპუბლიკა 1:4

საქრუსენერგო - RS 3:6

ბაქსვუდი - აჭარა ჯგუფი 12:3

საქართველოს ბანკი - კუბიკი 5:0

ევროპაბეთი - ელიტა ბურჯი 0:1

ბომბარდირები: დიმიტრი ანდღულაძე (საქრუსენერგო) – 11, გიორგი ახლანძე (ბაქსვუდი) – 9, გიორგი ხაჩოშვილი (დომინო), გიორგი ლუკავა (ევროპაბეთი) – 8

კვირას გამართეს მეოთხე ტურის შეხვედრები ოქროს ლიგის გუნდებმა. კვლავ განაგრძობს ერთპიროვნულ ლიდერობას მოქმედი ჩემპიონი - საპატრულო პოლიციის გუნდმა ამჯერად თბილისის მერია დაამარცხა 5-0 და ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა.

საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა "ნატახტარისა" და თავდაცვის სამინისტროს გუნდ "სარანგის" დაპირისპირება, რომელიც საბოლოოდ ფრედ, 2-2 დასრულდა. ძალოვნები შეხვედრის განმავლობაში ორჯერ იყვნენ წინ, თუმცა სახელოვანმა მეტოქემ მაინც შეძლო თამაშის გადარჩენა. "სარანგმა" კი აქტივში სადებიუტო, დამსახურებული ქულა ჩაიწერა.

მიმდინარე სეზონში თავისი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საფეხბურთო გუნდმა, რომელიც "საქართველოს ფოსტას" დაუპირისპირდა და 6-3 სძლია, რითიც უშუალო კონკურენტთან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილშიც მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

მოლოდინისამებრ, საინტერესო და სანახაობრივი გამოდგა "ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერისა" და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მეორე გუნდის დაპირისპირება. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ გუნდებმა ქულები გაიყვეს - 5-5. ფუტსალის ნაკრების მწვრთნელის, ბესიკ არველაძის ფეხბურთელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ შეძლეს მუჯირი-იაშვილის დუეტთან გამკლავება და მატჩის მიწურულს ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა.

სათამაშო დღე "ვითიბი ბანკისა" და Menu.ge-სგუნდების შეხვედრით დასრულდა, სადაც გამარჯვება ბანკირებს ხვდათ წილად, ანგარიშით 5-2.

11.12.2016. ოქროს ლიგა. IV ტური

თბილისის მერია - პატრული 0:5

ნატახტარი - სარანგი 2:2

საქართველოს ფოსტა - TTC 3:6

GWP - სფფ-2 5:5

MENU.GE - ვითიბი ბანკი 2:5

ბომბარდირები: თემურ ვაჩანძე (ფოსტა), გიორგი სეფერთელაძე (ნატახტარი) – 8, გიორგი დვალი (TTC), თემურ რაქვიაშვილი (პატრული), ლაშა დონდოლაძე (ფოსტა) - 5

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი".

მედიაპარტნიორები: sportall.ge, რადიოები, "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი"; ვებპორტალები, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge

ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - ზედიზედ მეორე მარცხისგან დუბლით დებიუტანტმა ტორესმა იხსნა
[VIDEO] საზონოვის პირველი 90 წუთი "ხეტაფეში" - მისმა გუნდმა გულიაშვილის "რასინგი" დაამარცხა
კვერნაძის "ფროზინონე" "იუვენტუსთან" დაძაბულ მატჩში დამარცხდა
"რენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
[VIDEO] "ლივერპული" "ნიუკასლთან" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] ომი "მეტროპოლიტანოზე". მატჩის MVP მიქაუტაძემ მცველი გააგდებინა და ობლაკს გაუტანა - კაცნაკლულმა "ატლეტიკომ" ფრეს მიაღწია
SBM LEAGUE 2016/17: სუპერლიგა A პსპ-სია, კორპორატიული თასი - პატრულის!
SBM LEAGUE 2016/17: პირველი ჩემპიონები - მფკ "ნატახტარი", Funday
SBM LEAGUE 2016/17: 1 და 2 ივლისს ფინალური სერია აიღებს სტარტს
SBM LEAGUE 2016/17: კორპორატიული და სუპერლიგის თასის ფინალისტები ცნობილია
SBM LEAGUE 2016/17: 1 ივლისს, პირველი ფინალი
SBM LEAGUE 2016/17: ფინალისტების მოლოდინში