მეგზური მშობლებისთვის - როგორი პირობებია "დინამოს" საფეხბურთო აკადემიასა და სკოლაში

Sportall.ge იწყებს სტატიების ციკლს, რომლითაც მკითხველს უფრო ახლოს გააცნობს საქართველოში არსებულ სპორტულ სკოლებს და წარმოდგენას შეუქმნის მათ ინფრასტრუქტურასა და პირობებზე. პირველად თბილისის "დინამოს" საფეხბურთო აკადემიას ვესტუმრეთ.

თბილისის "დინამოს" აკადემია, რომელიც ლეგენდარული ვიტალი დარასელიას სახელს ატარებს, ოფიციალურად 2013 წლის 7 ივლისიდან ამოქმედდა. აკადემია "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიას ძალისხმევით დაარსდა.

"დინამოს" აკადემია ჩემთვის შვილივითაა. ბავშვებს შვილებივით ვუვლი და მათ არაფერს მოვაკლებ. "დინამოს" აკადემია თავის სათქმელს რამდენიმე წელიწადში აუცილებლად იტყვის", - თქვა მაშინ ფიფიამ.

დიღმის მასივში, ლუბლიანას ქუჩა N62-ში მდებარე "დინამოს" აკადემია თავისი ინფრასტრუქტურით საქართველოში მართლაც რომ საუკეთესოა და გასაკვირი სულაც არაა, რომ აქ ბავშვები რეგიონებიდანაც დადიან. აკადემიაში ამჟამად 200 ბავშვია, თუმცა, არსებობს კიდევ "დინამოს" სკოლა, სადაც 150 ბავშვი ირიცხება.

იხილეთ ფოტოგალერეა

დავინტერესდით, თუ როგორი პირობებია შექმნილი ბავშვებისთვის "დინამოს" სკოლასა და აკადემიაში. ინფორმაციის მოპოვებაში აკადემიის დირექტორი არჩილ კეკელია დაგვეხმარა.

აკადემია

აკადემია 8-იდან 19 წლამდე ფეხბურთელებს შესაბამის ასაკობრივ გუნდებში ამზადებს. გუნდები რეგულარულად მონაწილეობენ საერთაშორისო ტურნირებში. აქ ფეხბურთელებისთვის ყველაფერი უფასოა, 25 ბავშვი კი აკადემიაში ცხოვრობს. ეს ის ნიჭიერი ფეხბურთელები არიან, რომლებიც რეგიონიდან ჩამოვიდნენ და თბილისში საცხოვრებელი ადგილი არ აქვთ.

აღსანიშნავია ისიც, რომ აკადემიის ფეხბურთელთა ნაწილს, ასაკისა და სათამაშო პოტენციალის მიხედვით, აკადემიაში სტიმულირებისთვის ხელფასი აქვთ დანიშნული.

ამასთან, აკადემიაში მიმდინარეობს სწავლება უცხო ენებში, მათემატიკაში, ფიზიკაში... ამაზე ხუთი მასწავლებელია გამოყოფილი.

აკადემიას აქვს სელექციის დეპერტამენტიც, რომლის სკაუტები, თემურ უგრეხელიძის ხელმძღვანელობით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ეძებენ ნიჭიერ ბავშვებს.

აკადემიის ცხოვრებაში დიდია თბილისის "დინამოს" მთავარი გუნდის მწვრთნელის ჩართულობაც. ვიაჩესლავ გროზნი ხშირად ესწრება სხვადასხვა ასაკობრივი გუნდის თამაშს, ხშირ შემთხვევაში კი მათთვის თავად ატარებს ვარჯიშს და ასე ნახულობს ფეხბურთელებს საქმეში. იმ ახალგაზრდა მოთამაშეს, რომელიც აკმაყოფილებს მწვრთნელის მოთხოვნებს და პერსპექტიულია, პირველი გუნდისკენ ეხსნება გზა.

ცნობისთვის, "დინამოს" პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს აკადემიის 17-წლამდელთა ის გუნდი, რომელმაც ახლახან "შერიფის თასზე" მესამე ადგილი დაიკავა.

- U17. თბილისის "დინამომ" "ზენიტი" არ დაინდო [VIDEO]

აკადემიაში სულ 24 ადგილობრივი მწვრთნელი მუშაობს. კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მათ ახლო მომავალში დაემატებათ ფიზმომზადების მწვრთნელი, ახალი წლიდან კი გუნდებთან ფსიქოლოგებიც იმუშავებენ.

სკოლა

სკოლა ფასიანია და ბავშვის მომზადება თვიურად 150 ლარი ღირს. ბავშვები მიიღებიან 7 წლის ასაკიდან, სწავლა კი 12 წლამდეა განსაზღვრული. სკოლის დასრულების შემდეგ ნორჩი ფეხბურთელები დიდ მოედანზე თამაშს იწყებენ და თავის წარმოჩენის შემთხვევაში, სპეციალური მწვრთნელთა საბჭოს გადაწყვეტილებით, აკადემიაში გადადიან, სადაც უკვე სწავლება უფასოა.

სკოლაში აღსაზრდელებს ვარჯიში კვირაში სამჯერ უტარდებათ. წვრთნის ხანგრძლივობა 90 წუთია, შაბათობით კი თამაშებია, რომლებსაც მშობლები ესწრებიან. მატჩები "დინამოს" აკადემიის მოედანზე 20:00 საათზე იწყება და მათთვის განათებაც ირთვება.

მწვრთნელები მშობლებს მათ შვილზე ხშირად ესაუბრებიან: უყვებიან მათ წარმატებზე, მონაცემებზე, ვინ როგორ იზრდება, როგორ ვითარდება და ა.შ.

წარმატებები

* 2016 წელს თბილისის "დინამოს" პირველ გუნდში აკადემიის 9 ფეხბურთელმა ითამაშა;

* საქართველოს უმაღლესი ლიგის გუნდებში ბევრი ფეხბურთელია, რომელიც "დინამოს" აკადემიის აღზრდილია;

* "დინამოს" აკადემიის ფეხბურთელთა დიდი ნაწილი საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში ხვდება;

* 2016 წელს, მოლდოვაში მიმდინარე ტურნირზე "შერიფის თასი 2016", 17-წლამდელმა დინამოელებმა მესამე ადგილი დაიკავეს;

* გუნდები სისტემატურად იგებენ საქართველოს ჭაბუკთა ლიგებს.

beka
2 ბავშვი მყავდა მანდ და კინაღამ ფეხბურთის თამაში დავიწყდათ,სულ პასი მიეცის გაიძახოდენ მწვრთნელები,ინდივიდუალურად აკრძალული ჰქონდათ ყველაფერი,2011 წლიდანაა ფიფია და აკადემიაც მაქედან მუშაობს(ბაზაზე იყვნენ ჯერ)ყველა კარგი ბავშვი არაბიძით დაწყებული გაიქცა მაქედან,თავს უშველეს და სად ეპატიჟებით ხალხს?ჯერ ფიფიამ გაიაზროს რა უნდა და როცა სწორ გზას დაადგება აკადემია მერე დაპატიჟეთ ბავშვები.დღეს დინამო აკადემია არის კარგად შეფუთული და ჩაცმული არაპროფესიონალების გუნდი არასწორი საფეხბურთო ხედვით.შედეგებიც სახეზეა.
jiji
რა აკადემია,სად ხედავტ წინსვლას? უ-19 საბურტალომ ბურტი გადაახია ტავზე,არაფერს ვიცახი ყაზახეტის გუნდზე,ხოლო უ-17 კი ლოკომოტივი გახა ცემპიონი,,იმ ასაკსი სადაც უნდა მოუმატონ რეგრესია დინამოსი,,აი ამაზე ნდა იფიქროს ფიფიამ
sandro
შედარებისთვის, ჩინეთში სპორტულ სკოლებში 9-6-მდეა ვარჯიში მცირე შესვენებით ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა DD
xxx
მთავარია შედეგიიიიიიიიიიიიი
dragofil
დინამოში ყველა ბავშვი ვერ მოხვდება და ამიტომ ეს ბავშვები სხვა აკადემიებმა უნდა აითვისონ და ხელი შეუწყონ მათ განვითარებას, ძალიან ბევრ ბავშვს უცრუვდება გული როცა ისინი ვერ ხვდებიან დინამოს აკადემიაში და ეს ბავშვები არ უნდა დავკარგოთ
dragofil
ეს ადამიანი დიდ საქმეს უკეთებს ქართული ფეხბურთის მომავალს და დიდი მადლობა მას,ასეთი აკადემიები აუცილებელია აჭარაში სამეგრელოში იმერეთში ქართლიში ქვემო ქართლში კახეთში ყველა რეგიონში მინუმუმ ერთი უნდა იყოს!!! აი ასეთ პროექტებს უნდა შეუწყოს ხელი მთავრობამ!!!
gio
2013 ტიდან ეს ბაზა აშენდა ,თორე აკადემი 15 წელია არსებობს
nikusha
შიგნიდან უნდა ნახო რაოდენ მაღალ დონეზეა ყველაფერი ამ აკადემიაში. გასაგებია, რომ ხალხი გაბრაზებულია დინამოს დღევანდელი წარუმატებლობით, მაგრამ ამ აკადემიის სახით უდიდესი საქმე გაკეთდა და ამის შედეგს ყველა ვნახავთ უახლოეს მომავალში.
daviti
რატომ ხართ დაუნახავი და შურიანი ხალხი, თქვენ მხოლოდ უაზრო კრიტიკა შეგიძლიათ. ფიფია რომ დინამოსთვის აკეთებს რომელი კლუბის სპონსორმა გააკეტა ამდენი თავის კლუბისთვის, ხოლო შედეგი ადრე თუ გვიან იქნება აუცილებლად თუ არჩეულ გზას ბოლომდე გაარგძლებენ.
guro
2013 წლიდან ფუნქციონირებს ეს აკადემია და მხოლოდ ეხლა მოდის აქედან პირველი თაობა, აცადეთ ამ ხალხს.
ana

oTari
სიმართლე ვთქვა კორუფციის გარდა სხვა მიზეზს ვერ ვხედავ თუ რატომ არ გადის დინამო ევროტურნირებზე - ნუ პლიუს ფიფია რო აზრზე არაა ფეხბურთის მაგას დიდი მიხვედრა არ უნდა.
sandrexa
ეს გაბრაზებული და დაბოღმილი სასტავი ნუ პოსტავთ რა. რომელ ნიჭიერ ბავშვს არ ათამაშებენ, ან სხვა რომელ კლუბში გეგულებათ უფრო ნიჭიერები. ბუდუზე დაწერა ვიღაცამ. რაც არ იცი ნუ წერ რა. ვინ იჯდა სკამზე, სულ ძირითადში იყო და ეხლა თუ პირველი გუნდის ძირითადში ვერ მოხვდა ეგ აკადემიის ბრალი ნაღდად არ იყო. ერთი შეიძლება სკოლის გადასახადი იყოს ცოტა მაღალი, მაგრამ მანდაც ვინ დაგიშალა, ითამაშე კარგად და მოხვდები აკადემიაში
Solomon
ძალიან მაგარი აკადემიაა, მადლობა ბატონო რომან
nini
სწორი გეზი აქვს დინამოს აღებული, აქ აღზრდილი ბავშვები მალე დადებენ შედეგს
guram
ეს აკადემია არსებობს 2013 წლიდან, შესაბამისად ჯერ ვერავინ ისეთი ვერ გაიზრდებოდა უკვე დიდი ფეხბურთი რო ეთამაშა, ეხლა მოდიან აკადემიიდან ნიჭიერი ბავშვები და დრო უნდა ყველაფერს:)
sake
ბატ.რომან ღმერთმა ქნას თქვენც წაიკითხოთ ეს ყველაფერი და ანალიზი გაუკეთოდ,ამ გამოხმაურებებში თითქმის ყველაფერი მართალია.
gry
არ დაიჯეროთ არაფერი.7 წელია ერტი ნორმალური ფეხბურთელი ვერ გაზარდეს რომ სადმე გაეყიდათ ან ნაკრებს გამოდგომოდა.ზღაპრების აღარ გვჯერა.ნიჭიერი ბავშვების დაჩლუნგებაში მაგრები არიან, ტექნიკას,მატაობას,დრიბლინგს-ყველაფესრ კრძალავენ და აფუჭებენ ტალანტებს. ბლეფია ეგ თქვენი დინამო
zviad
სAმწუხაროდ არც ეგრეა ყველაფერი როგორც ამ სიუჟეტშია დახატული.სკაუტები მაგრები ჰყავთ ხედვა აქვთ სერიოზული.ბევრი ფეხბურთელი სკამზე საჯდომად აჰყავთ და აფუჭებენ ამით.ინდივიდუალიზმს ვერ იტანენ და ნიჭიერ ბავშვებს მარტო პასის გაკეთებას სთხოვენ.მდიდარი და გავლენიანი მშობლების შვილიკოებს ძირითAდიდან ვერ აგდებენ მ@გის თავი არ Aქვთ.ვინ გაზAრდეს აბა ამ აკადემიაში .ბუდ ზივზივAძე სკამზე ჰყავდათ არ ათამაშებდნენ ეხლ კიდე ბომბარდირია ბიჭი.საბა ლობჟანიძეც გაანათხოვრეს.Aრაბულიც.პატAრებშიც ეგრეა ტალანტებს უპრ@გონოდ ისვრიან გუნდიდ@ნ.ვისაც უნდა კონკრეეტულAდ დაველაპარAკები დ# ფაქტებსს მოვუყვან.ჯობია მიდგომა და კონტიგენტი შეცვალონ.შედეგიც მეტყველებს იმაზე რომ არასწორად მიდის იქ ყველAფერი.
cotne
უნიჭიერესი ბავშვები იზრდებიან ამ აკადემიაში.
mano
სატაური რა იყო და რა გავიგე აქედან მარტო ის რომ 150 ლარი არი გადასახდელი.
bajo
ჯერ ვერ დაიკვეხნიტ ტქვენი ტალანტებიტ.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
ცხადაძეს "ორდაბასიში", სავარაუდოდ, თბილისის "დინამოს" ყოფილი მწვრთნელი შეცვლის
ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი: მილანის "ინტერი", "ალკმაარი", "გენტი"...
"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს
თბილისის "დინამოს" ექსთავკაცი ვიაჩესლავ გროზნი ყაზახეთში დასაქმდა
"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?
თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს
არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
ირაკლი ხუჯაძე თბილისის "დინამოს" აკადემიის დირექტორად დაინიშნა
გროზნი: თბილისის "ლოკომოტივი" თავს ზემოთ გადახტომას მოინდომებს
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
თბილისის "დინამო": ეს ტურნირი არის საჩუქარი გულშემატკივრისთვის!
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
"საქართველოს ნაკრებს ზაბარნის და მიკოლენკოს დონის მცველები არ ჰყავთ. დარწმუნებული ვარ, მოვუგებთ" - ვიაჩესლავ გროზნი
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა
"ძალიან სარისკოა იქ თამაში, ჩემს შემდეგ "ჩელე არენაზე" ოთარ კობახიძემ მიიღო მძიმე ტრავმა"
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
ლუკა ლოჩოშვილი: მინდა, კახა კალაძის გზა გავიარო