ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ქართველები მინსკში იკრიბებიან

ქართველები მინსკში იკრიბებიან

"ბერძენ-რომაელები" იქ შეკრებაზე მიდიან, "თავისუფლები" კი - ალექსანდრ მედვედის სახელობის ტურნირში საჭიდაოდ
ამ დღეებში ქართველი მოჭიდავეები ორ ეტაპად დაადგნენ მინსკის გზას - ბერძენ-რომაელები წუხელ გაფრინდნენ იქ, თავისუფალი სტილით მოჭიდავეები კი გამთენიისას წავლენ. ჩვენი გუნდების ასე დამდურებულივით ცალ-ცალკე გამგზავრება იქნებ გაიკვირვოთ კიდეც, მაგრამ ორივეს განსხვავებული მიზანი აქვს, მზადების საკუთარი გეგმა და ამიტომ წავიდნენ ასე - "ბერძენ-რომაელები" შეკრებაზე მიდიან, "თავისუფლები" - ალექსანდრ მედვედის სახელობის საერთაშორისო ტურნირში საჭიდაოდ.

ბერძენ-რომაელები გუშინ დილით ჩამოფრინდნენ ბულგარული ბურგასიდან, სადაც ნიკოლა პეტროვის მემორიალში 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიპოვეს. შეგახსენებთ: ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა მანუჩარ კვირკველიამ (74) მხოლოდ ფინალური შეხვედრა წააგო, ანტონ მამაგეიშვილი, არჩილ თურმანიძე (ორივე - 66), ევროპის პრიზიორი სოსო ჯაბიძე (84) და მძიმეწონოსანი დიმიტრი ჯავახიშვილი კი მესამე პრიზიორები გახდნენ.

ბულგარეთიდან დაბრუნებული გუნდი თბილისში ახალი ძალებით შეივსო და ლამის შეუსვენებლად გადაფრინდა მინსკში, სადაც "სტაიკების" ოლიმპიურ ბაზაზე ორკვირიან შეკრებას გაივლის. ეს იქნება ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ბოლოსწინა ეტაპი. ნაკრების თავკაცმა ბეგი დარჩიამ იქ 15 ფალავანი, ანუ ყოველ წონაში 2-2 მოჭიდავე წაიყვანა. ისინი მინსკში 15 მარტამდე დარჩებიან და ერთობლივ ვარჯიშებში ჩაერთვებიან, მერე სამშობლოში დაბრუნდებიან და დასკვნით შეკრებას დუშეთში გაივლიან. დარჩია 3-4 აპრილს დორტმუნდში, ევროპის ჩემპიონატზე წასაყვან შემადგენლობასაც ამ შეკრებებზე დაასახელებს.

მედვედის სახელობის ტურნირი 4-5 მარტს ტარდება და მასში ჩვენი ნაკრები ასეთი შემადგენლობით გამოვა: გივი დავიდოვი, გიორგი ედიშერაშვილი (ორივე - 55), დავით ბერძნიშვილი, გიორგი ბალიაშვილი, ბექა ლომთაძე (60), ილია ხუციშვილი (66), არჩილ ქიტიაშვილი, ირაკლი მარსაგიშვილი (84), ლერი ქეთიშვილი (96), გიორგი საკანდელიძე (120).

მწვრთნელთა თავდაპირველი გადაწყვეტილებით, ამ ტურნირში ქუთაისელ ლაშა ლომთაძეს (55) უნდა ეჭიდავა, მაგრამ მან ათიოდ დღის წინ საქართველოს ახალგაზრდული პირველობაც მოიგო, ანუ იმ ნაკრების უმთავრესი ფავორიტიც გახდა და ახლა მისი მთავარი საზრუნავიც იქ წარმატებით გამოსვლაა. ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობამაც ამიტომ გაათავისუფლა მინსკის შეჯიბრებიდან, სანაცვლოდ კი სიაში მისივე ძმა ბექა ლომთაძე შეიყვანა, რომელიც უფროსებში საქართველოს ბრინჯაოს პრიზიორია. ის ტურნირი მისთვის პირველი სერიოზული შეჯიბრება იყო და ძალიან კარგი ჭიდაობით საყოველთაო ყურადღებაც მიიქცია. ქართველების კვალდაკვალ მან მოგვიანებით ჭიდაობის ყადრის კარგად მცოდნე ირანელებიც მოხიბლა.

აღსანიშნავია, რომ ჯერ ესეც ახალგაზრდული ნაკრების წევრია და ის ირანული შეჯიბრებაც ამ ასაკში ჩატარდა, მაგრამ ძმისგან განსხვავებით, ბექამ ახალგაზრდებში საქართველოს პირველობის ფინალი თენგიზ ჩოჩიშვილთან წააგო და იმ ასაკში ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი შეუმცირდა. ამიტომ მინსკში გამოსვლა ახალგაზრდულ გეგმებში ხელს არ შეუშლის. პირიქით - დიდ გამოცდილებას შესძენს.

ვინაიდან მონაწილეობა შეზღუდული არაა, ჩვენებს გაფართოებული შემადგენლობა მიჰყავთ. 4 მარტს 55, 60, 66 და 74-ის ფალავნები იასპარეზებენ, დანარჩენები კი მეორე დღეს გავლენ საჭიდაოდ.

როგორც ხედავთ, ამ შემადგენლობაში ძირითადად სათადარიგო ფალავნები შედიან. მწვრთნელებმა შეგნებულად გააკეთეს მათზე აქცენტი - შანსს აძლევენ და ცდიან, ვინაიდან ლიდერები 29-30 მარტს დორტმუნდში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობაზე ჩვენები ასეთი შემადგენლობით გამოვლენ: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55), მალხაზ ზარქუა (60), კობა კაკალაძე (66), დავით ხუციშვილი (74), დავით მარსაგიშვილი (84), ბელდუხ გავაშელიშვილი (96), დავით მოძმანაშვილი (120).

ჩვენი სამარქაფო მოჭიდავეების მეორე ჯგუფი ცოტა მოგვიანებით - 19-20 მარტს დაღესტნურ მახაჩყალაში მსოფლიოს თასზე იჭიდავებს. ის გუნდური პრინციპით ტარდება და მონაწილეთა რაოდენობა ლიმიტირებულია. ამიტომ ჩვენები დაღესტანში უფრო შემჭიდროებული გუნდით წავლენ: ბესარიონ გოჩაშვილი (55), მალხაზ ქურდიანი (60), შალვა მუზიაშვილი (66), გელა საღირაშვილი (74), ბექა ჭელიძე (84), დავით ქერაშვილი (96), გიორგი საკანდელიძე, ლევან ბერიანიძე (120). აქ ერთ საყურადღებო მომენტს გავუსვამთ ხაზს - საკანდელიძე ორივე შეჯიბრებაში გამოვა, რაც მწვრთნელების მხრიდან ნდობის მაღალ ხარისხზე მიუთითებს. ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი მართლაც ერთ-ერთი გამორჩეულია ამ თაობაში.

რაც ფილა, ის - ჭიდაობაო

ყველაფერი უცნაური და გასაკვირი ჭიდაობაში უნდა მოხდეს, თუმცა რაც ბერი, ის - ერიო... კარგა ხანია ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია, რბილად რომ ვთქვათ, არაორდინალურ კანტორად იქცა და მისგან რაღაა გასაკვირი, მაგრამ გუშინ რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მაინც გამოირჩევა უცნაურობით - მახაჩყალაში, ზემოაღნიშნულ მსოფლიოს თასზე გაერთიანებული გუნდით გამოვლენ ყაზახეთი და უნგრეთი. რომელიმე მათგანი მეზობელს რომ გაერთიანებოდა, კიდევ ჰო, მაგრამ სად უნგრეთი და სად ყაზახეთი. საკითხავია, ამ გაერთიანებულმა გუნდმა რომ გაიმარჯვოს, ორგანიზატორები ორ თასს დაამზადებენ და ცალ-ცალკე გაატანენ თუ ასტანა და ბუდაპეშტი მორიგეობით წაიღებენ იმ ერთ თასს?

წინასწარი შეთანხმებით, გაერთიანებულ გუნდში უფრო მეტი კვოტა უნგრელებს ექნებათ - 4 კაცი 7-დან. თანაც, უფრო მძიმე წონებში, მჩატეები კი ყაზახებს ერგოთ. აზიელთაგან დავლეტ ნიაზბეკოვი (55), დაურენ ჟუმაგაზიევი (60) და ლეონიდ სპირიდონოვი (66) იჭიდავებენ, ევროპელთაგან - გაბორ ჰატოში (74), იშტვან ვერები (84), გერეგელი კიში (96) და დანიელ ლიგეტი (120). ამათგან ყველაზე ტიტულოვანები მსოფლიოს შარშანდელი მესამე პრიზიორი ჰატოში და შარშანწინდელი ბრინჯაოს მედალოსანი სპირიდონოვი არიან.

მახაჩყალაში წასაყვანი გუნდები ბულგარეთმა და უკრაინამაც დაასახელეს, თუმცა უკრაინელებთან მიმართებაში მორიგ საჭიდაო გაუგებრობას წავაწყდით. ბულგარელთა შორის კრუმ ჩუჩუროვი (55), სტოიან ცონევი (60), ისმაილ რეჯეპი, ნიკოლაი კურტევი (66), ივან დელივერსკი, თეოდორ სტოევი (74), ლიუბენ ილიევი, მიროსლავ გერშევი (84), გიურაი ხამზიევი (96) და ბინჩო სტოიანოვი (120) გამოვლენ. როგორც ვხედავთ, ბულგარელებს მთლიანად გადახალისებული გუნდი მიჰყავთ, რომელშიც ბლომად შედიან ნატურალიზებული ფალავნები.

უკრაინის ღირსებას იგორ ხავალჯი (55), იური ბალანდიუკი (60), სემიონ რადულოვი (66), დმიტრი კომისარი (76), ტარას დანკო (84), მიხაილ დოცენკო (96) და მურადინ კუკუშხოვი (120) დაიცავენ. რამდენიმე ლიდერი მათაც აკლიათ, თუმცა მწყობრშია ფავორიტი, ევროპის ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი ტარას დანკო. ეს შემადგენლობა რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის საიტმა გუშინწინ გამოაქვეყნა, იმავე დღეს კი ამ თემაზე უკრაინის ჭიდაობის ფედერაციამ აბსოლუტურად განსხვავებული ვერსია შემოგვთავაზა - მისი მიხედვით, მეზობელ ბელარუსში ვაჟთა ტურნირში მხოლოდ 4 ფალავანი გამოვა, რომელთა შორის ერთი ქართველიცაა: ვასილი შუპტარი (60), როსტისლავ პერვაჩუკი (66), გია ჩიხლაძე (74) და ვიქტორ მუხა (84). ცოტა გასაკვირი კია 7-კაციანი გუნდის ნაცვლად 4 მოჭიდავით წასვლა ამ ფორმატის შეჯიბრებაში - ეს ნამდვილად უაზრობაა, რადგან ყოველ მეტოქეს სამქულიან ფორას აძლევ. ამიტომ უფრო მართებული რუსული ვერსია გვგონია. რაც შეეხება ჩიხლაძეს, ბოლო წლებში ის ამ წონაში სულ უფრო ხშირად ჩნდება უკრაინელთა რიგებში. მან უკრაინის წლევანდელი პირველობა გამოტოვა, თუმცა ამ წონაში ისევ ქართველმა - ჯამბულ ცოტაძემ გაიმარჯვა.

[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!

[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა

[VIDEO] წარმატებული დებიუტი - მაჭარაშვილმა ბიუკენენი ეფექტური ილეთით დაამარცხა

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ის, რაც ქარ­თულ რაგ­ბი­ში ხდე­ბო­და, არის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის