"რიგის თასის" მომგები 14-წლამდელების მწვრთნელმა გოჩა ტყებუჩავამ პრესკონფერენცია გამართა
საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრები, რომელმაც რამდენიმე დღის წინ "რიგის თასი" მოიგო, თბილისში დაბრუნდა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გოჩა ტყებუჩავამ ლატვიური ტურნირის შესახებ გუშინ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში ისაუბრა. იქვე იყვნენ ნაკრების წევრებიც.

გოჩა ტყებუჩავა:

- დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მოხარული ვარ, რომ ამ შეკრებისთვის ასეთი სასიამოვნო მიზეზი გვაქვს. საკმაოდ საინტერესო და კარგად ორგანიზებულ ტურნირზე გავიმარჯვეთ. ჩვენი ბავშვებისთვის ეს პირველი სერიოზული გამოცდა იყო და მოხარული ვარ, რომ ამას კარგად გაართვეს თავი. ბუნებრივია, იყო ნაკლოვანებებიც, მაგრამ ტურნირმა თავისი მისია ასი პროცენტით შეასრულა - კარგად დავინახეთ თითოეული ფეხბურთელის შესაძლებლობები, მათი მიდგომა ფეხბურთისადმი და პიროვნული თვისებები.

- ცნობილია, რომ "რიგის თასზე" ნაკრები მხოლოდ საქართველოს ჰყავდა გამოყვანილი.

- ასეა, მაგრამ მეტოქეებად საკმაოდ ძლიერი გუნდები გვყავდა. ბევრზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ნახევარფინალში კიევის "დინამოს", ხოლო ფინალში არნემის "ვიტესს" ვძლიეთ. განასკუთრებით მომეწონა იტალიური "ატალანტას" თამაში, რომელთანაც ჩვენ არ გვითამაშია. ეს გუნდი ნახევარფინალში "ვიტესთან" დამარცხდა.

ტურნირი საკმაოდ მჭიდრო გრაფიკით ჩატარდა, დღეში ორი თამაში გვიწევდა, რის გამოც ჩვენმა რამდენიმე ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო. განსაკუთრებით რთული კიევის "დინამოსთან" მატჩი გამოდგა, რომლის წევრებიც ქართველებს ძალიან ეუხეშებოდნენ.

- როგორც ვიცით, რიგაში თქვენს გვერდით იყო ალექსანდრე რეხვიაშვილი.

- დიახ, ალეკო ყოველმხრივ მხარში დაგვიდგა და ჩვენთვის ყურადღება არ მოუკლია. სხვათა შორის, იგი ტურნირის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, "რიგის თასი" კი ქალაქის მერიის პატრონაჟით ჩატარდა.

- ნაკრების სამომავლო გეგმები როგორია?

- 27 აპრილს შვედეთში საერთაშორისო ტურნირი გაიმართება, სადაც ჩვენც ვართ მიწვეულები. იქ თამაში ისეთი ძლიერი კლუბების ბავშვებთან მოგვიწევს, როგორებიც "მილანი", "აიაქსი" და "ბაიერი" არიან. ამათ გარდა, ტურნირზე იასპარეზებენ ადგილობრივი აიკ-ი, ბერძნული პაოკ-ი და ფინური კლუბები. მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენს ნაკრებებს საერთაშორისო გამოცდილების მიღების პერსპექტივა აქვთ. ადრე მსგავს ფუფუნებას მოკლებულნი ვიყავით. მაშინ, როცა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ვმუშაობდი, შესარჩევი ტურნირის დაწყებამდე მხოლოდ ორი ამხანაგური მატჩის ჩატარება მოხერხდა.

- ქართველი ბავშვები უცხოელ თანატოლებს რაიმეში თუ ჩამორჩებიან?

- უცხოელები ბევრ კომპონენტში გვისწრებენ - ტაქტიკურადაც, ფიზიკურადაც და, რაღა თქმა უნდა, პირობებითაც. ფაქტია, რომ რიგაში საქართველოდან ნაკრების მაგივრად რომელიმე კლუბი რომ წასულიყო, ჩემპიონობა ძალიან გაუჭირდებოდა.

- როგორი თაობა გვყავს ამ ასაკში და კადრების მხრივ დიდი არჩევანი თუ გაქვთ?

- წამყვან ევროპულ საფეხბურო ქვეყნებს ყველა ასაკში თითო პოზიციაზე ხუთი-ათი ძლიერი ფეხბურთელი ჰყავთ, ჩვენ კი ორი მოთამაშის მოძიებაც კი გვიჭირს.

ამჟამინდელ თანამდებობაზე მხოლოდ ერთი თვეა ვმუშაობ, თუმცა გარკვეული სასელექციო სამუშაოების ჩატარება უკვე მოვასწარით და, სამწუხაროდ, სურათი დამაიმედებელი ნამდვილად არაა. ამხანაგური მატჩები ჩავატარეთ იმერეთის, სამეგრელოსა და აჭარა-გურიის ნაკრებებთან და 5:0-ზე ნაკლები ანგარიშით არავისთან გაგვიმარჯვია. მათ შემადგენლობაში საინტერესო ფეხბურთელი ფაქტობრივად ვერ ვიპოვეთ.

მალე ძიებას აღმოსავლეთ საქართველოშიც შევუდგებით, დასავლეთსაც მივუბრუნდებით და ახალი კანდიდატების პოვნას შევეცდებით.

დასასრულს, ერთ მტკივნეულ და ძალიან მნიშვნელოვან საკითხს შევეხები: შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ჩვენს ფეხბურთელებში დისციპლინა ძალიან მოიკოჭლებს. მართალია, ჯერ მოზარდები არიან, მაგრამ უკვე დროა, ესმოდეთ რას ნიშნავს პროფესიონალი ფეხბურთელის ცხოვრება. სათამაშო და ცხოვრებისეული დისციპლინის გარეშე დიდ ფეხბურთს ვერავინ ითამაშებს. ყველაფერი ოჯახიდან მოდის და ამ ბავშვების მშობლებს ვთხოვ, შვილების აღზრდასაც უდიდესი ყურადღება დაუთმონ და მწვრთნელის საქმეშიც ნუ ჩაერევიან...

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა