ევროპის საკლუბო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში "მებრძოლი", "საგარეჯო სუპერსტარი" და "შევარდენი 2005" იასპარეზებენ
ხვალ, 17 დეკემბერს ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში ევროპის საკლუბო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა - "ოქროს ლიგა" გაიმართება, პირველი ლიგის შეჯიბრებებს კი ბელგრადი უმასპინძლებს, თუმცა ჩვენ მონაწილენი მხოლოდ გროზნოში გვეყოლებიან. თანაც, ერთბაშად სამი და ყველა ვაჟებში: "მებრძოლი", "საგარეჯო სუპერსტარი" და "შევარდენი 2005".

"მებრძოლი" "ოქროს ლიგის" შარშანდელი გამარჯვებულია, დანარჩენებმა კი პირველი ლიგის შეჯიბრებაში იმარჯვეს, რომელიც ზუსტად ერთი წლის წინ თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გაიმართა და 8-გუნდიან ლიგაში ასე მოგროვდა სამი ქართული კლუბი.

"ოქროს ლიგაში" ქალებშიც და ვაჟებშიც 8-8 გუნდი გამოდის. ვაჟებში რუსებსაც ჩვენსავით სამი მონაწილე ეყოლებათ: ტურნირის მასპინძელი, გროზნოს "ედელვაისი", სანკტ პეტერბურგის "იავარა ნევა" და ნალჩიკის "გრენ ჰილი". დანარჩენებიდან ერთი ლისაბონის "სპორტინგია", მეორე - უტიტულოვანესი გერმანული კლუბი "აბენსბერგი", რომელსაც ბოლო წლებში ქართველებმა და ერთხელ რუსებმაც შეურყიეს ტახტი, თორემ წლების განმავლობაში მის ჰეგემონიას ვერაფერს უხერხებდნენ კონკურენტები.

ქალებში სტამბოლის "გალათასარაი", ავსტრიის "ვენა-სამურაი", ფრანგული "ალიანს ძიუდო ლიმოჟი" და "რედ სტარი", შვეიცარიული "ძიუდოს კლუბი კორტაილოდი" და რუსული გუნდები - "დინამო რნო-ალანია" და "შაბოლოვკა" გამოდიან.

ერთი სიტყვით, ქალებსა და ვაჟებს თუ დავაჯამებთ, ყველაზე მეტი მონაწილე მაინც რუსებს ჰყავთ, მათთან ბრძოლა კი, მათსავე სარბიელზე, არ იქნება იოლი. თუმცა რუსული ძიუდოს ვარსკვლავები, ოლიმპიური ჩემპიონები - არსენ გალსტიანი (66), მანსურ იასევი (73), ხასან ხალმურზაევი (81), ტაგირ ხაიბულაევი (100), მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები თუ მედალოსნები - მიხაილ პულიაევი (66), მუსა მოგუშკოვი, დენის იარცევი (ორივე - 73), ივან ნიფონტოვი, სირაზუდინ მაგომედოვი, მურატ ხაბაჩიროვი (სამივე - 81), კირილ დენისოვი, მიხაილ იგოლნიკოვი (ორივე - 90) თუ სხვები ნევისპირულ კლუბში არიან თავმოყრილნი, ჩრდილოკავკასიელებს კი - ჩეჩნებს და ყაბარდოელებს, ნაკლებად ვარსკვლავური შემადგენლობები ჰყავთ.

ისინი ძირითადად ადგილობრივ ფალავნებს ეყრდნობიან, თუმცა მათშიც ბევრი კარგი ახალგაზრდაა.

ჩვენი კლუბებიც ადგილობრივი ძიუდოისტებითაა დაკომპლექტებული - ფაქტობრივად, მთელი ეროვნული ნაკრები ამ სამ გუნდშია გადანაწილებული თავისი სათადარიგოებით. უცხოელები მხოლოდ "საგარეჯოს" ჰყავს, ორი კაცი, თუმცა იმათგანაც ერთი საბერძნეთში გადასული ქართველია - გიორგი რევაზიშვილის ვაჟი, ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი რომან მასტოპულოსი (81), ნამდვილი უცხოელი კი მხოლოდ აზერბაიჯანელი მსოფლიოს ორგზის მესამეპრიზიორი ნიჯატ შიხალიზადაა. ისე, ამან გროზნოში თუ იჭიდავა, ჯვრის დაწერისა რა გითხრათ, მაგრამ ცხვარი ნამდვილად უნდა დავუკლათ - წინა ორ სეზონშიც იყო ამ კლუბის შემადგენლობაში, მაგრამ ორივეჯერ ტრავმა ჰქონდა და ერთი შეხვედრაც არ ჩაუტარებია გარეკახელთა რიგებში.

ჩვენი დანარჩენი კლუბები გროზნოში სოლიდური დანაკლისით წავიდნენ - "მებრძოლს" ფეხის ტრავმის გამო ვერ გაჰყვა ევროპის ორგზის ფინალისტი ნუგზარ ტატალაშვილი (73) და მის ნაცვლად შალვა ქარდავა იჭიდავებს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ გუნდს შემცვლელი მაინც ჰყავდა, "შევარდენს" კი მძიმე წონაში მონაწილე არ ეყოლება და ოთხი კაცით ჩაატარებს ტურნირს - მძიმეწონოსანი ონისე ბუღაძე საქართველოში დარჩა, რადგან სწორედ ხვალ თბილისში აბსოლუტური ფალავნობა იმართება ქართულ ჭიდაობაში და იქ არჩია გამოსვლა. თან ეს იმდენად გვიან გადაწყდა, რომ განაცხადების წარდგენის ვადა უკვე გასული იყო და ვერც შეცვლას ასწრებდნენ, ამ წონაში კი მეტი არავინ ჰყავდათ დარეგისტრირებული.

ამ პირობებში კლუბის მთავარ მწვრთნელ გურამ მოდებაძეს ერთადერთი ალტერნატივა რჩება - მძიმეში 90-კილოიანებიდან რომელიმე აჭიდავოს.

თუმცა დიდი არჩევანი არც აქ აქვს - ერთი, რომ აქ წაყვანილი სამივე ფალავანი რეალურად, ისედაც 90 კილოგრამში გამოდის და 100-კილოიანებთან ან მძიმეწონოსნებთან ძალიან გაუჭირდებათ ჭიდაობა; მეორეც - ონისე სანებლიძეც და გიორგი გველესიანიც ჯერ ძალიან ახალგაზრდები არიან და ფიზიკური მასის გარდა, გამოცდილებაც აკლიათ მძიმეწონოსნებთან საჭიდაოდ. უშანგი მარგიანი ბევრად გამოცდილი კი არის, მაგრამ წონა არც მას ეყოფა და თან მძიმეში გადაყვანით 90 კილოგრამსაც დაასუსტებს. შეიძლება აქ სანებლიძემ ან გველესიანმა იმედები კი გაამართლონ, მაგრამ მთავარი ფავორიტის სხვაგან გადაყვანა მაინც რისკია.

ერთი სიტყვით, მოდებაძეს დიდი საფიქრალი გაუჩნდა, მაგრამ ეს მისთვის უცხო არაა - "შევარდენს" ადრეც უჭიდავია ასეთ ექსტრემალურ პირობებში.

ბარემ აქვე გეტყვით, რომ პორტუგალიელებს ორი ქართველი ჰყავთ შემადგენლობაში, ოღონდ არც ერთი აღარაა ჩვენი მოქალაქე - ანრი ეგუტიძე (81) პორტუგალიაში წავიდა, ახალგაზრდებში მსოფლიოს ორგზის ფინალისტი ნიკოლოზ შერაზადაშვილი (90) კი ესპანეთის ღირსებას იცავს.

ჩვენი კლუბები გუშინ გაემგზავრნენ გროზნოში, თუმცა გუშინდლამდე იქ წასვლა საკითხავი იყო. ჩვენებს დარიალის ხეობით უნდოდათ გამგზავრება, მაგრამ საქმე ისაა, რომ ჩრდილო კავკასიაში დიდთოვლობა ყოფილა და რუსული მხარე გატარებაზე უარს ეუბნებოდა (ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურ ვერსიად ამას ასახელებდნენ). საბოლოოდ პრობლემა იოლად მოგვარდა - სამივე კლუბი სტეფანწმინდამდე მაღალი გამავლობის მანქანებით ავიდა, იქ ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტი უპრობლემოდ გაიარეს, რუსეთის მხარეს კი ძიუდოს ევროპული ფედერაციის მიერ გამოყოფილი ტრანსპორტი დახვდათ და გუშინვე ჩავიდოდნენ გროზნოში.

ტურნირი ერთდღიანია, რომელიც ხვალ, იქაური დროით 10 საათზე დაიწყება, 16 საათზე ფინალური ბლოკია.

საგარეჯო

66 კგ. ნიჯატ შიხალიზადა, ბაგრატ ნინიაშვილი

73 კგ. ლაშა შავდათუაშვილი

81 კგ. რომან მასტოპულოსი, გიორგი კაციაშვილი

90 კგ. ბექა ღვინიაშვილი

+100 კგ. ლევან მატიაშვილი, გუგა კიბორძალიძე

მებრძოლი

66 კგ. ვაჟა მარგველაშვილი, ამირან პაპინაშვილი

73 კგ. შალვა ქარდავა

81 კგ. ლაშა ზურაბიანი, ზებედა რეხვიაშვილი

90 კგ. ავთანდილ ჭრიკიშვილი

+100 კგ. ადამ ოქრუაშვილი, ვალერი ლიპარტელიანი, გურამ თუშიშვილი, ვახტანგ ოქრუაშვილი

შევარდენი

66 კგ. თორნიკე ნაგლიაშვილი, გელა კელიხაშვილი

73 კგ. ფრიდონ გიგანი, გიგა გიგაური

81 კგ. ლევან გუგავა

90 კგ. უშანგი მარგიანი, ონისე სანებლიძე, გიორგი გველესიანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

vaskulat
ტატალა მოტეხეს?
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა