ფეხბურთელები ამაზე ლაპარაკს ერიდებიან, რადგან ჯერ ტრანსფერის ყველა დეტალი არ დაზუსტებულა და კონტრაქტები არ გაუფორმებიათ
ახლახან ქუთაისის "ტორპედომ" 25 წლის თავდამსხმელ ნიკა საბანაძესთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ცხადია, გუნდში საკადრო ცვლილებები გაგრძელდება და კიდევ გამოჩნდებიან ახალი ფეხბურთელები, ხოლო ზოგიერთები საკუთარი ან კლუბის თავკაცების ნებით კარიერას სხვაგან გააგრძელებენ. ტორპედოელთა რიგებში გარკვეული ცვლილებები რომ არის მოსალოდნელი, ეს კლუბმა უკვე დაადასტურა.

ოფიციალური ცნობით, "ტორპედო" ორმა მოთამაშემ დატოვა - გუნდში აღარ იქნებიან ჰოლანდიელი ლეგიონერი, 35 წლის ცენტრალური მცველი იურგენ კოლინი და 23 წლის საყრდენი ნახევარმცველი გუგა ფალავანდიშვილი, რომლებიც ქუთაისურ კლუბში გასულ ზაფხულს ჩაირიცხნენ.

ამსტერდამის "აიაქსში" ნათამაშევმა, გამოცდილმა კოლინმა ხუთივე ოფიციალურ მატჩი (4 ჩემპიონატის და 1 სათასო) კობა ჟორჟიკაშვილის მთავარი მწვრთნელობისას ითამაშა, კახა ჩხეტიანის დანიშვნის შემდეგ კი დაშავდა და მოედანზე აღარ გამოჩენილა, მწვრთნელი კი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრს, ანრი ჭიჭინაძეს ენდობოდა, რომელმაც იმედები გაამართლა.

ჰოლანდიელისგან განსხვავებით, ფალავანდიშვილმა სეზონი სრულად და მშვენივრად ჩაატარა და კლუბის ინფორმაციით, მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურდათ. თუმცა ქუთაისში გადასვლისას 23 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა "ლელოსთან" ინტერვიუში არ დამალა, რომ კონტრაქტს დეკემბრამდე აფორმებდა, მერე კი უცხოეთში გადასვლას გეგმავდა. მას ხელშეკრულება დაუსრულდა და ქუთაისელთა ცნობით, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ ფალავანდიშვილი კარიერას უცხოურ კლუბში გააგრძელებს.

ჯერჯერობით, ფეხბურთელი ამ კლუბის დასახელებას ერიდება. ცხადია, საკითხით დავინტერესდით და საინტერესო ამბავი შევიტყვეთ: ფალავანდიშვილის მენეჯერი მამუკა ჯუღელია, რომელიც 2016 წლის დასაწყისში კვიპროსის სუპერლიგის ერთ-ერთი კლუბის, ახნას "ეთნიკოსის" წილის მფლობელი გახდა. ამ გუნდში უკვე თამაშობენ საქართველოს ნაკრების წევრები და კანდიდატები - გია გრიგალავა, გიორგი ილურიძე და ნიკა კაჭარავა, პლუს, რუსეთის 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ნიკა ყიფიანი.

"ლელოს" ინფორმაციით, ჯუღელი "ეთნიკოსში" ფალავანდიშვილს იწვევს და საბოლოო პასუხი მალე გვეცოდინება. ამავე დროს, შევიტყვეთ, რომ კვიპროსულ კლუბში არა მხოლოდ ეროვნულ ნაკრებში ნათამაშევ ექსტორპედოელს, არამედ ეროვნული ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილსაც იწვევენ - ჯუღელი მისი დიდი ხნის მეგობარი და მენეჯერია.

ფეხბურთელები ამაზე ლაპარაკს ერიდებიან, რადგან ჯერ ტრანსფერის ყველა დეტალი არ დაზუსტებულა და კონტრაქტები არ გაუფორმებიათ. პლუს, მათ სხვა შემოთავაზებებიც გააჩნიათ და იმის თქმა, რომ კვიპროსში აუცილებლად გადავლენ, ნაადრევია. მაგრამ ასეთი შეთავაზება ორივეს რომ გააჩნია, ეს დანამდვილებით ვიცით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ნიკოლაი ყიფიანი ჩიხრაძის "ეთნიკოსიდან" "ომონიაში" გადავიდა
ნიკოლაი ყიფიანმა კვიპროსის ჩემპიონატზე დუბლი შეასრულა
ბაჩანა არაბულმა თავის ბერძნულ გუნდს გამარჯვება მოუპოვა
ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე
ივნისამდე სხვაგან - რატომ წამოვიდა "ეთნიკოსიდან" გუგა ფალავანდიშვილი
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ევროპა ლიგა. ანონსი: "ატრომიტოსიდან" "ესპანიოლამდე" - რა შანსები აქვს ქართულ ლეგიონს?
გუგა ფალავანდიშვილი: ჩემით რამდენიმე რუსული და კვიპროსული კლუბი ინტერესდება
"დილაში" წარდგენიდან ერთ კვირაში გიორგი დარასელია "ეთნიკოსში" გადადიოდა?
ამის უთამაშებლობა იქნება? - ნინუამ კოხტა გოლი გაიტანა [VIDEO]
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
"მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს" - რევიშვილმა აზაროვზე ისაუბრა
ჯუღელის ნათქვამი მალე აცხადდება? - საუდის არაბეთში ოსიმენის კონტრაქტის გამოსასყიდს იხდიან, "მანჩესტერ იუნაიტედი" სხვა ფორვარდს იმატებს
ევროპა ლიგა: ვაკომ და "ლეგიამ" გოლის გატანა დაივიწყეს, "გენტმა" კი - ქართველები
"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"დე ლაურენტისი დათმობაზე წავიდა, ჯუღელის პირობები დაკმაყოფილდება" - "კვარას" ახალი ხელშეკრულების დეტალები ცნობილია
კახა კაჭარავა: ნიკას სხვანაირად რომ ეფიქრა, დარჩებოდა "როსტოვის" სკამზე...
კიდევ ერთი ქართველი "ნაპოლიში"? - "პარტენოპეი" გიორგი წიტაიშვილის დამატების ვარიანტს განიხილავს
ბათუმის "დინამომ" გამოცდილი ნახევარმცველი დაიმატა
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"კვარაცხელია დღეს ესპანეთს დაამარცხებს და გუტის ამ მაისურს გაუგზავნის" - რევიშვილი ესპანეთთან დაპირისპირებაზე
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
"კვარაცხელიას ტრანსფერზე 6 თვე ხმაურის გარეშე ვმუშაობდით" - აგენტმა სიტუაცია განმარტა
კვარაცხელია - ზაფხულამდე დარჩენა, "მანჩესტერი" თუ მაინც პსჟ - "გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის სურვილი იქნება"
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ოფიციალურად: საბერძნეთის სუპერლიგაში მეორე ქართველი ითამაშებს
ნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან