"კრასნოდარის" კაპიტნის სამკლავური საქართველოს ნაკრების მცველს ანდეს
წინასწარ ვერავინ იტყვის, სეზონის მსვლელობის დროს რა მოხდება, მაგრამ "კრასნოდარში" ახლახანს ჩარიცხული ალეკო ამისულაშვილი კლუბში დიდი პატივით მიიღეს. ამის დასტურად "კრასნოდარის" მიერ თურქულ შეკრებაზე ჩატარებული ბოლო საკონტროლო შეხვედრებიც მეტყველებს.

ბოლო ორი შეხვდრაში "კრასნოდარმა" ჯერ ნოვოსიბისრსკის "სიბირს" 3:1 სძლია, 27 თებერვალს კი ოდესის "ჩერნომორეცს" - 1:0. რუსეთში სეზიონის დაწყებამდე ეს კრასნოდარელთა გენერალური რეპეტიცია იყო, მაგრამ ძველ ამბავს არ მოგიყვებოდით, რომ არა მნიშვნელოვანი ფაქტი: ამისულაშვილმა ორივე ძირითადში ითამაშა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი სხვა რამ იყო: "კრასნოდარის" ოფიციალურმა ვებგვერდმა მატჩის ფოტორეპორტაჟი გუშინ გამოაქვეყნა და სურათებზე აღმოვაჩინეთ, რომ რუსეთის პრემიერლიგის დებიუტანტი გუნდი მოედანზე კაპიტნის სამკლავურით სწორედ ამისულაშვილმა გაიყვანა. ასევე იყო "სიბირთან" მატჩის დროსაც.

ეს მნიშვნელოვან ფაქტად ჩავთვალეთ, რადგან რუსულ პრემიერლიგაში ქართველი ფეხბურთელების კაპიტნობა იშვიათი მოვლენაა. გუშინ ალეკოს დავუკავშირდით და ინფორმაცია გადავამოწმეთ.

"ჯერ "კრასნოდარის" კაპიტნად ოფიციალურად არ დავნიშნულვარ, მაგრამ ჩასვლისთანავე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, სლოვოლიუბ მუსლინმა, დამიბარა და მითხრა, რომ "სიბირთან" და ოდესის "ჩერნომორეცთან" გუნდს მოედანზე მე გავიყვანდი. გუნდში ძალიან კარგად მიმიღეს, მაგრამ ამხელა პატივი ჩემთვის მოულოდნელი იყო და მწვრთნელის ნდობამ ძალიან გამახარა. როგორც ვხდები, წლეულს ასეც გაგრძელდება და გუნდს მე ვუკაპიტნებ", - გვითხრა ამისულაშვილმა.

irakli
ძალიან სასიხარულოა ეგ ამბავი..ამისულა ყველგან სადაც იყო ლიდერის ფუნქციას ქონდა , ყველა თამაშს ძირითადში ატარებდა და გუნდისთვისაც დიდი შედეგი მოქონდა... მიხარია რომ ამისულა კარგად შეეწყო გუნდს... წარმატებები ვუსურვოთ კრასნოდარს და ამისულას რუსეთის პრემიერლიგაში...
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა