ზაზა ფაჩულიამ "გოლდენ სტეიტში" საუკეთესო მატჩი ჩაატარა
ზაზა ფაჩულიამ "გოლდენ სტეიტში" საუკეთესო მატჩი ჩაატარა. NBA-ს ლიდერი ოკლენდური გუნდის ქართველმა ცენტრმა სეზონის მეორე ორმაგი დუბლი შეასრულა და "უორიორსს" გამარჯვებაში დიდად დაეხმარა.

- ზაზა ფაჩულიას პირველი ორმაგი დუბლი "გოლდენ სტეიტში" და გამარჯვება [VIDEO]

"გოლდენ სტეიტი" ძირითადი ხუთეულის დაცვის ბურჯის - დრეიმონდ გრინის გარეშე თამაშობდა და პირველი ტაიმის შემდეგ ბრუკლინში "ნეთსთან" 16 ქულით აგებდა. ოკლენდელები, სავარაუდოდ, უფრო მეტითაც წააგებდნენ, ფაჩულიას შედეგიანად რომ არ ეთამაშა. ქართველ ცენტრს პირველ ტაიმში დათმობილ 10 წუთში 10 ქულა და 8 მოხსნა ჰქონდა მოპოვებული და თავის გუნდში ეს შედეგი საუკეთესო იყო.

ზაზას უშუალო ოპონენტ ბრუკ ლოპესზე, რომელიც NBA-ს ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრად ითვლება, პირველ ტაიმში უკეთესი სტატისტიკა ჰქონდა, მაგრამ ეს უკანასკნელი ქართველ მეფარესთან ფარქვეშ ბრძოლას გაურბოდა. ლოპესი სამწამიანში ფაჩულიას დარად შედეგიანი არ იყო და ხშირად ადიოდა პერიმეტრზე. ლოპესმა პირველ ტაიმში 3 სამქულიანი ჩააგდო, საბოლოოდ კი შორი დისტანციიდან 9-და 4 სამიანი მიითვალა. ბრუკ ლოპესმა საბოლოოდ 28 ქულა დააგროვა, თუმცა მეორე ტაიმში მხოლოდ 5 მიითვალა და მისმა გუნდმა წააგო.

რაც შეეხება ზაზას, ის ფარქვეშეთის ბატონ-პატრონი იყო და საბოლოოდ 14 მოხსნა მიითვალა, რაც მისი საუკეთესო შედეგია "გოლდენ სტეიტში". ფაჩულიას სეზონის საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა ქულებშიც, რომელმაც 9-დან 6 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ჯამში 15 ქულა მოაგროვა და ამას ზედ 4 პასიც მოაყოლა. მთლიანობაში ზაზამ 26 წუთი ითამაშა (ესეც სეზონის მაქსიმუმია) და 15 ქულას, 14 მოხსნას და 4 პასს 1 დაფარებაც მიაბა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.

იხილეთ ზაზა ფაჩულიას 15 ქულა "ნეთსთან"

ოკლენდელებმა მასპინძლები წელში მესამე პერიოდში გატეხეს, რომელიც 39:19 მოიგეს და დასკვნით მეოთხედში საქმე გამარჯვებამდე იოლად მიიყვანეს. 117:101 და "გოლდენ სტეიტი" კვლავ NBA-ს ლიდერია. ზაზასთან ერთად ოკლენდელთაგან კევინ დიურანტი (26 ქულა, 9 მოხსნა, 7 პასი) და კლეი ტომპსონი (23 ქულა) გამოირჩნენ. სტეფ კარიმ ქართველი ცენტრის მსგავსად 15 ქულა მოაგროვა.

იხილეთ ვიდეო: ბრუკლინი-გოლდენ სტეიტი 101:117

26 მოგებითა და 4 მარცხით ოკლენდელები NBA-ს ლიდერობენ. გასვლითი ტურის მორიგი მატჩი ფაჩულიას გუნდს 24 დეკემბერს დეტროიტში, "პისტონსთან" ელის. შობა ღამეს კი "გოლდენ სტეიტი" კლივლენდში, მოქმედ ჩემპიონ "კლივლენდთან" ითამაშებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

qartveli
ზაზა,როგორც წესი,სულ წინ მიდის,ღმერთმა ახალი სიმაღლეები დააპყრობინოს,გაიხარე და გაგვახარე,ერიის საამაყო კაცი ხარ
JIJI
აი, ამაზე ნაკლები თამაში არ უნდა აჩვენოს და მერე ვნახოთ რას დაწერენ იქაური ჟურნალისტები! არადა ზაზას შეუძლია ეს! მებრძოლი სულის კაცია და შეძლებს, უეჭველად!
Jariskaci
ზაზა არის ყველა დროის საუკეთესო ქართველი სპორტსმენი,მის შედეგს ვერავან ვერასდროს გაიმეორებს
ბაბუ
აი კიდევ ერთი ძალიან მაგარი კაცი. გვიმრავლოს ასეთი კაპიტნები. შენ და გორგოძეს რომ გიყურებთ, ყველა ცუდი მავიწყდება და თქვენით ვხარობ ხოლმე. თქვენ იდღეგრძელეთ ჩემო შვილებო.
უ ე ჭ ვ ე ლ ო ჩ ე მ პ ი ო ნ ო !!!
შენი გამარჯვებები ჩვენი სულიერი საკვებია - გაბრწყინებული საქართველოს წ ი ნ ა მ ო რ ბ ე დ ო ! ! !
კახა ქირია
რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ თითქოს ზაზა ბოლომდე გახსნილად არ თამაშობს...არაფრით არ ჩამოუვარდები მაგათ ჩემო ზაზა!მიდი მიაწექი შენ გენაცვალე(მართალია ხანდახან ჩატენვები მიაყოლა ხოლმე,აქ ხო ი ცი გიჟდებიან მაგაზე)
ჯონი
ზაზა ძალიან გაგვახარე... ეს ერთი და სხვა მრავალი..
qar
მაგრა გამიხარდა, ეგაა ხშირად უნდა შეუტიოს და სულ ასეთი კარგი შედეგები ექნება!!!!
svan
აქ არვიცი რამე დასამტკიცებელი ქონდა გუნდში ზაზას?! 20 ქულას აგებდე მეორე ტაიმში და ამოქაჩო თან ქულებით მოხსნებით და მატჩის MVP გახდე ნუ ზაზას შეუძლია მარტო))
gizog
ზაზა გაიხარე, როგორც რომ შენი გუშინდელი თამაშით და შედეგებით გაგვახარე შენი გულშემატკივრები. ზაზა დამდეგ ახალ წელს გილოცავ და გისურვებ მომავალ წელს დამსახურებულ ბეჭედს. სულ გამარჯვებებით გევლოს ჩვენო საამაყო ზაზა.
ბიბა
დრო მისცეს თუ არა გააკეთა ის რასაც ასე ითხოვდნენ და რომლის იქითაც კალათბურთის უცოდინარი მასა ვერაფერს ხედავს (ქულებს ვგულისხმობ) ახლა რაღას იტყვით?
არჩილ ხოფერია
ძალიან გახარებული ვარ! აღვნიშნავ ამ ამბავს! აი ეს მწამს! როდის იწყება ოლ სტარზე ხმის მიცემა, არ გამოგვეპაროს?! ერთხელ კიდევ ვაჩვენოთ იანკებს კლასი!))
Z.LO
კარგია! ერთი-ორი ჩატენვაც რომ მიაყოლოს ხოლმე ძალიან მაგარი იქნება და იმ გულშემატკივრებსაც საერთოდ გააჩუმებს, ვინც ამას ელიან
სოსო
თუ ყურადღებით ადევნებთ თვალს ზაზას კარიერას,ალბათ თქვენც შეამცნევდით,რომ ზაზა თავის თავზე მაშინ იღებს თამაშს,როცა გუნდს უჭირსდა სხვებს არაფერი გამოსდით.ასე იყო საქართველოს ნაკრებშიც და ნბა ს გუნდებშიც.მე კი ჩემის მხრივ ტრადიციულად დავამატებ,რომ ზაზა კიდევ მოუმატებს.
Merabi jao
Darcmunebuli var zazas sauketeso tamashebi cinaaqvs da ufro metic sheudzlia gilocavt
გახარებული
კალათბურთის და ზოგადად სპორტის მოყვარული და გულშემატკივარი არ ვარ და ვერც ვერკვევი. ვერც ზაზას ქომაგად გამოვიდებ თავს, არც მისი ბიოგრაფია ვიცი, არც მისი თამაშების განრიგი და ა.შ. მაგრამ ერთადერთი რასაც ამ საიტზე თვალყურს ვადევნებ, ეს ზაზას შესახებ სტატიებია და ყოველთვის ვგულშემატკივრობ და მიხარია მისი ნებისმიერი წარმატება, იქნება ეს დიდი თუ პატარა. ძალიან დიდ სიხარულს მგვრის ის ფაქტი, რომ უმაღლესი დონის ლიგაში, უმაღლესი დონის გუნდში, ყოველთვის სასტარტო ხუთეულშია და ისიც შედეგს დებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონობის ამბიციის მქონე გუნდის მწვრთნელი (რომელიც ყველა აქ მყოფზე მეტად ერკვევა ნბა-ში და მითუმეტეს თავის გუნდში) ენდობა ზაზას. ეს დაუმსახურებლად არაფრის დიდებით არ ხდება. ასე რომ, ვულოცავ ზაზას გამარჯვებას, ვუსურვებ წარმატებას და ჩემპიონობას!
lananana1995@gmail.com
წარმატებებეი ზაზას!
qomagi
შენ გენაცვალე, ზაზა! შენ გაიხარე ისე როგორც ჩვენ გაგვახარე
sabonis
კარგია, მოუთმენლად ველი ამათ კლივლენდთან ჯახს აბა შენ იცი ზაზა.
giga
ეგეც ალიყური დაბოღმილ მოქილიკეებს.
zurab
ძალიან, ძალიან გამიხარდა! სულმოუთქმელი ველოდი ასეთ შედეგს იმის შიშით, რომ სათადარიგოში არ გადაიყვანონ.
მერაბი გ.
აი ეს მესმის! გაგვახარა, ასე უნდა გააგრძელოს! ზაზას სპორტული ნიჭით და ფიზიკური მონაცემით შეიძლება ბევრი ჯობია ნბა–ში, მაგრამ ჭკუით და აზრიანი თამაშით ის ერთერთი საუკეთესოა
T b i l i s i
ეს ჩვენი ბიჭია!..
123
საგოლ ზაზაააა,ეგრე გააგრძელე :)
bavaria
შემოგევლე ზაზა, ყველას ვულოცავ, ვინც მოთმინებით ელოდა ამ დღეს და სჯეროდა ზაზასი.
მიდი ჯიმაააა ზაზულიკუ ქუგალეეე :):):)
ესეც კრიტიკოსებმა და ფილოსოფოსებმა, ჩჩჩჩუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ შშშშშშშსსსსსსსსსსსსსსსს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
საქართველოს ნაკრების მოთამაშე კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს
მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
[VIDEO] ედვარდსის ბრწყინვალე მატჩი - კარის გარეშე დარჩენილი "გოლდენ სტეიტი" რთულ სიტუაციაშია
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
[VIDEO] გადამწყვეტი მატჩი მოულოდნელი გმირით - "გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონ როკეტსი" დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა
მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "სან ანტონიო სპურსმა" "გოლდენ სტეიტი" დაამარცხა [VIDEO]
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს
კარის 12 სამქულიანი "მემფისთან" - "გოლდენ სტეიტმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]