ინტერვიუს ერთ-ერთ მონაკვეთში ანანიძე მისი "სპარტაკში" გადასვლის ამბავს ჰყვება, რომელშიც მაშინ რევაზ ჩელებაძეც მონაწილეობდა
ცნობილმა რუსულმა გამოცემა "სპორტ-ექსპრესმა" საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ფეხბურთელთან, ჯანო ანანიძესთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

ინტერვიუს ერთ-ერთ მონაკვეთში ჯანო მისი "სპარტაკში" გადასვლის ამბავს ჰყვება, რომელშიც მაშინ რევაზ ჩელებაძეც მონაწილეობდა.

- თქვენ "სპარტაკში" გადასვლაზე რევაზ ჩელებაძე მუშაობდა. რა მომენტში დაამთავრეთ მასთან მუშაობა?

- საქართველოში მას ყველა "ჩელეს" ეძახის. ოფიციალურად ჩემი აგენტი არ იყო, ფურცლებზე ხელი არ მოგვიწერია. 13 წლის ასაკში მისი დახმარებით კიევის "დინამოს" აკადემიაში მოვხვდი, "ჩელე" იქ ყველასთან მეგობრობდა. ერთი წლის შემდეგ ფული მოისურვა, თუმცა აუხსნეს: "სანამ ჯანოს 18 წელი არ შეუსრულდება, ფული არ იქნება".

"სპარტაკის" ვარიანტი მას არ მოუძებნია - "სპარტაკის" წარმომადგენლებმა საქართველოს ასაკობრივი ნაკრების მატჩის დროს შემამჩნიეს, ჩემით დაინტერესდნენ და სინჯებზე მიმიწვიეს. სამნი ჩავედით - მამა, მე და "ჩელე". როცა კონტრაქტს განვიხილავდით, ჩელებაძემ ევგენი სმოლენცევს, რომელიც მაშინ "სპარტაკის" ტექნიკური დირექტორი იყო, უთხრა: "300 ათასი დოლარი და ჯანო თქვენია". ამ თანხის შუაზე გაყოფას ვაპირებდით.

- თქვენ და ჩელებაძე?

- დიახ, მაგრამ მამამ თქვა: "ჩელე", შენ ორასი, ჩვენ კი - ასი. 50 ჩემგან საჩუქრად".

ჩელებაძე კიევის "დინამოში" მოწყობაში დაგვეხმარა. თანაც, სმოლენცევს ამხელა თანხის დასახელებას ვერ გავუბედავდით.

- აბა, რა თანხაზე იქნებოდა საუბარი?

- ნაკლებზე, სავარაუდოდ 6-ჯერ ნაკლებზე. ჩელებაძეს ავტორიტეტი ჰქონდა. სმოლენცევიც არ ვაჭრობდა. ამასთან, ის 50 ათასი დოლარი, რაზეც მამაჩემმა იოლად თქვა უარი, ჩვენთვის ნამეტანი იქნებოდა.

ჩემი პირველი ხელფასი "სპარტაკში" 5 ათასი რუბლი იყო. როცა ცოტა მომიმატეს, "ჩელემ" ისევ ფულზე ჩამოაგდო საუბარი.

- რამდენს ითხოვდა?

- ჩემს ხელფასში "ჩაჯდომა" და საკუთრი პროცენტის აგენტივით მიღება სურდა. მამა აღშფოთდა: "ვითომ რატომ? ჩვენ 50 ათასი დოლარი მოგეცით. ბავშვის ხელფასს კი მეც არ ვეხები, ეს მისი ფულია. როცა დიდ კონტრაქტს მოაწერს ხელს, მაშინ იქნება პრემიები, ბონუსები - არ გაწყენინებთ".

მათ იკამათეს, რის შემდეგაც ჩვენი გზები გაიყარა.

მამის გარდაცვალების შემდეგ "ჩელემ" კვლავ შემომთავაზა თავისი მომსახურება, რაზეც ვუპასუხე: "მაპატიეთ, მაგრამ სხვა აგენტი მყავს". სულ ეს არის მთელი ისტორია.

რაო
ჯანო თურმე ქობულეთს და ჩოხატაურს ვერ გაცდებოდა თურმე, ისეთი უნიჭო ყოფილა ყველგან ჩაიკარგებოდა და ისევ რეზო ბიძია ...ს მადლი რომ არა ვერსადაც ვერ გაიჩითებოდა ვერავინ და ვერაფერი ვერ იქნებოდა. აბაა, საქმეს აკეთებს მარტო ...., ბიძია.
kote batumski
ანანიძე ვინ იყავი და რა გაგხადა ჩელემ ყველამ იცის, რომ არა ჩელებაძე, მოსკოვს კიარა ჩოხატაურში ვერ მოხდებოდი.
zaza
ეს რო აკაცე მეტის ღირსი ხარ, ჩელე
arsena
ორივე მხარე მაგარი მტკუანია
კახა
რა ვითომ არ იცოდით მარტო ჩელე ნაკრების სათავეში მყოფი 90% მწვრთნელებისა იმიტომ იწვევდნენ ფეხბურთელებს რომ კონტრაქტს ტუ გააფორმებდა რომიმე წილში უჯდა და გუნდებში ეგ სიმახინჯე საბჩოთა კავშირის დეოიდან მოდის ძირითადში მოხვედრა ფული ღირდა და სადამდე მიგვიყვანა მაგ ვითომ კაი ბიჩობამ ხედავთ ალბათ ვეგარასდროს ამოვალთ ამ წუმპედან ჯერ მარტო ჩაწყობებს და მიცემას ვერ ვუხერხებთ ბავშთა გუნდებიდან მოდის 10 -12 წლის ბავშვების ტურნირებზეც მასიური ხასიათი აქვს მსაჯები, ზემოდან მფარველობები სულ დასფერთხი და დასაწმენდია მაგრამ აქ ჩელეს გამოუჩდა დამცველები იქ სხვას და წასულია ჩვენი საქმე ტრა..p.s როცა ხელშეუხებელი და ვაი ავტორიტეტები მოცილდებიან ქართულ ფეხბურთს მხოლოდ მაშინ დაიწყება პროგრესი!
ისტორია.
დიდმა ნოდარ ახლკაცმა თქვა ერთხელ მაგ თქვენ პატივცემულ ჩელებაძეზე,.........
ზვიადი
კაცი ყოფილა ....ი და კიდე ჯანოს როგორ ამტყუნებენ ვიღაცეები, ხედავთ რა დღეში არიან. არანაირი დამსახურება არ ამართლებს ამას, ასეთების და ასეთი ხალხის ხელში საერთოდ რატომ არის ცოცხალი ქართული ფეხბურთი, რატომ გვებადებიან ანანიძეები და სხვები.
odala
გარეკეტებდა ჯანო? :))))))) წილში ჩაჯდომა რა? თუ არის ეს მსოფლიო პრაქტიკა და ეკუთვნის წილი, რატომაც არა? მე რაც მივხვდი, ჩელებაძე არ იყო ოფიციალური აგენტი, მაგრამ მოითხოვა ის რასაც მოითხოვდა ოფიციალური აგენტი. ანანიძეებს რომ თანხმობა ეთქვათ, ალბათ სპარტაკი გაიღებდა რაღაც თანხას ზემოდან ან ნაწილს ჯანო, ნაწილს გუნდი. ეს როგორ ხდება ბოლომდე ხომ არავინ ვიცით ვინც ახლოს არ ვართ ეგეთ პროცესთან და ჯანოს კიდევ ამ საკითხზე საჯაროდ ლაპარაკისგან თავი უნდა შეეკავებინა. მით უმეტეს ამ კაცმა წაგიყვანა. თუმცა თვითონ ამბობს სპარტაკმა თვითონ შემამჩნიაო.
kvara qutaisi
როცა რეზო გვერდიტ უდგა დაავიცხდა ეგ დრო ანანიზეს? უკვე ანანიზე ცუდატ მოიქცა ეს რო დაცერა
saakadze
სულაქველიძეზეც გამიგია ფეხბურთელებს წილში უჯდებაო, ალბათ ფეხბურთის სამყაროში მოსული ამბავია!!!
tengo
შეიძლება მართალია, მაგრამ რა გალაპარაკებს (
vep1963
რა მდგომარეობაშიცაა ეხლა ქართული ფეხბურთი ,სწორედ ესეა დასაფასებელი ჩელებაძეცა და ყველა ფეხბურთის ვეტერანი.ჩელებაძე არც არავიზე უკეთესია და არც არავიზე უარესი.ისიც სხვებივით იქცეოდა.უყურებდა ფეხბურთის დეგრადაციას და თუ რაიმე გამოსარჩენს ხედავდა იმას იხმარდა.ეხლა რასაც ანანიძე ამბობს სიმართლე იქნება რადგან,როგორც ქართველებს გვჩვევია ,ჩვენ ყველაფერს ძმაბიჭურ და ვითომ კაიკაცურად ვაკეთებთ სინამდვილეში კი ყველაფერი პირიქითაა .ყველაფერსა აქვს თავისი წესი და ეს წესი კონტრაქტებითა და კანონებით რეგულირდება ზუსტად იმიტომ ,რომ ასეთი ამბავი არ მოხდეს,მაგრამ ჩვენ ხომ ქართველები ვართ,რა წესი რისი კანონი.ჰოდა ვართ ასე .რასაკვირველია სამწუხაროა რომ კაცობა და ადამიანობა აქ მეორე პლანზე იწევს ,მაგრამ სიმართლეს თვალი უნდა გაუსწოროთ.კაცური,კაცი და სამართლიანი კაცი მაშინა ხარ,როდესაც საქმეს აკეთებ გინდ შენი ძმა იყოს ,ყველაფერი დაწერილ ,ხელმოწერილი უნდა იყოს ,რომ თუ საქმეს დასჭირდა ყველასთან პირნათელი რომ იყო.აი ასეა ეს .სხვა დანარჩენი კი ყველაფერი ბლეფია,და ცხოვრებაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე ცხვირს გვამტვრევს.
Vasili
007-ს . ეს ვეტერანები არიან რო დედა გაუბახეს ქართულ ფეხბურთს თავიანთი საქმით თუ უუქმედობით, სიმართლე არის ეს !!! არავის არ აყენებს შეურაცყოფას, ქართულ ფეხბურთში რაც ხდება ყველამ ყველაფერი უნდა იცოდეს და უნდა დაერქვას ყველაფერს თავის სახელი,,, გულშემატკივრებთან ყველაფერი უნდა ითქვას !!! ვინ ვინაა და ვინ სად რა (მძ. ჭამს) უნდა ითქვას....!!!!!
kukusha
ანანიძე ყველაზე მაგარი ქართველი ფეხბურთელი ხარ შენ უკვე სპარტაკის ლეგენდა ხარ.
მერაბი გ.
ყველაფერი მართალია; ჩელებაძე ასე მოიქცა და იქცეოდა არა მარტო ანანიძის მიმართ. ასე იქცევიან სხვა "გამყვანებიც" და გამშვებებიც; ესაა ქართული "საფეხბურთო ბიზნესი"და შედეგიც შესაბამისია
პეტრე კუპრი
არ ეკუთვნის ჩელეს ამისგან ასეთი სიტყვები... ჩელე რომ არა, ეს ქობულეთის რომელიმე უბნის ეზოში გააგორებდა ბურთს...
okribeli
ბევრი ამბობს, "ჩელეს" Fულის ამბავში რამსები ეშლებაო... გაწუწკებულიაო, გაწუწკებული, მას შემდეგ რაც ხალხისგამ მიბარებული დიდი პარტია მანდარინების ბიზნესი ჩაუვარდაო.
გია
ეს ისტორია არ ვიცოდი თუმცა თუმცა რაც კი მსენია ჩელეზე ცუდი არაფერი გამიგია, კაციბაში არასდროს ჩაჭრილა და ბევრი კარგი საქმე უკეთებია,სხვიგან განსხვავებით....
qutaiseli
ეხლა ჩელებაძე გამოვა და ღმერთმა არიცის რას იტყვის ამაზე მერე ეს გამოვა და ასე იქნება ერტი ხუთი წელი მემგონი არ მომწონს როცა პირადულს საჯაროს ხდის ადამიანი და მტყუან მართლის ძიებას უცხოურ პრესაში იწყებს თან ადამიანთან რომელზედაც მზედა მთვარე ამოდიოდა ადრე.ფეხბურთს რო ეგრე ვთამაშობდეთ როგორც ერთმანეთს ვაძაგებთ ქართველები ჩვენი ფასი არეყოლებოდა ევროპას არავინ.
qutaiseli
ეხლა ჩელებაძე გამოვა და ღმერთმა არიცის რას იტყვის ამაზე მერე ეს გამოვა და ასე იქნება ერტი ხუთი წელი მემგონი არ მომწონს როცა პირადულს საჯაროს ხდის ადამიანი და მტყუან მართლის ძიებას უცხოურ პრესაში იწყებს თან ადამიანთან რომელზედაც მზედა მთვარე ამოდიოდა ადრე.ფეხბურთს რო ეგრე ვთამაშობდეთ როგორც ერთმანეთს ვაძაგებთ ქართველები ჩვენი ფასი არეყოლებოდა ევროპას არავინ.
007
ჩელებაძის ასე აგდებულად მოხსენიება მე არ გამიგონია. შენ ის არ ყოფილხარ , ვინც მეგონე,ვაჟბატონო ჯანო ! თქვით რაიმე დიდად პატივცემულო ვეტერანებო !
ქუთაისელი
და რა არის ეხლა აქ გასაგიჟებელი? აგენტებს იმხელა შემოსავალი აქვთ, საფეხბურთო კლუბებს ყიდულობენ. "წილში ჩაჯდომა" შეგიძლია დაარქვა, ან "შემოსავლის განაწილება", ან რამე უფრო კულტურულად. თუ კაცი შენ გასარგებლებს, შენც რომ მას ასარგებლო, არ ვარგა? წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული პროცენტები, სხვადასხვა სცენარი. და ასეთი გაუგებრობები არ იქნება.
jumber
ჯანო წესიერი ბიჭია,ტყუილს არ იკადრებს.
dave
საცოდავი კვირკველია :(
Guadua
და ამის სახელობისა ქობულეთის სტადიონი "ჩელე არენა" ? ვაი სირცხვილო :)
sabonis
ეხ ჩელე-ჩელე.DDD
zaza
''ადამიანისგან ყველაფერია მოსალოდნელი''. სომერსეტ მოემი.
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
"1980 წელს "მარაკანაზე" სსრკ-ის ნაკრები ბრაზილიას ვუპირისპირდებოდით და ვფიქრობდით..." - ჩელებაძემ საქართველო-პორტუგალიის მატჩის წინ სსრკ-ბრაზილიის თამაში გაიხსენა
ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკს" მოსამზადებელ შეკრებაზე ესტუმრა [PHOTO]
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
რევაზ ჩელებაძემ ქობულეთის "შუქურას" დირექტორის თანამდებობა დატოვა
"საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს დღეს პირველად შეგვიძლია ვთქვათ" - ჩელებაძე უკრაინა საქართველოს მატჩზე
ჯიქიას რუსეთიდან საზღვარგარეთ სურს გადაბარგება, მაგრამ პრობლემა წარმოეშვა
რატომ ადარებს რევაზ ჩელებაძე ანანიძეს პირლოს და რის გამო გარიცხეს ჯანო კიევის "დინამოს" აკადემიიდან
ხორვატიული "ჰაიდუკის" სპონსორი სანქცირებული რუსული ნავთობკომპანია "ლუკოილი" გახდა
"აგენტი 007. სპარტაკს" უკანალს უნდა ულოკავდეს" - ლარსონთან რუსულად დამშვიდობება
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
"გაუწევს თუ არა მამარდაშვილი კონკურენციას "ლივერპულის" მეკარეებს?" - ჩელებაძის ინტერვიუ რუსულ მედიასთან
"დიახ, ვიცი, რომ ამ ტოპ-კლუბებიდან ხვიჩას შემოთავაზებები აქვს!" - ანანიძემ რუსულ პრესასთან კვარაცხელიას შესახებ ვრცლად ისაუბრა
"ნაპოლიში" მონასავით იყენებენ... არ ვფიქრობ, რომ პსჟ საუკეთესო ვარიანტია" - რევაზ ჩელებაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
სტივენ ჯერარდს მოსკოვის "სპარტაკის" ჩაბარება შესთავაზეს - ინგლისელის პასუხი ცნობილია