25 დეკემბერს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წწ. სეზონის პირველი ნახევრის დასკვნითი სათამაშო დღე გაიმართება
25 დეკემბერს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წწ. სეზონის პირველი ნახევრის დასკვნითი სათამაშო დღე გაიმართება, რომელსაც ტრადიციულად თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს.

წინასაახალწლოდ კალენდარული ტურის შეხვედრებს კორპორატიული ლიგის გუნდები გამართავენ.

კვირა დღეს ვერცხლის ლიგის VI ტურის შეხვედრებით აიღებს სტარტს. პირველები პარკეტზე "ბანკი რესპუბლიკისა" და "დომინოს პიცის" გუნდები გამოვლენ. ეს უკანასკნელი კვლავ ერთადერთ გუნდად რჩება ლიგაში, რომელსაც ჯერ ქულაც არ აქვს მოპოვებული.

მომდევნო შეხვედრას გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი, "საქართველოს ბანკი" გამართავს, რომლის მეტოქეც ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი "მინა" იქნება. ბოლო თამაშებში მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ წარმატებული სერიის გაგრძელებას ეცდება შემოსავლების სამსახურის გუნდი. მისი მოწინააღმდეგე საკმაოდ უხერხული მეტოქე, სავაჭრო ცენტრ "კუბიკის" გუნდი იქნება.

დაკარგული ქულების და წარუმატებელი მატჩების შემდეგ სატურნირო ცხრილში პოზიციების გასამყარებლად მოუწევთ ბრძოლა "ლიბერთი ბანკისა" და "აჭარა ჯგუფის" გუნდებს. ამ უკანასკნელს ჯერ გამარჯვებაც არ აქვს მოპოვებული და ზურგს მხოლოდ ორი საყაიმო ანგარიში უმაგრებს.

წინა ტურის მთავარი სენსაციის ავტორი "ელიტა ბურჯი" სატურნირო ცხრილში 6-9 ადგილების თანამოზიარეს, "საქრუსენერგოს" დაუპირისპირდება. VI ტურს ზედა ხუთეულში მყოფი "ავერსისა" და "ევროპაბეთის" დაპირისპირება დაასრულებს.

25.12.2016. ვერცხლის ლიგა. VI ტური

11:00 ბანკი რესპუბლიკა - დომინოს პიცა

12:00 საქართველოს ბანკი - მინა

13:00 კუბიკი - RS

14:00 აჭარა ჯგუფი - ლიბერთი ბანკი

15:00 ელიტა ბურჯი - საქრუსენერგო

18:00 ავერსი - ევროპაბეთი

წლის ბოლოს V ტურის შეხვედრები გაიმართება ოქროს ლიგაში.

პირველივე შეხვედრაში ერთმანეთს ტრადიცული მეტოქეები, თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და "ნატახტარის" გუნდები დაუპირისპირდებიან. სატურნირო ცხრილში ხუთსაფეხურიანი სიშორის მიუხედავად, სხვაობა 3 ქულას შეადგენს და "ნატახტარის" ფეხბურთელებს შანსი აქვთ, წლის ბოლოს დაკარგული პოზიციები დაიბრუნონ.

სერიოზული გამოწვევა ელის მოქმედ ჩემპიონს და გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერს: "პატრულის" მეტოქე "საქართველოს ფოსტის" გუნდი იქნება.

პირველი სამი ქულისთვის იბრძოლებს თავდაცვის სამინისტროს გუნდი "სარანგი". "ძალოვნები" "ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის" საკმაოდ ძლიერ გუნდთან შეეცდებიან, სადებიუტო წელი პოზიტიურ ნოტზე დაასრულონ. ლიგის აუტსაიდერი Menu.ge იქნება სფფ-2-ის მეტოქე.

2016 წლის ბოლო სათამაშო დღეს კი "ვითიბი ბანკისა" და თბილისის მერიის გუნდების დაპირისპირება დაასრულებს. განსვავებით "ბანკირებისგან", რომლებსაც 6 ქულით მეექვსე პოზიცია უკავიათ, "დედაქალაქის თავებს" ჯერ ქულაც არ აქვს აქტივში.

25.12.2016. ოქროს ლიგა. V ტური

16:00 TTC - ნატახტარი

17:00 პატრული - საქ. ფოსტა

19:00 სარანგი - GWP

20:00 სფფ-2 - Menu.ge

21:00 ვითიბი - თბილისის მერია

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", სასტუმრო BELLA COSTA.

მედიაპარტნიორები: რადიოები, "თანამგზავრი 92,3", "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge

ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
"იუვენტუსმა" მეკარე "პალერმოს" მიჰყიდა
პსჟ ნახევარმცველთან კონტრაქტის გასაწყვეტად მზადაა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
SBM LEAGUE 2016/17: სუპერლიგა A პსპ-სია, კორპორატიული თასი - პატრულის!
SBM LEAGUE 2016/17: პირველი ჩემპიონები - მფკ "ნატახტარი", Funday
SBM LEAGUE 2016/17: 1 და 2 ივლისს ფინალური სერია აიღებს სტარტს
SBM LEAGUE 2016/17: კორპორატიული და სუპერლიგის თასის ფინალისტები ცნობილია
SBM LEAGUE 2016/17: 1 ივლისს, პირველი ფინალი
SBM LEAGUE 2016/17: ფინალისტების მოლოდინში