პანამელ მოთამაშეს ცხოველებისადმი უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
კოლუმბიური კლუბის, "დეპორტივო პერეირას" 29 წლის პანამელმა მცველმა ლუის მორენომ კოლუმბიის ლიგის ჩემპიონატის მატჩში "ატლეტიკო ჟუნიორის" წინააღმდეგ ფრინველს ფეხი დაარტყა. ორი დღის შემდეგ ბუ გარდაიცვალა.

არცთუ დიდი ბუ თამაშის დროს გაზონზე შემთხვევით აღმოჩნდა. ფეხბურთელი იქვე იდგა და მას ბუცი შემოკრა.

დარტყმის შემდეგ ფრინველმა სამნახევარი მეტრი გაიფრინა და სერიოზული დაზიანებები მიიღო.

ვეტერინარებმა ბუს მარცხენა ფრთის მოტეხილობა დაუდგინეს. ფრინველმა გადატანილ სტრესს ვერ გაუძლო და დაიღუპა.

ბუ გუნდ "ატლეტიკო ჟუნიორის" საშინაო სტადიონზე ცხოვრობდა და მისი თილისმა იყო. განრისხებულმა ფანატებმა მორენოს "მკვლელი" უწოდეს.

მატჩის შემდეგ ფეხბურთელმა მომხდარზე მწუხარება გამოთქვა: "არ მსურდა ფრინველისთვის ზიანი მიმეყენებინა, უბრალოდ შევამოწმე, შეეძლო თუ არა ჩიტს ფრენა", - თქვა მორენომ.

ცხოველთა უფლებების დამცველები ბუს შეურაცხმყოფელს უკვე ციხით დაემუქრნენ. ლიგის პრეზიდენტმა რამონ ჟესურუმმა განაცხადა, რომ მორენო ამ უხეში საქციელისთვის აუცილებლად უნდა დაისაჯოს.

თუმცა კოლუმბიაში ცხოველებისადმი უხეშად მოპყრობასთან დაკავშირებით კანონი არ არსებობს. მოთამაშისთვის ერთადერთი სასჯელი ამ ავადსახსენებლ მატჩში მისი გუნდის წაგება გახდა, ანგარიშით 1:2.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა