ჩეხურ პლზენსა და მოსკოვში გრძელდება 14 და 16 წლის ჩოგბურთელთა ევროპის პირველობები...

ჩეხურ პლზენსა და მოსკოვში გრძელდება 14 და 16 წლის ჩოგბურთელთა ევროპის პირველობები. როგორც გაუწყეთ, პირველი წრის შემდეგ ჩვენებურები მედლებისთვის მებრძოლთა რიგებს მხოლოდ 16-წლიანებში შემორჩნენ. გუშინ ნიკა დოლიძემ ვაჟთა ტურნირის დაძაბულ პაექრობაში ივან დივკოვიჩს (ბოსნია-ჰერცეგოვინა) სძლია 6:4, 4:6, 7:6 და დღეს მე-4 წრეში მე-4 ნომრად განთესილ პორტუგალიელს _ ფრედერიკო ფერეირა სილვას დაუპირისპირდება.

ამ ასაკში ბარბარე ერისთავისა და ანი გოგვაძის წყვილმა, სამწუხაროდ, მეორე ბარიერი ვერ გადალახა. თბილისელთა დუეტი ლატვიელებთან - მადარა სტრაუმესა და ქსენია ტიხომიროვასთან 3:6, 0:6 დამარცხდა.

ასპარეზობის პირველი დღე უიღბლო გამოდგა ვაჟებში მე-12 ნომრად განთესილ მიხეილ ხმიადაშვილისთვის, რომელმაც რუს მეტოქესთან წააგო. გუშინ იგი დამამშვიდებელ ჯგუფში (კონსოლეიშენი) ჩაერთო და ლატვიელ ლაპინს კრისტაპსთან არკვევდა ურთიერთობას. ორთაბრძოლა ქართველი ჩოგბურთელის გამარჯვებით დამთავრდა _ 7:6, 6:3.

ერთეულთა თანრიგში მთავარ ტურნირზე განცდილი მარცხის შემდეგ ანი გოგვაძე და ბარბარე ერისთავი დამამშვიდებელში, შესაბამისად, ჩეხ ტერეზა სმიტკოვასა და ხორვატ ნედა კოპრჩინას შეხვდებიან.

ჩეხეთში ასპარეზობის მეორე დღეც წარუმატებელი გამოდგა თოთხმეტწლიანებისთვის. დამამშვიდებელში ლიზა ნადიბაიძემ სამ სეტში წააგო ულრიკე ჰოეიერთან (დანია) _ 1:6, 6:1, 7:10, ირინე ყარანგოზიშვილი კი ბერძენ ანგელიკი კაირისთან დამარცხდა _ 4:6, 3:6, შედარებით უკეთ ითამაშეს ბიჭებმა. მათ ერთი წრის გავლა მაინც მოახერხეს. ალექსანდრე ბაკშიმ მირჩა რესულოვიჩს (ბოსნია-ჰერცეგოვინა) აჯობა _ 6:2, 3:6, 10:4, თუმცა, მერე სლოვენიელ მაქს თეკავიჩს, ფაქტობრივად, უბრძოლველად დანებდა _ 1:6, 0:6. შოთა მეფარიძემ ამავე ჯგუფში დაძაბული პაექრობის შემდეგ ჩამოიცილა გზიდან ნორვეგიელი ფრედერიკ შეფერი _ 7:6, 6:3. მეორე წრეში კი ბოსნიაჰერცეგოვინელ აზიზ კიჯამეტოვიჩთან ორ სეტში ისე დატოვა კორტი, რომ მხოლოდ ერთი გეიმის მოგება შეძლო - 1:6, 0:6.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა