ჩოგბურთი. ტურნირების მიმოხილვა

ამ კვირის ტურნირების მეორე დღის მიმოხილვა ისევ კუალა ლუმპურიდან უნდა დავიწყოთ. წინა დღეს დამარცხებული ფრანჩესკა სკიავონესგან განსხვავებით, განთესვის მეორე ნომერმა მარიონ ბარტოლიმ წარმარტებული სტარტის აღება შეძლო. ფრანგი ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა მარია-ელენა კამერინის წინააღმდეგ. ბარტოლიმ იტალიელს 72 წუთის განმავლობაში მხოლოდ ერთი გეიმი დაუთმო, გამოიყენა ცხრა ბრეიკ-პოინტიდან შვიდი და მეტოქეზე ზუსტად ორჯერ მეტი გათამაშება მოიგო.

კუალა ლუმპური დატოვა დამსახურებულმა ვეტერანმა კიმიკო დატემ, რომელიც ქალთა ტურის მეორე ასაკოვან ჩოგბურთელს ანა კრემერს ხვდებოდა. მოთამაშეები ორი საათის განმავლობაში ებრძოდნენ ერთმანეთს და ყველაფერი მესამე სეტის ტაი-ბრეიკზე გადაწყდა, სადაც ლუქსემბურგელი დატეზე ოდნავ იღბლიანი აღმოჩნდა.

ამ მატჩის გადამწყვეტი პარტია ძალიან საინტერესო გამოვიდა. კრემერი 4:1-ს იგებდა, ხოლო 5:4-ზე მატჩბოლის გამოყენება ვერ მოახერხა.

შემდეგ დაინიშნა ტაი-ბრეიკი, სადაც კიმიკო დატეს ორი ქულა აკლდა საბოლოო გამარჯვებამდე, მაგრამ 35 წლის კრემერმა ზედიზედ რამდენიმე გათამაშება მოიგო და მეორე წრეში გავიდა.

როგორც იქნა ნავსი გატეხა მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა დინარა საფინამ. რუსმა 2010 წლის სექტემბრის შემდეგ პირველი ოფიციალური შეხვედრა მოიგო. ამ უსიამოვნო სერიის შესაწყვეტად საფინას იოლი მეტოქე ჰყავდა ჩინელი ჰან ქსინიუნის სახით. საინტერესოა უფრო ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ როგორ იმოქმედებს ერთ დროს ძლიერი რუსი ჩოგბურთელი.

კიმიკო დატესი არ იყოს, "ბერდება" ცნობილი ტაილანდელი ჩოგბურთელი ტამარინე ტანასუგარნი. ეს ვეტერანი იმ დღის დამარცხებულებს შორის ყველაზე უსუსურად გამოიყურებოდა - ტანასუგარნი 42 წუთში გაანადგურა მერვე ნომერმა ბოიანა იოვანოვსკიმ.

ასევე პირველი წრე დასრულდა მონტერეიში და აქაც დღეს საინტერესო მატჩების გარეშე არ ჩაუვლია. ტურნირს გამოეთიშა მეოთხე ნომრად განთესილი იულია გორჯესი - მან ორ სეტში წააგო რუს ქსენია პერვთაკთან.

პრინციპული უნდა გამოსულიყო ფედერაციის თასზე ამერიკის ნაკრების ორი წევრის - ვანია კინგისა და მელანი ოუდინის შეხვედრა. მაგრამ ბრძოლა არ შედგა - კინგმა მხოლოდ ის მოახერხა, რომ 13 ორმაგი შეცდომით გამოიჩინა თავი. შედეგად გამარჯვება უფრო ახალგაზრდა ოუდინს ერგო. სხვათა შორის, ეს ამ ჩოგბურთელების პირველი ოფიციალური შეხვედრა იყო.

წააგეს იმ ჩოგბურთელებმა, რომლებმაც წინა კვირას აკაპულკოს ტურნირზე გამოიჩინეს თავი: ნახევარფინალისტი ლაურა პოუს ტიო ანასტასია სევასტოვასთან დამარცხდა, ხოლო აკაპულკოს ფინალისტმა იოჰანა ლარსონმა ვერაფერი მოუხერხა სარა ერანის.

კუალა ლუმპური (მალაიზია). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

I წრე

ალისა კლეიბანოვა (რუს, 3)-ინ ინ ლუ (ჩინ) 6:1, 6:1; იარმილა გროტი (ავსტრა, 4)-სუნ შენგნანი (ჩინ) 7:6(2), 6:3; ანა კრემერი (ლუქ)-კიმიკო დატე (იაპ, 7) 4:6, 6:2, 7:6(5); მისაკი დოი (იაპ)-ტეტიანა ლუჟანსკა (უკრ) 6:2, 6:3; კურუმი ნარა (იაპ)-ელენა ბოვინა (რუს) 6:3, 6:3; მარიონ ბარტოლი (საფ, 2)-მარია ელენა კამერინი (იტა) 6:0, 6:1; ბოიანა იოვანოვსკი (სერ, 8)-ტამარინე ტანასუგარნი (ტაილ) 6:0, 6:1; მიხაელა კრაიჩეკი (ჰოლ)-ტატიანა მალეკი (გერ) 6:3, 6:2; დინარა საფინა (რუს)-ჰან ქსინიუნი (ჩინ) 6:2, 6:0; ეკატერინა ივანოვა (რუს)-ნინა ბრატჩიკოვა (რუს) 6:3, 4:6, 6:4.

მონტერეი (მექსიკა). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

I წრე

ანასტასია სევასტოვა (ლატ, 5)-ლაურა პოუს ტიო (ესპ) 6:2, 6:4; სარა ერანი (იტა, 6)-იოჰანა ლარსონი (შვედ) 6:2, 6:4; ლუსი ჰრადესკა (ჩეხ)-ჟუჟანა ონდრაშკოვა (ჩეხ) 6:2, 6:2; ალექსანდრა ვოზნიაკი (კან)-ხიმენა ერმოსო (მექ) 6:2, 6:0; ალიზ კორნე (საფ)-სიმონა ჰალეპი (რუმ) 7:5, 6:1; სარა ერანი (იტა, 6)-იოჰანა ლარსონი (შვედ) 6:2, 6:4; ბარბორა ზახვალოვა (ჩეხ)-რომინა ოპრანდი (იტა) 6:0, 4:6, 6:1; ოლგა გოვორცოვა (ბლრ)-რენატა ვორაკოვა (ჩეხ) 6:3, 6:1; ქსენია პერვაკი (რუს)-იულია გორჯესი (გერ, 4) 6:1, 7:5; მელანი ოუდინი (აშშ)-ვანია კინგი (აშშ) 6:4, 6:1; სიბილ ბამერი (ავსტრია)-ანდრეა ჰლავაჩკოვა (ჩეხ) 4:6, 6:3, 6:3.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა