საახალწლო დღეებში, ფასის შეუცვლელად, 200-ზე მეტი არხი "სილქნეტის" ქსელში ჩართულ მომხმარებლებს ავტომატურად გაუაქტიურდათ
საახალწლო დღეებში, ფასის შეუცვლელად, 200-ზე მეტი არხი "სილქნეტის" ქსელში ჩართულ მომხმარებლებს ავტომატურად გაუაქტიურდათ.

20 დეკემბრიდან 20 იანვრის ჩათვლით, საინფორმაციო, შემეცნებითი, გასართობი, საბავშვო, მუსიკალური, კინო თუ სპორტული შინაარსის ქართული და უცხოური არხებით მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, უკეთ გაეცნონ სრულ პროგრამას, შეარჩიონ სასურველი გადაცემები, ტვ-შოუები, მოირგონ ის შესაძლებლობები, რასაც ინტერაქტიული ტელევიზია სთავაზობს მათ.

"ნანატრი დასვენების დღეები, ნანატრი ახალი წელი და ნანატრი ტელევიზორი - საახალწლოდ ერთი თვით ყველა არხი ჩამერთო, როგორც გავარკვიე ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე, - ამბობს თაკო კილაძე. - ძალიან მაინტერესებდა რამდენიმე არხი, რაც აქამდე არ მქონია. ახლა ფილმებსაც ჩავუჯდები და პროგრამებსაც უკეთ გავეცნობი".

კინოარხები SilkTV-ის სააბონენტო პაკეტებშია გადანაწილებული, თუმცა მომხმარებელს შეუძლია ერთიანად დაიმატოს საგანგებოდ კინომოყვარულებისთვის დაკომპლექტებული თემატური პაკეტი "კინო" - 15 არხით. საახალწლო აქციის ფარგლებში, ყველა ეს არხი, არჩეული პაკეტის მიუხედავად, ავტომატურად გაუაქტიურდათ მომხმარებლებს.

მალე არდადეგები იწყება. SilkTV-ის პატარა მაყურებელს ერთი თვის განმავლობაში საბავშვო ჟანრის არხების თვალის მიდევნება შეუზღუდავად შეეძლება. პატარებს ქართულ ენაზე დუბლირებულ ანიმაციებს, "სილქნეტის" მიერ საგანგებოდ შექმნილი არხი - "Silk ქიდსი" სთავაზობს.

"ზამთრის არდადეგებზე უფრო ძნელია გაართო ბავშვი. გარეთ დიდხანს ვერ გაუშვებ, ან სულ ხატვით ვერ დაკავდება. ტელევიზორის ყურება უყვარს. საყვარელი ანიმაციები აქვს. სხვათა შორის, შევამჩნიე, რომ ინგლისურ სიტყვებს უკეთ იმახსოვრებს ამ მულტფილმებიდან. ჩვენც ვცდილობთ, რომ ინგლისურ ენაზე გადავიყვანოთ არხი. ძირითადად, Cartoon Network-ს და Nickelodeon-ს უყურებს. რადგან სხვა არხებიც ჩაირთო, არჩევანიც მეტი ექნება დასვენების დღეებში" - ამბობს პატარა ნიკას დედა.

SilkTV-ში HD ფორმატით 7 არხი მაუწყებლობს: fashion TV; National Geographic Channel; Luxe TV; food network; Eurosport; HD Life. თემატური პაკეტების დამატებით აბონენტებს საშუალება ეძლევათ, სხვადასხვა ჟანრის არხებით გაიუმჯობესონ მაუწყებლობა.

ლევან მაისურაძემ თემატური Silk სპორტი მაშინვე დაიმატა, როცა SilkTV-ის მომსახურება ჩართო:

"ძირითადად NBA მაინტერესებს და ლაივში ვუყურებ თამაშებს. ეს ერთი თვე სხვა საინტერესო არხებსაც გადავხედავ. უფრო Nat Geo Wild-ისა და Viasat-ის არხების ჩართვამ გამახარა, რაც არ არის ჩემს ძირითად პაკეტში".

სპორტი მართლაც SilkTV-ში ჯობია! თემატური Silk სპორტ პაკეტის სამივე არხი ერთი თვით ყველა მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ეს არხები ექსკლუზიურად რეიტინგული მატჩების თუ თამაშების ტრანსლირებას ახდენს:

ესპანეთის ჩემპიონატი, იგივე LaLiga

ინგლისის ჩემპიონატი, იგივე Premier League

გერმანიის ჩემპიონატი, იგივე Bundes Liga

ჰოლანდიის ჩემპიონატი, იგივე Eredivisie

ევროპის ლიგა, იგივე Europe League

ჩემპიონთა ლიგა, იგივე Champions League

კალათბურთის ყველაზე ცეცხლოვანი ტურნირი - NBA ლაივ-ტრანსლაციით და Wimbledon-ის საჩოგბურთო ჩემპიონატი.

გარდა ამისა, "სილქნეტის" სატელევიზიო სერვისი სპორტულ Eurosport, Viasat Sport; Бокс ТВ; Авто Плюс არხებსაც მოიცავს. საახალწლო აქციის ფარგლებში, თითოეული ამ არხის პროგრამას უკეთ გაეცნობა მომხმარებელი.

SilkTV - სატელევიზიო სერვისი უნიკალურია და გამოირჩევა ბაზარზე, როგორც მოხმარების სიმარტივით, ინტერაქტიულობით /გადახვევა-დაპაუზება/, ისე ექსკლუზიური კონტენტით - Silk-ის ჯგუფში გაერთიანებულია კინო, საბავშვო, შემეცნებითი და სპორტული არხები ქართულ ენაზე.

მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ეკრანიდან, პულტის მეშვეობით დაიმატოს სხვადასხვა ჟანრის რეიტინგული არხი, შეცვალოს ენა, თავად შექმნას რჩეული არხების კატეგორია და ერთად მოუყაროს თავი საყვარელ პროგრამებს.

R

მომხმარებელი
ძალიან მაგრები არიან!გამოუშვეს დიდი რეკვების და ლოდინის შემდეგ ინსტალატორი გამოუშვეს და აღმოჩნდა რომ თავისუფალი პორტი არ ქონიათ....მის მერე კი სამი თვე გავიდა და ისევ არაფერ... როგორ მუშაობენ საინტერესოა...
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
გირასი მთავარი სამიზნეა - "მილანს" "დორტმუნდის" ფორვარდის დამატება უნდა
კარლი სრულწლოვანი გახდება და "ბაიერნი" ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
ბლექ ფორტრესმა კასპში იმარჯვა, ვინგსმა ლიბერთის აჯობა, ბურჯმა ახალციხეს მოუგო
დიდი 10 | ყაზბეგი 0:16 ხვამლი
გაწვრთნის თუ არა კერიკი "იუნაიტედს" მომდევნო სეზონშიც? - ფაბრიციო რომანომ "მანკუნიანელების" შესახებ ისაუბრა
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგის" წაუგებელი სერია დასრულდა
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონე" "კატანძაროს" ფრედ ეთამაშა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" "ჰერტასთან" დამარცხდა
ირის ანტმანის პრესკონფერენცია
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
[VIDEOS] ბობონოვი ვაზარით კიმი კი იპონით დაამარცხა - ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
გამოტოვებს თუ არა მბაპე "სიტისთან" მატჩს? - Cadena Ser-ი ინფორმაციას ავრცელებს
ჯესი ლინგარდი კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
"მადლობელი ვარ სამწვრთნელო შტაბის, რომ ასეთ მატჩში თამაშის შანსი მომცა" - ალექსანდრე მერკვილაძე
"მინდა ფეხბურთელებმა თავდაჯერება დაიბრუნონ" - ლუის ენრიკე "ჰავრთან" მატჩის შემდეგ
[VIDEO] მამუკელაშვილის 16 წუთი - "ტორონტომ" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEO] მატჩის გმირმა გულიაშვილმა "რასინგის" ქომაგებს ესპანურად მიმართა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჰავრთან" მატჩში?
ზურიკოს "სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა და გალიდერდა
[VIDEO] უკვე დუბლი და საგოლე გადაცემა - გულიაშვილის ძალისხმევით "რასინგი" ლიდერების მატჩში 3:0-ს იგებს
დაიწყო - გულიაშვილმა ესპანეთში პირველი გოლი გაიტანა