ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ზაურ სვანაძე: ჩემი სამწვრთნელო კრედო არის სამართლიანობა!

ზაურ სვანაძე: ჩემი სამწვრთნელო კრედო არის სამართლიანობა!

ბაქოს "ინტერის" მთავარი მწვრთნელის აზრით, აზერბაიჯანის ჩემპიონატი ამიერკავკასიაში პირველია...
ბაქოს "ინტერი" აზერბაიჯანის ჩემპიონატში წარმატებით თამაშობს. მართალია, ზაურ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი იქაური ფეხბურთის ლიდერებს ფინანსური სტაბილურობითა და კონტინგენტით ვერ დაეტოლება, მაგრამ გუნდი ყველა შეხვედრაში ბოლომდე იბრძვის და ხშირად სასურველ შედეგსაც აღწევს. დავამატოთ ამას ისიც, რომ "ინტერი" აზერბაიჯანის თასის ნახევარფინალშია, სადაც ნიკა კვეკვესკირის "გაბალას" დაუპირისპირდება.

"მწვრთნელის გუნდიაო", ეს "ინტერზე" ითქმის. კლუბში ძველებურად მრავლად აღარ არიან ჩვენებურები, მაგრამ ქართველი ფეხბურთელის გარეშე "ინტერი" მაინც არ არის. დედაქალაქური კლუბის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ხიზანიშვილია, ქართული ფეხბურთის ვეტერანი...

"ლელომ" ინტერვიუ ჩაწერა "ინტერის" მწვრთნელ ზაურ სვანაძესთან, რომელმაც არაერთ საინტერესო თემაზე ილაპარაკა...

- თავდაპირველად, პირველი ნახევრის შეფასება უნდა გთხოვოთ...

- პირდაპირ ვიტყვი, რომ სეზონის პირველ ნახევარში "ინტერის" თამაშით კმაყოფილი ვარ. ჩვენ აზერბაიჯანის ჩემპიონატში მესამე ადგილზე ვართ, ასევე ვითამაშებთ თასის ნახევარფინალშიც. შეიძლებოდა, თუნდაც ჩემპიონატში რამდენიმე ქულით მეტი გვქონოდა, მაგრამ ეს ფეხბურთია...

მოკლედ, მხოლოდ დადებითად შევაფასებდი ჩვენი გუნდისთვის სეზონის პირველ ნახევარს. თან, ყველამ ვიცით, რომ იყო გარკვეული პრობლემები. მათ შორის, ვგულისხმობ ფეხბურთელების მიმართ არსებულ დავალიანებებს. მოკლედ, შედეგი კარგი იყო. ახლა მთავარია, რა იქნება სეზონის მეორე ნახევარში.

აქედანვე ვიტყვი, რომ პირველობის დასკვნით ნახევარში გაცილებით რთული მატჩები გველის, ვიდრე პირველში იყო. ეს ყოველთვის ასეა და ჩვენს შემთხვევაშიც ასე იქნება. მზად უნდა შევხვდეთ ამ მნიშვნელოვან გამოწვევას.

- თასის ნახევარფინალში ნიკა კვეკვესკირის "გაბალას" დაუპირისპირდებით. ალბათ, საინტერესო დუელი იქნება...

- რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო ორმატჩიანი დუელის მომსწრენი უნდა გავხდეთ. როგორც მოგეხსენებათ, "გაბალა" ძალიან კარგი გუნდია. ნიკა კვეკვესკირს კი ჩემი უდიდესი პატივისცემა! - თუ გახსოვთ, "ინტერში" ის ჩემი ხელმძღვანელობით თამაშობდა.

ძლიერ მოწინააღმდეგესთან მოგვიწევს საქმის დაჭერა, მაგრამ ეს თასია და ყველამ ვიცით, რომ თასის გათამაშებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. დიდი მონდომებით უნდა მოვემზადოთ ამ საპასუხისმგებლო შეხვედრისთვის.

- საინტერესოა, "ინტერმა" ევროთასებზე გამსვლელი ადგილი რომ მოიპოვოს, შეძლებთ ევროტურნირებზე თამაშს თუ კლუბის მიმართ დაწესებული სანქცია ისევ ძალაშია?

- არა, თუ გუნდი მოიპოვებს ევროთასებზე თამაშის უფლებას, აკრძალვა აღარ იქნება ძალაში და ჩვენ აუცილებლად ვითამაშებთ ევროთასებზე. სწორედ ესაა ჩვენი მიზანი. მესამე ადგილზე ვართ და თასის ნახევარფინალს ვთამაშობთ. ასე რომ, ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. შანსი არის და ის უნდა გამოვიყენოთ.

- სატრანსფერო პერიოდი ახლოვდება. ქართველი ფეხბურთელების დამატებას ხომ არ აპირებთ?

- სიამოვნებით დავიმატებდით, მაგრამ არ გვაქვს უფლება. სამწუხაროდ, აკრძალვა გვაქვს ტრანსფერებზე. თუ გავედით ევროთასებზე, მაშინ იმ კონტინგენტით მოგვიწევს ფონს გასვლა, რომელიც დღეს გუნდში გვყავს.

- ეს სერიოზული პრობლემაა, თუნდაც - აზერბაიჯანის ჩემპიონატში...

- გეთანხმებით, პრობლემა მართლაც სერიოზულია, მაგრამ რას ვიზამთ, რა მოცემულობაც გვაქვს კონკრეტულ მომენტში, იმას უნდა მოვერგოთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ამოცანები გადავჭრათ. უნდა გავიდეთ ფონს იმ კადრებით, რომლებიც დღეს ჩვენს გუნდში არიან.

- თქვენი ხელმძღვანელობით გუნდმა ერთხელ უკვე ითამაშა ევროთასებზე და "ინტერი" ევროპალიგაზე ცუდი ნამდვილად არ იყო - მხოლოდ ბილბაოს "ატლეტიკთან" დამარცხდით...

- ყველას გახსოვთ, რა პროცესები ვითარდებოდა მაშინ "ინტერში". სიმართლე რომ ვთქვათ, ათი დღის შეკრებილი გუნდით ვითამაშეთ. ჯერ ალბანური ბარიერი დავძლიეთ, მერე ისლანდიური... რაც შეგვეძლო, "ატლეტიკთანაც" ვიბრძოლეთ. იმ ეტაპზე, ალბათ, ეს იყო ჩვენი მაქსიმუმი.

რა თქმა უნდა, "ატლეტიკთან" მატჩში ჩვენი მიზანი ბოლომდე ბრძოლა იყო და ეს გარკვეულწილად შევძელით კიდეც, თუმცა უნდა ითქვას, რომ მეტოქე ჩვენზე ძლიერი იყო და კანონზომიერი შედეგიც დაფიქსირდა.

- როგორ ფორმაშია "ინტერის" ერთადერთი ქართველი - ზურაბ ხიზანიშვილი? რამდენად დიდია მისი წვლილი გუნდის წარმატებაში?

- აბსოლუტურად გულწრფელად ვიტყვი, რომ ძალიან ბედნიერი ვარ, ასეთი პროფესიონალი ფეხბურთელი და პიროვნება რომ მყავს გუნდში. სულ თავიდან, როცა "ინტერის" მთავარ მწვრთნელად დავინიშნე, გუნდში ორი ქართველი ფეხბურთელი ავიყვანე - ზურაბ ხიზანიშვილი და ნიკა კვეკვესკირი. ახლაც ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. სეზონის პირველი ნახევარი ხიზანიშვილმა უმაღლეს დონეზე ჩაატარა. მას საერთოდ არ ჰქონია ჩავარდნა. მჯერა, ასე იქნება სეზონის დასკვნით ნაწილში.

ზურა იმხელა მასშტაბის პროფესიონალია, ისე უყვარს ფეხბურთი და ისე უდგება საკეთებელს, რომ სხვანაირად მე ვერ წარმომიდგენია. ხიზანიშვილი "ინტერისთვის" შეუცვლელი ფეხბურთელი და აზერბაიჯანის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა.

- ბევრი მიიჩნევს, რომ ბოლო წლებში აზერბაიჯანის ჩემპიონატის საშუალო დონე ოდნავ დაეცა თუნდაც იმის გამო, რომ საშუალო გუნდები შედარებით დასუსტდნენ. იზიარებთ ამ მოსაზრებას?

- არა, ამ მოსაზრებას ვერაფრით გავიზიარებ. ავიღოთ წლევანდელი ჩემპიონატი, რომელიც 8-გუნდიანია. "ინტერი" ერთ-ერთი ლიდერია და უნდა გითხრათ, რომ იოლი მატჩი საერთოდ არ გვქონია. დარწმუნებული ვარ, თქვენს კითხვას ასევე უპასუხებენ "ყარაბაღისა" და "გაბალას" მთავარი მწვრთნელები.

არა, მე ვერ ვამჩნევ, რომ ჩემპიონატი დასუსტდა. მე ვიტყოდი, რომ ის პირიქით, გაძლიერდა. რაც შეეხება ლიდერებს, ისინი მართლაც რომ შესანიშნავად არიან დაკომპლექტებულები.

- ლეგიონერები აზერბაიჯანის ჩემპიონატში - როგორია მათი წვლილი?

- ძალიან დიდი. აზერბაიჯანის ჩემპიონატში ლეგიონერი იმ პრინციპით ჩამოჰყავთ, რომ ერთი თავით მაინც მაღლა უნდა იდგეს ადგილობრივ მოთამაშეზე. ლეგიონერი იქ გუნდის ლიდერია. არ არსებობს, ჩამოიყვანონ უცხოელი, რომელიც სკამზე იჯდება.

- აზერბაიჯანის ჩემპიონატში მომუშავე თქვენი კოლეგებიდან ვის გამოარჩევდით?

- გამოვარჩევდი "ყარაბაღის" მთავარ მწვრთნელს, გურბან გურბანოვს და "გაბალას" დამრიგებელ რომან გრიგორჩუკს. ორივე მათგანი ძალიან მაღალი დონის სპეციალისტია. მათ სამწვრთნელო დონეს ხაზს უსვამს ევროთასებზე მიღწეული შედეგები. "ყარაბაღმა" და "გაბალამ" უკვე კარგა ხანია გემო გაუსინჯეს ევროთასების ჯგუფურ ეტაპს.

- ვინ მიგაჩნიათ აზერბაიჯანის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად?

- ერთ ფეხბურთელს ვერ დავასახელებ. ალბათ, უფრო სამართლიანი იქნება, თუ ვისაუბრებთ რამდენიმე მოთამაშეზე. გამოვარჩევდი კინტანას, ალმეიდას, უიკსს, ხიზანიშვილს... არ მინდა, ვინმე გამომრჩეს. აზერბაიჯანის ჩემპიონატში მრავლად არიან კლასიანი ფეხბურთელები. ნურც ადგილობრივებს ჩამოვწერთ. მოგეხსენებათ, ბოლო დროს აზერბაიჯანის ნაკრებს პროგრესი აქვს.

- თქვენთვის რამდენად არის აზერბაიჯანის ჩემპიონატში მუშაობა პროგრესის საშუალება?

- მიმაჩნია, რომ მაღალი დონის ჩემპიონატია. ჩვენ ჩვენი გვიყვარს და, რა თქმა უნდა, საქართველოს ჩემპიონატზე გვტკივა გული, მაგრამ ობიექტურად რომ შეხედოთ, ამიერკავკასიაში პირველი ჩემპიონატია.

ვგრძნობ, რომ, როგორც მწვრთნელი, ვიზრდები. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ ჩემპიონატში განსხვავებული სტილის არაერთი გუნდი თამაშობს. ყველა მოწინააღმდეგე თავისებურ მიდგომას მოითხოვს ჩვენგან. მწვრთნელისთვის აზერბაიჯანის ჩემპიონატში მუშაობა პროგრესის კარგი საშუალებაა. ჩვენ ხომ ისეთი გუნდების წინააღმდეგ გვიწევს თამაში, როგორებიც "გაბალა" და "ყარაბაღი" არიან. ძლიერ მეტოქეებთან დაპირისპირებაში გუნდიც იზრდება და მწვრთნელიც.

- როგორ ახერხებთ ფეხბურთელების კეთილგანწყობის მოპოვებას? რა არის თქვენი მთავარი სამწვრთნელო კრედო?

- სამართლიანობა! ამ პრინციპს არასოდეს გადავუხვევ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• xishnika

კაი მრწვტნელია.

ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს

Transfermarkt-ის რეიტინგი: პირველი დონარუმაა, მეთერთმეტე მამარდაშვილი, ოცდამეცამეტე ალისონი

[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" კვლავ იმარჯვა და უკვე პლეი-ოფის ზონაშია

სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ

"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა

"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა

სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?

7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი

"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს

სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა

ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა

"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა

ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა

ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა

[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი და ბარნსის საოცარი მატჩი - "ტორონტომ" "გოლდენ სტეიტი" ოვერტაიმში დაამარცხა

ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა

"ინშალა". გოლი ყოველ 5 წუთში "რეალის" კარში - ლაპორტამ თქვა, რა არის სამოთხე

Globe Soccer Awards. საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა - კვარაცხელია თავდამსხმელებში ნომინანტებს შორის იყო

ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო

"გაზაევი ულვაშა ჰომოსექსუალია" - კიევის "დინამოს ყოფილი" ფეხბურთელი

"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - მზადაა "რეალის" 18 წლის შემტევი 50 მილიონად შეიძინოს

"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა

"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი

ზაურ სვანაძე: კარგ ქართველ ფეხბურთელზე უარის ვინ იტყვის, მაგრამ...

კვეკვესკირი: მცირეოდენ ფეხის დაცდენაზე რეაქცია უნდა გვქონდეს

კვეკვესკირი შესაძლოა, თავის ძველ კლუბს დაუბრუნდეს

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელად ზურაბ ხიზანიშვილი დანიშნეს

ხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა...

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

"ცხვირი რომ ჩამოუშვა და დამანახო, ხასიათზე არ ხარ, აღარც შემოგხედავ" - ხიზანიშვილმა წელი შეაჯამა

გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს

[ლეგიონი] ხიზანიშვილმა გამარჯვების გაიტანა, კვეკვესკირს ხელი გაარტყეს [VIDEO]

ბაქოს "ნეფთჩის" ფანები კახა ცხადაძესა და ზაურ სვანაძეს ახსენებენ...

Geo Team: კვეკვესკირი კარიერას უნგრულ გუნდში გააგრძელებს

ხიზანიშვილი: სანიოლი გასაძევებელი არ იყო - არ მგონია ხუთმცველიან დაცვაზე დავბრუნდეთ

ბაქოს "ინტერმა" ზაურ სვანაძეს ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა

ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შეუერთდება

GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა

ზაურ სვანაძემ და ბაქოს "ინტერმა" ახალი კონტრაქტი გააფორმეს

ოფიციალურად - ნიკა კვეკვესკირი "ნირედჰაზაში" გადავიდა

ერთხელ ბაქოში... სად გაგვასწრო მეზობელმა ფეხბურთში