რა ხიბლი აქვს შეხვედრას და დაწოლას ადამიანთან, რომელიც შენს ენაზე არ ლაპარაკობს
ბოლო წლებში, ყოველი ოლიმპიადის წინ, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინფორმაციად რჩება პრეზერვატივების რაოდენობა, რომელიც ორგანიზატორებმა სპორტსმენებისთვის შეისყიდეს. მათი დარიგება ოლიმპიურ სოფელში 1988 წელს, სეულის თამაშებზე დაიწყეს. ჰყვებიან, რომ მალე გამოყენებულ პრეზერვატივებს შენობების სახურავებზეც პოულობდნენ, რადგან ბევრმა ქვეყანამ საკუთარ წარმომადგენლებს სთხოვა - უფრო მოკრძალებულად მოქცეულიყვნენ.

"ნანახი მაქვს, ხალხი როგორ იყო დაკავებული სექსით ყველას თვალწინ, - იხსენებს ოლიმპიურ სოფელში ცხოვრებას აშშ-ის ქალ ფეხბურთელთა ნაკრების მეკარე ჰოუპ სოლო. - სპორტსმენებს ხომ უყვართ უკიდურესობები. თუ ვარჯიშობ, ამას მაქსიმალური კონცენტრაციით აკეთებ. თუ სვამ, ერთბაშად 20 ჭიქა უნდა მიიღო. როცა ცხოვრებაში რაღაც ერთხელ ხდება, გინდა, მაგარი და მძაფრი მოგონებები დაგრჩეს - ტურნირზე, საღამოებზე, სექსზე".

საინტერესო მოგონებები დარჩა კერი შეინბერგს - სამთო მოთხილამურეს, რომელიც 1994 წლის ოლიმპიადაზე გამოდიოდა. ის ჰყვება, რომ გერმანელი ბობსლეისტები საკუთარ მედლებს სთავაზობდნენ სექსის სანაცვლოდ: "მათ მკაფიოდ მიმანიშნეს, რომ მზად იყვნენ, მედლები სხვადასხვა მომსახურებაში გაეცვალათ".

1992 წელს, ბარსელონას ოლიმპიადაზე მაგიდის ჩოგბურთში ბრიტანეთის ნაკრების შემადგენლობაში ირიცხებოდა მეტიუ საიდი, რომელიც, მოგვიანებით, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი სპორტული ჟურნალისტი გახდა. 2008 წელს საიდმა "თაიმსისთვის" დაწერა სტატია იმის შესახებ, რომ თამაშებზე ორკვირა-ნახევარში უფრო მეტი სექსი ჰქონდა, ვიდრე იქამდე მთელი ცხოვრების განმავლობაში:

"ათასობით სპორტსმენი ქალი მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან: კარგ ფორმაში, სექსუალურად მომწიფებულნი... სასადილოში თითოეული სტუმრობა ნიშნავდა კუბელ მხტომელთან ან შვედ ბადმინტონისტთან გამოლაპარაკებას. სასაცილომდე ცხადი იყო ის, რაც ყველას ერთმანეთისგან უნდოდა.

სანამ ტურნირები მიდიოდა, დიდი გაჭირვებით ვიკავებდით თავს, მაგრამ, როგორც კი ბრძოლას ვეთიშებოდით, ერთმანეთს ვეცემოდით, როგორც ჭკუიდან გადასული მოფარიკავეები. შესაძლოა, იყო ბევრი ჰომოსექსუალური კავშირიც, მაგრამ ჰომოფობია სპორტში - სამწუხაროდ, ცნობილი ფაქტია. ასე რომ, ასეთი რამეები საიდუმლოდ კეთდებოდა".

ბრაზილიელი წყალბურთელის, ტონი აზევედოს თქმით, ყველაფერი ასე იმიტომ ხდება, რომ ბევრ სპორტსმენს ოლიმპიურ სოფელში პირველად უჩნდება თავისუფალი დრო ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში:

"იფიქრეთ იმაზე, რა რთულია ვინმეს გაცნობა. ახლა იფიქრეთ ოლიმპიელებზე, რომლებიც ყოველდღე ვარჯიშობენ დილის ექვსი საათიდან საღამოს ხუთ საათამდე. როდის უნდა გაიცნონ ერთმანეთი? სოფელში დაძაბულობა ნელდება და...!"

ჰოუპ სოლოს მიაჩნია, რომ სოფელში ძალიან იოლია გაცნობა, რადგან ყოველთვის არის სალაპარაკო თემა: "ხანდახან, ბარში ვინმესთან გამოლაპარაკება უხერხულია, აქ კი ყველას აქვს რაღაც საერთო".

"უბრალოდ, ყველა ლამაზია და ყველას ცოტა აცვია", - ასე ხსნის ამერიკელი შუბის მტყორცნელი ბრო გრირი: "ყველგან გოგონები არიან პატარა ტრუსებითა და ლიფებით, ბიჭები კი საცვლებით. მაშინვე ამჩნევ - ვის რა და როგორი აქვს. ისეც ხდება, რომ სახე დიდი არაფერი, მაგრამ ტანი იდეალურია".

2000 წელს, სიდნეის ოლიმპიადის ორგანიზატორებს დაუმთავრდათ 70 ათასი პრეზერვატივის პარტია და მოუწიათ კიდევ 20 ათასის შეკვეთა.

ერთხელ ამერიკელი მსროლელი ჯოშ ლაკატოსი დასახლდა სართულზე, სადაც ბევრი თავისუფალი ნომერი იყო.

"პირველად ამის შესახებ ამერიკელმა მძლეოსნებმა გაიგეს. ერთხელ, დილით დავინახე, რომ ბიჭებთან ერთად ნომრებიდან გამოდიოდა რომელიღაც სკანდინავიური ქალთა გუნდი სრული შემადგენლობით, რომელმაც წინა დღეს გაირბინა 4X100 მეტრი ესტაფეტა. მალე მივხვდი, რომ ოლიმპიურ სოფელში ბორდელის მეპატრონე ვიყავი", - იხსენებს ლაკატოსი.

"სპორტსმენები - თავგადასავლების მაძიებლები არიან, - ამბობს ჰოუპ სოლო. - მათ ყოველთვის სჭირდებათ გამოწვევა. მაგალითად, შეხვედრა და დაწოლა ადამიანთან, რომელიც შენს ენაზე არ ლაპარაკობს".

"ვანკუვერის თამაშებზე ექვსმა სპორტსმენმა - გერმანელებმა, კანადელებმა და ავსტრიელებმა - ჯაკუზი-ფართი მოაწყო. შემდეგ ეს წვეულება ჯაკუზი-ორგიაში გადაიზარდა", - მოუყვა ESPN-ს მოთხილამურე, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.

"შეიძლება ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ისინი ვეღარასოდეს შეხვდებიან ერთმანეთს, - ამბობს ამერიკელი ბირთვის მკვრელი ჯონ გოდინი. - ეს ვეგასივითაა. უბრალოდ, არ სვამენ ზედმეტ კითხვებს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გიო
ტრრრ
ლაშა
თუ გახსოვთ რიოს ოლიმპიადაზე ჩვენმა ძიუდოისტმა აწონვაზე რო დააგვიანა დილით და მოხსნეს მე მგონი. მწვრთნელი იძახოდა ადრე დავაწვინე გამოძინებული რო ყოფილიყოვო მაგრამ ამდგარა, გაუსეირნია ბარში შესაბამისად ძალიან გვიან დაწოლილა და დააგვიანა. კითხვა: რა საქმეზე გაისეირნა?
gio
ნინო სალუქვაძეს მოაკოლეთ??? მაგას ოლიმპიადა არ გაუმაზია...
Chezare Borgia
ნატალის: ჩათვალე ჩემი სახით ჰორმონალური შემოტევების დამაცხრომელი ერთი ტემპერამენტიანი მაჩო უკვე გამოგიჩნდა ვნებიანო ასულოვ.
ani
მაგას ვინ ამბობს, ლიანა , უკბილო ხუმრობის ავტორო, მაგრამ ყველაპერს ხომ ტავისი ადგილი უნდა ჰკონდეს. ? ცხოველების დონეზე რომ დავა ადამიანი, მერე ხდება სოდომ/გომორი...
ani
არა მგონია ორგიებიტ და გაუკუღმარტებული სეკსიტ მშვენიერება მოიპოვოტ , ტუნდაც სეკსში. ასეტი მიდგომა ხომ ცხოველის დონეზე დასვლაა. ეხლა კი ტკვენი ნებაა გინდატ იყოტ ჰარმონიული ადამიანი ტუ აირჩვეტ იყოტ ცხოველი:-) ჰაჰაჰა იყავიტ ცხოველები, უპრო სწორად ძაღლები აკეტებენ ყველაზე მეტად ამას კუჩებში. :-0 :-) რა მაგარია არა ცხოველად ყოპნა?:-) ვაი ტკვენს "გამზრდელ" დედებს და"ოჯახებს" რა ინტელეკტუალური , სეკსუალურები აღუზრდიხარტ??? ჩვენც გვესმის რაღაც , მაგრამ ასე ურცხვად, ასე წაბილწულად???
jimi
იქ იმდენი მოცურავეა შენი ფეხებგამონგრეული და ბრტყლეთავა მოჭიდავეები ვის უნდა, ძიუდოისტები კიდე ჰო
ვახტანგი
რაღაცა ხო უნდა მოგეწონოთ ხალხო რა იყო :D ვისთანაც უნდათ იმათთან ჰქონდეთ სექსი რატომ არ გკიდიათ :D :D ტერიტორიებს ვკარგავთ მაგით , რელიგიას თუ ენას ვიღაც კანადელს და გერმანელს რომ სექსი აქვს :D ქართველთანაც ჰქონდეს რა იყო რა პრობლემაა მერე, არ გვაქვს დემოგრაფიული პრობლემები და გვაწყენს კარგი სპორტული ოჯახი თუ რა იყო? განიტვირთეთ ყველაფერზე ნუ დარდობთ, ამ საიტზე გასართობად შემოდით და არა ბოღმის ამოსაღებად
ვარდის ფერი ხმაურის აქტივისტი
შემოგიერთდებით მეც ჩემი გრძელი ენით. აბა ლიანა უარს მეუბნება და...
ზურა
სექსი გარყვნილებააო ?? სექსი რომ აკრძალულიყო მაგ კომენტარს ვერ გააკეთებდი დამიჯერე ;დდ ასეთი აზროვნება საიდან ? ;დდ
natali
ჭიკი-ს. აბსოლიტურად გეთანხმები და შენს გვერდით ვარ ამ წუთას და ამ მომენტში ჩემო ......ეს ისეთი თემაა, რაც "ღრმად შევტოპავთ", მით უკეთეს განწყობაზე დავდგებით.
barec
........-Fuy sheni!!!!!!
Liana
სექსი საერთოდ უნდა აიკრძალოს, გარყვნილებაა.
ვარდის ფერი ხმაურის აქტივისტი
მოვითხოვთ კუნილინგუსის დეკრიმინალიზაციას!!!
ola
რა სისულელეა

ამიტომაც დაბორიალობდნენ ჩვენი მოჭიდავეების აბსოლუტური უმრავლესობა დაბოლილებივით, ალბათ გამოუძინებლები და მაგრად გამოსექსილები. შედეგიც შესაბამისი მოგვაქვს ხოლმე. მედლების 20 ნაღდი კანდიდატიდან 5-6 და ისიც უმეტესწილად "ბრინჯის" მედლები. ისე კეთილი შურით შეგშურდება კაცს. მარტო ამისთვის ღირს ოთხი წელი წვალება რომ ოლიმპიადაზე გაგრიალდე როგორც "ლენდ კრუიზერ" სექსტრონიკი.
ჭიკი
სექსზე მაგარი არაფერი არ არებობს და რა გასავირია.
jaba
შევცდი პროფესიის არჩევაში, სპორტს უნდა გავყოლოდი იქნებ ერთხელ მაინც მოვხვედრილიყავი ზაფხულის ოლიმპიადაზე:))
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა