არნემის "ვიტესის" 29 წლის კაპიტნის ესპანურ ვარიანტებზე გოგა გახოკიძე გვესაუბრება
ესპანურ პრიმერაში გიორგი დემეტრაძისა და შოთა არველაძის შემდეგ, შესაძლოა, მესამე ქართველი ფეხბურთელი გამოჩნდეს - უკვე ვწერდით, რომ საამისო პერსპექტივა აქვს არნემის "ვიტესის" 29 წლის კაპიტან გურამ კაშიას.

ის თბილისის "დინამოს" აღზრდილია და 2010 წელს "ვიტესში" სწორედ ქართული ფეხბურთის ფლაგმანიდან გადავიდა...

ბოლო წლებში კაშია ჰოლანდიური ერედივიზიონის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. შესაბამისად, უკვე დროა, ძალები ევროპის რომელიმე ტოპ-ჩემპიონატში მოსინჯოს. მართალია, მან ცოტა ხნის წინ გააგრძელა კონტრაქტი "ვიტესთან", მაგრამ არ გვგონია, ჰოლანდიურმა კლუბმა წასვლაში ხელი შეუშალოს.

წლების განმავლობაში, კაშიამ "ვიტესში" შესანიშნავი თამაშით დიდი პატივისცემა მოიპოვა კლუბის ხელმძღვანელებსა და გულშემატკივრებს შორის. წესით, მის სურვილს არნემელებმა ანგარიში უნდა გაუწიონ.

გურამსა და კლუბს შორის გაფორმებულ კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც კაშია აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ "ვიტესში" უნდა დასაქმდეს, მაგრამ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ჯერაც აქტიურ ფეხბურთს მისდევს და, რა თქმა უნდა, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში კარიერის გაგრძელება მისთვის ურიგო არ იქნებოდა.

ამასობაში, გამოიკვეთა კაშიას სამსახურით დაინტერესებული კიდევ ერთი ესპანური კლუბი - "გრანადა". ამ დროისთვის, ანდალუსიური კლუბის სატურნირო მდგომარეობა სახარბიელო ნამდვილად არ არის - პრიმერაში მხოლოდ "ოსასუნას" უსწრებს და ბოლოსწინა ადგილზეა. არის ინტერესი ალმათის "ქაირათისგან", სადაც მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძეა...

ვისაც "გრანადას" თამაში უნახავს, დაგვეთანხმება: ამ გუნდს მართლაც დიდი პრობლემები აქვს დაცვაში და ისეთი კლასიანი მცველის გადაბირება, როგორიც კაშიაა, ერთიორად გააძლიერებს.

2 იანვარს "ლელო" საქართველოს ნაკრების ყოფილ ნახევარმცველ გოგა გახოკიძეს დაუკავშირდა, ვინც კაშიას სატრანსფერო ამბების მოგვარებაში ეხმარება. გახოკიძემ ექსკლუზიური ინფორმაცია მოგვაწოდა...

- ვიცით, რომ გურამ კაშიას გადაბირებით ესპანური "ბეტისია" დაინტერესებული. სიმართლეა თუ არა ჩვენ მიერ მოპოვებული ეს ინფორმაცია?

- დიახ, სრული სიმართლეა. "ბეტისი" მართლაც არის დაინტერესებული კაშიათი. აქვე უნდა გითხრათ, რომ პარალელურად არის უფრო რეალური ინტერესი "გრანადადან". ეს თემა უკვე დაძრულია და ველოდებით მოვლენათა განვითარებას...

- ტრანსფერი ამ ზამთარშივე შეიძლება განხორციელდეს?

- უფრო სეზონის დასრულების შემდეგ, მაგრამ არც ამ ზამთარშია გამორიცხული. მალე არნემში ჩავალ და "ვიტესის" ხელმძღვანელობას დაველაპარაკები გურამ კაშიასთან ერთად. მას წასვლა უნდა. გურამმა ყველაფერი გააკეთა კლუბისთვის და ახლა სურს, ძალა უფრო მაღალ დონეზე მოსინჯოს.

- ახლა მთავარია, "გრანადამ" შეინარჩუნოს ადგილი პრიმერა დივიზიონში...

- ნამდვილად. რთული ბრძოლა ელის გუნდს. იმედია, ყველაფერი კარგად დასრულდება.

- "ბეტისიდან" რა დონეზეა ინტერესი?

- როგორ გითხრათ... არის ინტერესი, მაგრამ, როგორც ვთქვი, "გრანადას" ვარიანტი გაცილებით რეალურია.

- ვიცით, რომ ბუდუ ზივზივაძესაც ეხმარებით ახალი კლუბის მოძიებაში...

- რამდენიმე კლუბმა გამოაგზავნა გამზადებული კონტრაქტი. მათ შორისაა პორტუგალიის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის აუტსაიდერი "ტონდელა". ბუდუ ჯერ ფიქრობს და, ალბათ, უახლოეს დღეებში იტყვის პასუხს.

- საქართველოს ჩემპიონატიდან პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში გადასვლა წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. ზივზივაძეს, ალბათ, ის აფიქრებს, რომ გუნდი გასავარდნ ზონაშია...

- მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ არა - უიმედო. გარდა ამისა, საუბარია ჩემპიონატზე, რომელიც ძალიან მაღალი დონისაა. რამდენიმე წარმატებული თამაში და ეგრევე კარიერის გაცილებით მაღალ დონეზე გაგრძელების შანსი გიჩნდება.

ფკ "გრანადა"

"გრანადას" ლუკას ალკარასი წვრთნის. 50 წლის სპეციალისტი კარიერის განმავლობაში ძირითადად საშუალო დონის ესპანურ გუნდებში მოღვაწეობდა. იმუშავა საბერძნეთშიც, სადაც სალონიკის "არისის" მთავარი მწვრთნელი გახლდათ.

ეს გუნდი იმითაა ცნობილი, რომ სხვადასხვა კლუბიდან იჯარით აჰყავს ფეხბურთელები. მაგალითად, ასეთები არიან: გასტონ სილვა (ტორინო), სერჟი სამპერი (ბარსელონა), უჩე აგბო (უოტფორდი), ეზეკიელ პონსე (რომა), ჟერემი ბოგა (ჩელსი), ჯონ ტორალი (არსენალი), გაბრიელ სილვა (უდინეზე), გილერმო ოჩოა (მალაგა), ფრანკ ტაბანუ (სუონსი), რუბენ ვეზო (ვალენსია), ანდრეას პერეირა (მანჩესტერ იუნაიტედი), ალბერტო ბუენო (პორტუ), არტიომ კრავეცი (დინამო კიევი) და ვიქტორ ანგბანი (ჩელსი).

კლუბის მეპატრონეა ჩინელი ბიზნესმენი ჟიან ლიანგი. "გრანადა" დაარსდა 85 წლის წინ. თამაშობს "ლოს კარმენესზე", რომელიც დაახლოებით 24 ათას გულშემატკივარს იტევს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კირკიტა
გრანადაში ახლა არ წახვიდე,ბიჭოოო! თუ გადარჩა,მაშინ კი.
nika
ცნობილია ყველასთვის, რომ გრანადას, უოტფორდს და უდინეზეს ერთი და იგივე მფლობელი - ჯანპაოლო პოცო ჰყავს, შეასწორეთ
odala
რა ინტერესზეც ეს ვითომ აგენტები საუბრობენ, ალბათ თავმოყვარე ევროპელი აგენტი ხმასაც არ ამოიღებდა. რეალურად არანაირი ინტერესი ბეტისიდან არ არის, ასე გავიგე მე ამ სტატიიდან. მაგრამ ხომ უნდა იბაქიბუქონ გრუზინებმა.
guaduas
პრიმერას როგორ ადარებ ერედივიზიონს? რა ვიტესი? გრანადა საერთო დონით ბევრად უკეთესია. ბოლოსდაბოლოდ რეალ- ბარსას ეთამაშები
Guadua
ესპანეთის გრანადა უფრო მაღალი დონეა ვიდრე ვიტესი? :) მოკლედ გადაირევი კაცი ,რას არ მოისმენ, თურმე გასაგდებ კლუბშიც შეგიძლია ითამაშო პორტუგალიაში 2-3 ჯერ კარგად და ლამის ბილბაოში წაგიყვანონ ან პორტუ-ში. ოღონდ კაცთაგაყიდვაში ფული იშოვნონ და ფეხებზე ჰკიდიათ რეალობა რა იქნება,რა დაემართება ფეხბრუთელის კარიერას. წავიდეს კაცო, მოაშორეთ ეს ზივიზვაძეც სამტრედიას და მოაშორეთ სამტრედიას კიდევ ეს უვარგისი და არაფრის მქნელი მენეჯმენტი. რაც შესძლო კლუბმა ეს არა მენეჯმენტის დამსახურებაა არამედ ცეცაძის მიერ შეკრებილი კოლექტივის. კლუბის დირექტორად თუნდაც მაიმუნი დასვი, სანამ ცეცაძე იქნება და ბიუჯეტის ფულები იქნება, მანამ სამტერდია პირევლ სამეულში იქნება.ეგაა მთელი სიმართლე.
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
"ვიტესი" საქართველოსა და მაკედონიის მატჩს გამოეხმაურა [PHOTO]
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
კაშია: იმ წარმატების გამეორება, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე მივაღწიეთ, სრულიად რეალურია
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
კარგი ამბავი - გოგა გახოკიძემ ჩაკვეტაძის შესახებ გასახარი ინფორმაცია გაავრცელა
ჩაკვეტაძის აგენტი: "გენტის" მწვრთნელს გიორგისი ძალიან ეიმედება
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
საქართველოს ნაკრების ორი ლიდერის პორტფოლიო - უნდათ ევროპულ კლუბებს ასეთი ფეხბურთელები?
"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს
"კრილია სოვეტოვის" დირექტორი ჯანო ანანიძეზე: გვესმის, ადამიანს ევროპაში სურს თამაში...
კახა ცხადაძემ "გაბალას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
როგორ შეიცვლებოდა ჯანოს ხელფასი "ვიტესში" - ანანიძის აგენტი არშემდგარი ტრანსფერის დეტალებზე საუბრობს
"ბელგიასთან ცუდი მოგონებები აქვს..." - ქვილითაიას აგენტი ფეხბურთელის მომავალზე საუბრობს
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
РИА Новости: ანანიძე "ვიტესში" ამ დღეებში გადავა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნება და შესაძლო ტრანსფერი - ინტერვიუ გოგა გახოკიძესთან
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" "კაიზერსლაუტერნს" ფრედ ეთამაშა
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
როდის დაუბრუნდება ჩაკვეტაძე მოედანს და რატომ ვერ დაეხმარა ის "გენტში" თამაშიდან 4 დღეში ნაკრებს - რას ამბობს ფეხბურთელის აგენტი
"გიორგის ექიმებმა უთხრეს, რომ..." - ჩაკვეტაძის დაბრუნების თარიღმა გადაიწია
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
17 წელი ეროვნულ გუნდში - კაშია საქართველოს ნაკრებში კარიერას ასრულებს
სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
"ვიტესის" ექსპრეზიდენტი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ვოლფსბურგთან" წააგო