როცა ციფრები არ არის მთავარი...
დღეს ლონდონში ძალიან საინტერესო დერბია - "უაით ჰართ ლეინზე" "ტოტენჰემი" "ჩელსის" დაუხვდება. ამ მომენტისთვის ორივე გუნდი ბრწყინვალე ფორმაშია. "არისტოკრატებს" ზედიზედ 13 გამარჯვება აქვთ, საკლუბო რეკორდი უკვე დაამყარეს და ახლა "არსენალის" მიერ 2001/02 წლების სეზონში დაპყრობილ მწვერვალს (მიჯრით 14 მოგება) უტევენ. მაგრამ ანტონიო კონტე რეკორდებისთვის არ იბრძვის, თუმცა ამაშიც არის აზარტი.

"ჩემმა ფეხბურთელებმა დაამტკიცეს, რომ სათამაშო სცენარის ნებისმიერ განვითარებასა თუ ცვლილებასთან შეუძლიათ ადაპტირება, - თქვა კონტემ "სტოკთან" მოგებული (4:2) საშინაო მატჩის შემდეგ. - ახლა უნდა აღვნიშნოთ ახალი წლის დადგომა და მალევე გადავერთოთ მომდევნო მატჩზე, რომელიც "ტოტენჰემის" წინააღმდეგ გვიწევს. ციფრები არ არის მთავარი, თუ ჩემპიონი ვერ გახდები. ჩემპიონობამდე კი ჯერ შორია. ახლა მთავარი ის არის, სრული კონცენტრირება მოვახდინოთ სეზონის მეორე ნახევარზე".

რაც შეეხებათ "მამლებს", მაურისიო პოჩეტინოს შეგირდებმა ზედიზედ 2 საგარეო დაპირისპირება მოიგეს ერთნაირი ანგარიშით - 4:1, და ეს იმ ფონზე, როცა გასვლითი მატჩები ამ გუნდის ყველაზე ძლიერი მხარე არ არის. სხვათა შორის, "უოტფორდთან" პირველ ტაიმში 3-ბურთიან უპირატესობას რომ მიაღწიეს, ეს "ტოტენჰემისთვის" პირველი შემთხვევა იყო 1997 წელს "სანდერლენდთან" საგარეო გამარჯვების (4:0) შემდეგ.

ისტორიას რომ გადავხედოთ, აღმოჩნდება, რომ "ჩელსის" უპირატესობა აქვს, რაც გასაკვირი არ უნდა იყოს. 138 საჩემპიონატო მატჩში "ლურჯებმა" 59 მოიგეს, 44 გამარჯვებაა "ტოტენჰემის" ანგარიშზე, ხოლო 35 შეხვედრა ფრედ დასრულდა. ცხადია, ბურთების სხვაობაც "ჩელსის" სასარგებლოდაა - 212:194.

გასულ სეზონში ეს გუნდები "უაით ჰართ ლეინზე" ერთმანეთს უგოლოდ დაშორდნენ, სამაგიეროდ, 8 გოლი გავიდა 2015 წლის 1-ლი იანვრის დაუვიწყარ მატჩში, რომელიც "ტოტენჰემის" გამარჯვებით, 5:3 დასრულდა. მასპინძელთაგან დუბლი შეასრულა ჰარი კეინმა, "ჩელსის" მხრიდან კი თავი დიეგო კოშტამ, ედენ აზარმა და ჯონ ტერიმ გამოიჩინეს.

პირველი სამეული დღესაც ბრწყინვალე ფორმაშია. მაგალითად, კეინმა ბოლო ორ მატჩში 3 ბურთი შეაგდო და უკვე 10 გოლს მოუყარა თავი. კოშტაზე კი შეხსენება არ გჭირდებათ - მიმდინარე მარათონის ბომბარდირებს შორის 14 გოლით ლიდერობს და აზარიც იქვეა, 9 გოლით.

და კიდევ - უხვგოლიანი გამოდგა "ჩელსის" ბოლო საგარეო გამარჯვებაც - 2012 წლის 20 ოქტომბერს "არისტოკრატებმა" "უაით ჰართ ლეინზე" 4:2 მოიგეს.

მიმდინარე გათამაშების პირველი წრის მატჩი კი "სტემფორდ ბრიჯზე" მასპინძლებმა 2:1 მოიგეს პედროსა და ვიქტორ მოზესის გოლებით, მანამდე კი "მამლები" კრისტიან ერიქსენის ზუსტი დარტყმის წყალობით იგებდნენ...

სავარაუდო შემადგენლობები

ტოტენჰემი: ლორისი, უოლკერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, როუზი, დაიერი, ვანიამა, სისოკო, ალი, ერიქსენი, კეინი.

ჩელსი: კურტუა, ასპილიკუეტა, დავიდ ლუიზი, კეჰილი, მოზესი, მატიჩი, კანტე, ალონსო, ვილიანი, აზარი, დიეგო კოშტა.

4 იანვარი, ოთხშაბათი

ტოტენჰემი-ჩელსი 23:59

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
"არსენალი" მზადაა "ლესტერის" ფეხბურთელის სანაცვლოდ 52 მლნ ევრო და გრანიტ ჯაკა გაიღოს
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
"მონაკომ" იჯარით "ლესტერის" თავდამსხმელი აიყვანა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე
"არსენალი" გაძლიერებას იწყებს - "მეთოფეებს" მორგან როჯერსის გაფორმება სურთ
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
"აქ ღმერთივით მოგექცევით" - პირს მორგანმა ხულიან ალვარესს მიმართა
მარტინელიც თურქეთის სუპერლიგაში? - "გალათასარაიმ" "არსენალს" წინადადებით მიმართა
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
"როგორ შეიძლება ასეთი რამ თქვა? ეს აღმაშფოთებელია" - რიოლომ ლუის ენრიკე გააკრიტიკა
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
[VIDEO] მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია
"ასეთი თამაში მიუღებელია" - კერიკი "კომოსთან" 1:4 მარცხის შემდეგ
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად
"ამდენი რამ კარიერაში იმიტომ გავაკეთე, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მიმითითონ, დავარტყა თუ არა?!"
"არსებობდა დაუწერელი წესი, თუ ვარჯიშზე მესისთან ახლოს მიხვიდოდი..." - კუკურელიამ "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
მაჰრეზის ყოფილმა მეუღლემ ქორწინების დასრულების მიზეზად "მანჩესტერ სიტი" დაასახელა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მანჩესტერ სიტი" მზად არის, საკუთარი სატრანსფერო რეკორდი გააუმჯობესოს
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
"ლესტერის" მცველი შესაძლოა "ჩელსიში" ზაფხულში გადავიდეს
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს