ფორმულა 1-ის მთავარი პრომოუტერი ტრასებზე ხელოვნური წვიმის იდეით გამოდის, პილოტებს კი "პირელის" საბურავები არ მოსწონთ
უცნაური იდეა წამოაყენა ფორმულა 1-ის მთავარმა პრომოუტერმა ბერნი ექლსტოუნმა - ბრიტანელი რბოლების სანახაობრივი მხარის ასამაღლებლად ეტაპების ორგანიზატორებს სპეციალური სარწყავი სისტემებით ტრასის დასველებას სთავაზობს.

"ჩვენს სერიაში ყოველთვის იყო სანახაობრივი რბოლები სველ ასფალტზე, ასე რომ შეიძლება ვიფიქროთ ხელოვნური წვიმის მოყვანაზე. არსებობს ისეთი ტრასები, რომელთა ხელოვნურად დასველება შესაძლებელია. ასეთი სისტემების დაყენება ზოგიერთ ავტოდრომზე ძალიან იოლია.

რატომ არ შეიძლება რბოლის შუაში წვიმის "ორგანიზება"? მაგალითად 20- წუთიანი ინტერვალით ან ბოლო 10 წრეზე. შესაძლოა, ხელოვნული წვიმის წამოსვლამდე ორი წუთით ადრე გავაფრთხილოდ პილოტები, მაგრამ არავის ეცოდინება როდის შეწყდება "წვიმა". ასე რომ, ყველა თანაბარ სიტუაციაში იქნება", - ამბობს ექლსტოუნი ფორმულა 1-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.

სამი-ოთხი პიტსტოპით

ფორმულა 1-ის პილოტები უკმაყოფილებას ვერ მალავენ "პირელის" ახალი საბურავებით. მაგალითად, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ფერნანდო ალონსოს არ მოსწონს ის, რომ მომავალ სეზონში გაიზრდება პიტსტოპების რაოდენობა, რაც ნეგატიურად იმოქმედებს წამყვანი საჯინიბოების გამოსვლაზე.

ბოქსებში გაჩერებების მიზეზი სწორედ "პირელის" საბურავი იქნება, რომელიც უფრო სწრაფად ცვდება, ვიდრე "ბრიჯსტოუნის", რომელსაც გუნდები შარშან იყენებდნენ.

"ტესტებზე დავრწმუნდით, რომ საბურავების ცვეთის პროცესი გაცილებით სწრაფია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ პიტსტოპების რაოდენობა გაიზრდება. ასეთი პერსპექტივა სულაც არ მხიბლავს, რადგან ეტაპების დროს, შესაძლოა, ბევრი არასამართლიანობა ვიხილოთ, რაც ძლიერ გუნდებს შეუშლის ხელს.

თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ პირობები ყველასთვის თანაბარი იქნება. ნაკლებ პიტსტოპს ვერავინ შეასრულებს, ასე რომ, უბრალოდ ყველაზე სწრაფები უნდა ვიყოთ", - ამბობს ფერნანდო.

ალონსოს ეთანხმება მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სებასტიან ფეტელი. მან გამოთვალა, რომ ეტაპების დროს პილოტებს მინიმუმ სამჯერ მოუწევთ პიტსტოპზე შესვლა, რადგან ერთი ან ორი გაჩერება "პირელის" საბურავების პირობებში შეუძლებელი იქნება.

"ეს საბურავები მკვეთრად განსხვავდება იმათგან, რასაც გასულ წელს ვიყენებდით, მაგრამ ყველანი თანაბარ სიტუაციაში ვიქნებით, - ამბობს ფეტელი ბრიტანული "ავტოსპორტისთვის" მიცემულ ინტერვიუში. - ვფიქრობ, სულ სხვანაირ რბოლებს ვიხილავთ. ერთი პიტსტოპი გამორიცხულია და უფრო მეტიც, თავიდან ბოქსებში ორი შეცვლაც არასაკმარისი იქნება. ასე რომ, მოგვიწევს სამი-ოთხი გაჩერების გაკეთება. წესით, საინტერესო ჩემპიონატი უნდა იყოს.

საკითხი იმაში მდგომარეობს - კარგია ეს თუ ცუდი? ჯერჯერობით რთულია რაიმეს პროგნოზირება, თავიდან უნდა შევხედოთ როგორ წარიმართება რბოლები. მაგრამ ამასთან, ჩვენ მივიღეთ ახალი უკანა ფრთა, რომელიც გასწრებას გაგვიადვილებს.

KERS-ის სისტემა პრაქტიკულად ყველას აქვს, ამიტომაც ამ მხრივ ბევრი არაფერი შეიცვლება. უკანა ფრთა კი სხვა საქმეა - შენ შეგიძლია გამოიყენო ის მხოლოდ შეტევისთვის და არა თავდაცვისთვის. იმედია, ეს ძალიან არ გაამარტივებს გასწრებას, თორემ რბოლა შეიძლება ხელოვნური გამოვიდეს".

ლუისს ბოლიდი არ მოსწონს

ალონსოსა და ფეტელისგან განსხვავებით, სხვა საკითხით არის შეშფოთებული 2008 წლის ჩემპიონი ლუის ჰემილტონი. ბრიტანელს მიაჩნია, რომ "მაკლარენის" ტექნიკურმა შტაბმა სასწრაფოდ უნდა იზრუნოს ახალი მანქანის გაძლიერებაზე.

ჰემილტონი აღიარებს, რომ მის ბოლიდს სერიოზული პრობლემები აქვს მოჭიდების ძალასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, ლუისი იმედოვნებს, რომ ინჟინრები ძალიან სწრაფად გამოასწორებენ ამ ნაკლს.

"2009 წლის ბოლიდი საშინელება იყო: მანქანა მუდმივად "ხტუნავდა", მოსახვევებს სამი საბურავით გადიოდა, ხოლო მოჭიდების ძალა საერთოდ არ არსებობდა, - აღნიშნა ჰემილტონმა. - ეს მანქანა გაცილებით უკეთესია, მიუხედავად ამისა, მას დარჩა ერთი მნიშვნელოვანი ნაკლი - მცირე მოჭიდების ძალა. ეს პრობლემა ვერა და ვერ მოვაგვარეთ. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ შევძლებთ ჩემპიონატის სტარტისთვის ამ პრობლემის ლიკვიდირებას".

avtuko
მემგონი ბერნი ამ სიბერეში გამოშტერდა ... ხელოვნური წვიმა არა თოვლი კიდე
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა