უნივერსალი ანტონიო, ჩინეთის გზა და ძახილი ფლორენციიდან
ახალი წლის საზეიმო დღეები ჩაივლის და იანვრის საფეხბურთო ვაჭრობაც გახურდება. ზაფხულში "ლელო" სატრანსფერო კამპანიას წუთობრივ რეჟიმში აშუქებდა და ამას ვაპირებთ ახლაც. ოღონდ, განსხვავებით მაშინდელი საგიჟეთისგან (რაშიც სარეკორდო გარიგებებს ვგულისხმობთ), ამჯერად, ხმაურიანი გარიგებები მოსალოდნელი არ არის.

მაშ, შევუდგეთ საქმეს...

12:08. ESPN-ის ინფორმაციით, "ჩელსიმ" თვალი დაადგა "ვესტ ჰემის" უნივერსალ მაიკლ ანტონიოს, რომელიც ამპლუით მარჯვენა ნახევარმცველია, თუმცა უკანა ხაზშიც შეუძლია თამაში და... თავდამსხმელადაც. მიმდინარე პრემიერლიგაში 26 წლის ფეხბურთელს 8 გოლი აქვს გატანილი.

12:16. მოსკოვის "სპარტაკის" მცველი სერდარ ტასკი თურქეთში გადაბარგდა, სადაც სამწლინახევრიანი კონტრაქტი გააფორმა "ტრაბზონსფორთან". 29 წლის ფეხბურთელი სეზონში 2.3 მილიონ ევროს მიიღებს.

12:23. პსჟ-ის იტალიელი ნახევარმცველი, 24 წლის მარკო ვერატი "იუვენტუსში" არა ახლა, არამედ ივლისში გადავა. ინფორმაციას ტურინში გამომავალი "ტუტოსპორტი" ავრცელებს, "იუვენტუსის" გენერალური მენეჯერის, ჯუზეპე მაროტას სიტყვებზე დაყრდნობით - ზაფხულში შუა ხაზისთვის დიდ შენაძენს გავაკეთებთო...

12:28. ჰოლანდიური "ფოქს სპორტის" ცნობით, მოსკოვის "დინამოს" მცველი ალექსანდერ ბიუტნერი სამშობლოში დაბრუნდა და არნემის "ვიტესში" გურამ კაშიას თანაგუნდელი გახდა.

12:35. ალვარო მორატას იმ "იუვენტუსში" დაბრუნება სურს, სადაც ორი სეზონი გაატარა და არაერთი უმნიშვნელოვანესი გოლიც გაიტანა, ახლა კი "რეალის" რეზერვს გაუშინაურდა და ეს ძალიან არ მოსწონს. "კორიერე დელო სპორტის" ინფორმაციით, რომელიც მორატასა და ყოფილი თანაგუნდელების ხშირ კონტაქტებზეც წერს, არ არის გამორიცხული, 24 წლის ესპანელი ფორვარდი იჯარით ისევ ტურინში აღმოჩნდეს. თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან იქ გონსალო იგუაინსა და მარიო მანჯუკიჩთან მოუწევს კონკურენცია...

12:38. ლასანა დიარა ერთ-ერთი ჩინური კლუბის სამიზნე ყოფილა. ამავე დროს, მისი გადაბირება სურს "მანჩესტერ იუნაიტედსაც". საქმე ისაა, რომ "მარსელის" 30 წლის საყრდენ ნახევარმცველს კარგად იცნობს ჟოზე მოურინიო, ვისი ხელმძღვანელობითაც "ჩელსისა" და "რეალში" უგორებია ბურთი.

12:42. "ლესტერმა" ბელგიური "გენკიდან" ნიგერიელი ნახევარმცველი ვილფრიდ ნდიდი აიყვანა. 20 წლის ტალანტთან 5.5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

13:04. იტალიელ ფორვარდ სიმონე ძაძას, რომელიც "ვესტ ჰემში", ფაქტობრივად, არ თამაშობს, გული ისევ სამშობლოსკენ მიუწევს. "კორიერე დელო სპორტის" ინფორმაციით, 25 წლის ფორვარდის მომავალი შეიძლება "მილანს" ან "ფიორენტინას" უკავშირდებოდეს.

13:09. ფრანგული "ეკიპი" წერს, რომ "კრისტალ პალასის" მეკარე სტივ მანდანდა "მარსელის" სპორტულ დირექტორ ანდონი სუბისარეტას შეხვდა და "ველოდრომზე" დაბრუნების პერსპექტივაზე ესაუბრა...

13:31. კარლოს ბაკა მზად არის, გუდა-ნაბადი აიკრას და ჩინეთის გზას დაადგეს. "ტუტოსპორტის" ინფორმაციით, 30 წლის კოლუმბიელ ფორვარდს შორეულ აღმოსავლეთში "ტიანცზინი", "გუანჯოუ" და "შანხაი შენხუა" ეპატიჟებიან. "მილანის" მესვეურებს გადაწყვეტილი აქვთ, ბაკა 30 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდონ.

13:33. ხამეს როდრიგესი "რეალს" არ დატოვებს. აქ ორი მიზეზია - "სამეფო კლუბს", ჯერჯერობით, არც ერთი წინადადება არ მიუღია კოლუმბიელის შესაძლო ტრანსფერზე. და მეორეც - დღესდღეობით, თავად მადრიდული გრანდიც არ არის დაინტერესებული ხამესის გასხვისებით.

13:49. პოლონელი მცველი ბარტოშ ბერეჟინსკი "ლეგიადან" "სამპდორიაში" გადაბარგდა. გარიგების საფასური 2 მილიონი ევროა.

13:54. "იუვენტუსის" გენერალურმა მენეჯერმა ჯუზეპე მაროტამ კატეგორიულად უარყო ინფორმაცია, თითქოს პაულო დიბალა "რეალში" გადადის. ეს კი არა, 5-წლიანი კონტრაქტის გაგრძელებაზე ვფიქრობთო, - მოკლედ "მოუჭრა" მაროტამ ჟურნალისტებს.

13:59. "დორტმუნდის" მცველი ნევენ სუბოტიჩი, რომელიც ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება, "ჰამბურგის" წარმომადგენლებს ელაპარაკება. თურმე, "ჰამბურგის" ინტერესშიც ყოფილა დაცვის ხაზის გაძლიერება. პარალელურად, ბუნდესლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერს "ბაიერნიდან" ჰოლგერ ბადშტუბერის გადაბირების ვარიანტიც აქვს.

14:02. "ზენიტი" არ აპირებს, 30 წლის ბელგიელი მცველი ნიკოლას ლომბერტსი "ბრიუგეს", "ანდერლეხტს" ან "გენტს" დაუთმოს.

14:06. "ტუტოსპორტი" გვარწმუნებს, რომ სეზონის ბოლოს ჩეზარე პრანდელი "ვალენსიას" დატოვებს და დაბრუნდება "ფიორენტინაში", სადაც 2005-10 წლებში მუშაობდა. წყაროს არგუმენტი ის არის, რომ "იების" ამჟამინდელ მწვრთნელ პაულო სოუზასა და კლუბის მფლობელებს შორის უთანხმოება სულ უფრო ღრმავდება, რაც ივნისში ლოგიკური გაყრით უნდა დასრულდეს.

14:15. ევერ ბანეგას მავანმა ახლობელმა "სპორტიტალიას" გაუმხილა, რომ არგენტინელი ნახევარმცველი ორი ჩინური კლუბის - "ჰებეი ჩაინასა" და "ბეიძინის" ინტერესთა ობიექტია. ბანეგა შეიძლება დათანხმდეს ერთ-ერთ წინადადებას, რაკი "ინტერში" სტეფანო პიოლის მისვლის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდება.

14:29. "აინტრახტის" ფორვარდი ჰარის სეფეროვიჩი "ბენფიკაში" გადაბარგდა. 24 წლის შვეიცარიელსა და ლისაბონურ გრანდს შორის გარიგების დეტალები ჯერჯერობით არ აფიშირებულა.

14:38. ინგლისური ჩემპიონშიფის ბინადარმა "ბრისტოლ სიტიმ" კონტრაქტი გაუფორმა "ჰერტას" ნახევარმცველ იენს ჰაგელერს.

14:47. "სევილიას" პრეზიდენტი ხოსე კასტრო ადასტურებს მოლაპარაკებებს "ინტერის" ჩერნოგორიელ ფორვარდ სტევან იოვეტიჩთან.

15:34. 23 წლის ნახევარმცველი ხესე როდრიგესი პარიზიდან მიდის და, დიდი ალბათობით, "ლას პალმასში" გააგრძელებს კარიერას. ამ ინფორმაციას პსჟ-ის მწვრთნელ უნაი ემერის კომენტარმაც დაასვა ბეჭედი:

"ველაპარაკე ხესეს და დავარწმუნე, რომ მისი კარიერისთვის მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აუცილებელია", - უთხრა ემერიმ ჟურნალისტებს.

15:47. "არსენალისთვის" იანვრის პირველი შენაძენი იქნება ჭაბუკი ინგლისის რანგით... მეშვიდე ლიგიდან - კოენ ბრემელი, რომელიც აქამდე "ჰენსფორდ თაუნის" ღირსებას იცავდა. კონტრაქტი კვირის ბოლოსთვის გაფორმდება.

16:08. "კორიერე დელო სპორტი" 22 წლის ჟერარ დეულოფეუს "ევერტონიდან" "მილანში" გადასვლას უწინასწარმეტყველებს. "როსონერი" ლივერპულურ კლუბს ესპანელი ნახევარმცველის იჯარაზე დაელაპარაკება.

16:25. "სევილიამ" 5 მილიონ ევროდ საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების მცველი კლემან ლენგლე დაისაკუთრა.

16:42. "საუთჰემპტონის" მწვრთნელ კლოდ პიუელს პსჟ-დან ჰატემ ბენ არფას მიწვევა სურს - ჯერ იჯარით, ხოლო მერე გამოსყიდვით.

17:02. "არსენალი" და "ევერტონი" აპირებენ, "მანჩესტერ იუნაიტედს" 27 წლის მცველის, კრის სმოლინგის თაობაზე დაელაპარაკონ. ინფორმაციას "დეილი სტარი" ავრცელებს.

17:09. "სქაი სპორტმა" დაწერა, რომ "სანდერლენდმა" უარით გაისტუმრა "ვესტ ჰემი", რომელმაც "შავ კატებს" ჯერმეინ დეფოს ყიდვის წინადადებით მიმართა.

17:20. "რომას" ნახევარმცველი ხუან იტურბე ნახევარწლიანი იჯარით "ტორინოში" გადავიდა.

17:39. "ატალანტას" მწვრთნელმა ჯანპიერო გასპერინიმ დაადასტურა, რომ ბერგამოულმა კლუბმა 22 წლის ნახევარმცველი რობერტო გალიარდინი "ინტერს" დაუთმო.

17:41. "ფანატიკის" ინფორმაციით, "ფენერბაჰჩეს" 29 წლის ნიგერიელი ფორვარდი ემანუელ ემენიკე კარიერას "სანდერლენდში" გააგრძელებს.

17:45. "ბოკა ხუნიორსმა" კარლოს ტევესის შემცვლელად მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდი ანხელ კორეა აიყვანა.

18:50. "სტოკ სიტიმ" 33 წლის მეკარე ლი გრანტი "დერბი ქაუნთისგან" 1.5 მილიონ ფუნტად გამოისყიდა.

19:10. ფრანგი მცველი მამადუ საკო "ლივერპულიდან" მილიონ ევროდ "გალათასარაიში" გადავა.

19:18. "სევილიას" მცველმა ტიმოტი კოლოძიჩაკმა მიონხენგლადბახის "ბორუსიას" ბედი 2021 წლამდე დაუკავშირა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ვილიარეალმა" კარლოს ბაკას ტრანსფერი დაადასტურა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
"მილანს" კარლოს ბაკას გაშვება უნდა, მაგრამ კოლუმბიელი არავის მიჰყავს
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
კარლოს ტევესი: არგენტინას მუნდიალის მოგების კარგი შანსი აქვს
ისტორიული ფაქტი - ტევესის დამსახურებით, მესის და რონალდოს ერთ გუნდში ვნახავთ
"ვილიარეალმა" უარი თქვა - კარლოს ბაკა "მილანში" დაბრუნდება
ინგლისის ნაკრები: დიდი სემის მძიმე არჩევანი
ვინ შეუტევს "მილანისთვის"? - გატუზო კანდიდატებს არჩევს
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
კარლოს ტევესი "ინდეპენდენტეს" მწვრთნელად დანიშნეს
ტევესი შეცვალა - ხორხე სამპაოლო სამუშაოდ სამშობლოში დაბრუნდა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"მილანმა" კიდევ ერთი გაცვლა დაასრულა - "როსონერიმ" მორიგი ნახევარმცველი დაიმატა
კარლოს ტევესმა მწვრთნელობა დაიწყო - მან პირველი გუნდი სამშობლოში ჩაიბარა
ზაფხულში "მილანი" ნიკოლა კალინიჩს გაასხვისებს
"ისეთ მწვრთნელებთან მიმუშავია, როგორებიც ალექს ფერგიუსონი და მარსელო ბიელსა იყვნენ, თუმცა კონტე მათ შორის ყველაზე მაგარი იყო" - კარლოს ტევესი
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია