შანსი ვესტჰემელებს, კაპიტნობა - რუნის
ინგლისის ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა სემ ელარდაისმა შემადგენლობა შეარჩია და დაასახელა, რაც უკვე გაცნობეთ კიდეც.

ამ თემას ცოტა თუ გავშლით აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ საინტერესოა ნაკრებში მაიკლ ანტონიოს გამოძახება. "ვესტ ჰემს" წინა სეზონში ძალიან კარგად გამოუვიდა თამაში, მაგრამ ამ კლუბის ფეხბურთელებისთვის ნაკრების კარი, თითქოს, დახურული გახლდათ, "დიდმა სემმა" კი ყოფილი კლუბის ერთ-ერთ ლიდერს ეს კარი შეუღო და შესაბამისად, იმედი ჩაესახათ სხვებსაც, მაგალითად, მარკ ნოუბლს. გავიხსენოთ ისიც, რომ ანტონიომ ეს სეზონი 3 ტურში 2 გოლით დაიწყო (ორივე თავით გაიტანა).

ინგლისის ნაკრები 4 სექტემბერს სლოვაკეთს დაუპირისპირდება და ელარდაისის დებიუტიც ამ შეხვედრაში შედგება. შესაბამისად, მისთვის ამ მატჩსა და კარგ დასაწყისს ძალიან, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

გავიხსენოთ ისიც, რომ მაიკლ ანტონიო "ვესტ ჰემში" "ნოტინგემ ფორესტიდან" 2015 წელს გადაბარგდა და უმალვე "ჩაქუჩების" ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელად იქცა. არადა, არც ისე დიდი ხნის წინათ 26 წლის გარემარბი, რომელსაც მთელი ფლანგის კონტროლი შეუძლია, სამოყვარულო დონეზე თამაშობდა და "ტუტინგ ენდ მიტჩემის" წევრი გახლდათ.

"ჩემი აზრით, იგი დიდებულ ფორმაშია. ანტონიო კიდევ ერთი ბიჭია, რომელსაც ზღაპრული თავგადასავალი ჰქონდა. მაიკლმა გაიარა გზა სამოყვარულო გუნდიდან ნაკრებში გამოძახებამდე და ეს მშვენიერია. მან თავის პირველ სეზონში 9 გოლი გაიტანა. ის დიდებული ათლეტია, კარგად გამოსდის ჩაწოდება და გოლების გატანა. მან ყველა ლიგაში დიდებულად ითამაშა, რომელშიც უწევდა გამოსვლა. ხშირად აკეთებს საგოლე პასებსა და ბოლოსწინა პასებს. ერთი სიტყვით, მას დიდებული თავგადასავალი აქვს და ვფიქრობ, ნაკრებში ადგილს იმსახურებს" - განაცხადა ელარდაისმა.

აღვნიშნოთ ისიც, რომ მან ნაკრებში დააბრუნა "არსენალის" თეო უოლკოტი და "ლესტერის" დენი დრინკვოტერი, რომლებსაც როი ჰოჯსონიც ეძახდა, მაგრამ საბოლოოდ საფრანგეთში არ წაიყვანა და ისინი ევროპის ჩემპიონატის მიღმა დარჩნენ.

ნაკრებს უბრუნდება "ევერტონის" მცველი ფილ ჯაგიელკაც. სამაგიეროდ, მისი თანაკლუბელი როს ბარკლი და ასევე "არსენალის" განებივრებული ნახევარმცველი ჯეკ უილშირი ამჯერად დაისვენებენ.

"ეს ჩემს კარიერაში ურთულესი არჩევანი გახლდათ, შემადგენლობის დასახელება ასე აქამდე არასდროს გამჭირვებია, მაგრამ ეს არც არის გასაკვირი, რადგან საქმე ინგლისის ნაკრებს ეხება. იმედი მაქვს, არჩევანის გაკეთება უფრო და უფრო გამიჭირდება, რადგან ინგლისელი ფეხბურთელები პრემიერლიგაში თავიანთ გუნდებში ძირითად შემადგენლობაში და წამყვან პოზიციებზე ითამაშებენ.

მინდა ყველანი ძირითადის მოთამაშეები იყვნენ და რეგულარული სათამაშო დრო ჰქონდეთ. ჩვენთვის დიდი პლუსი იქნება, თუ ნაკრებს მიღმა ისეთი ფეხბურთელები დარჩებიან ხოლმე ხანდახან, რომლებიც კლუბებში ძირითადის ფეხბურთელები არიან და გული დასწყდებათ, რომ კონკურენციის გამო ნაკრებს მიღმა დარჩნენ და იტყვიან, "მოიცა, მე ხომ ვიმსახურებ ადგილს, რატომ არ მიძახებენ?". იმედია, ასეც იქნება და ეს იქნება ჯანმრთელი ინგლისის ნაკრები" - დაამატა ელარდაისმა.

კიდევ ერთი თემა, რომელსაც უნდა შევეხოთ, მარკუს რაშფორდია. იგი 18 წლის ასაკში შეიჭრა "მანჩესტერ იუნაიტედის" ძირითად შემადგენლობაში და კარგი შთაბეჭდილებაც მოახდინა. ჰოჯსონმა რაშფორდი ევროპის ჩემპიონატზეც იახლა. აგერ, რამდენიმე დღის წინ კი, მარკუსმა "ჰალთან" მატჩის ბოლო წუთებზე გამარჯვების გოლი შეაგდო და თამაშის მერე იწუწუნა კიდეც, მცირე სათამაშო დრო რატომ მაქვსო. ელარდაისიც, რომელსაც ამის თაობაზე ბევრი კითხვა დაუსვეს, რაშფორდის განაცხადს მიღმა დატოვებას იმით ამართლებს, რომ მას სათამაშო პრაქტიკა აკლია.

"აქამდე ვხედავდით, რომ ნაკრებში ხვდებოდნენ ფეხბურთელები, რომლებსაც კლუბში არც ისე დიდი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდათ. ეს მე ცოტა მაფიქრებდა და მანერვიულებდა. ახლა ამ მხრივ ვითარება უნდა დავაბალანსოთ" - თქვა "დიდმა სემმა".

ცხადია, საუბარი უეინ რუნიზეც იყო, რომელიც ინგლისის ნაკრების განაცხადში ნახევარმცველის ამპლუით მოხვდა, რადგან ელარდაისმა ასე გადაწყვიტა, რადგანაც მოურინიო "შრეკს" "მანჩესტერში" ამ ამპლუით ათამაშებს, თავდამსხმელების უკან, უფრო სიღრმიდან. ვიცით ისიც, რომ ელარდაისმა მცირე ფიქრისა და განხილვის მერე რუნი კაპიტნად დატოვა.

"უეინ რუნის სათამაშო პოზიცია "მანჩესტერ იუნაიტედში" შეიცვალა და მას მეც იმ ადგილზე ვათამაშებ, სადაც ის კლუბში თამაშობს. შეგვიძლია თუ არა დავარქვათ მას შემტევი ნახევარმცველი? დიახ, ამჟამად იგი შემტევი ნახევარმცველია. რაც შეეხება კაპიტნობის საკითხს, ასეთი პასუხისმგებლობის მტვირთავი ფეხბურთელი უნდა იყოს სამაგალითო, როგორც მინდორზე, ასევე მის მიღმა. მე თავადაც ვიყავი კაპიტანი და ვიცი, ეს რასაც ნიშნავს. ავტორიტეტი უნდა მოიპოვო და ბევრი რამ გევალება, მათ შორის, ფეხბურთელებზე გავლენის მოხდენა თუნდაც მატჩის დროს, იმ გავლენის, რომელსაც მწვრთნელი მატჩის მსვლელობისას ვერ ახდენს", - თქვა ინგლისელთა მწვრთნელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
სავინიოს შემდეგ "სიტიდან" "ტოტენჰემში" მარმუშიც გადავიდა
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
"იუვენტუსმა" მეკარე "პალერმოს" მიჰყიდა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"ნაპოლიში" 10 ვირი და მარადონა იყო - მესიმ აჯობა" - ამბობს დიეგოს მეგობარი
[VIDEO] რეკორდების წვიმა - ბრინჯაოსთვის სახალისო მატჩში ინგლისმა საფრანგეთს სძლია
კეინმა მიმდინარე მუნდიალზე ტუხელის მუშაობა შეაფასა
"რუნი გვაკრიტიკებს? წინა წელს სად იყო?" - "ლივერპულის" კაპიტანმა ინგლისელს უპასუხა
ჩვენი კარი შენთვის ღია იქნება! - არსენ ვენგერს პრემიერლიგის კლუბი სამსახურს სთავაზობს
"ვიცით, რომ არგენტინა ასე თამაშობს, მაგრამ მესისგან ამის დანახვა სამწუხარო იყო" - რუნიმ "ლა პულგა" გააკრიტიკა
"უოტფორდმა" საშველად 74 წლის მწვრთნელს უხმო
"მისი დაუფასებლობა არ შეიძლება" - რუნიმ მბაპეზე ისაუბრა
რუნი: სლოტმა სალაჰი სტადიონთან ახლოსაც არ უნდა მიუშვას
ვისენტე გუაიტა "კრისტალ პალასში" გადავიდა
ფრანკ დე ბური ახლა ინგლისში ცდის...
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
ტრანსფერ ONLINE: 4 იანვრის ტრანსფერები და ჭორები
ჟოზე მოურინიო: ბოლომდე მჯეროდა გამარჯვების
"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია
"დიდ სემს" შენი ესმის! - სკანდალურად წასული წაუგებელი ლოპეტეგი და ელერდაისი
როი ჰოჯსონი: მეოთხე გოლის ჩათვლა არ შეიძლებოდა, რადგან იქ აშკარად ხელით თამაში იყო
მოულოდნელი დაბრუნება - 78 წლის ასაკში როი ჰოჯსონმა ინგლისური გუნდი ჩაიბარა
"კრისტალ პალასი": ალან პარდიუ გაუშვეს
"ევერტონის" ხელმძღვანელობამ სემ ელარდაისს კარისკენ მიუთითა
რობერტო კარლოსი: ამ მწვრთნელმა ბოლო მომიღო, ფეხბურთის არაფერი ესმოდა
დიდი სემი წავიდა - ელარდაისმა "არწივები" იხსნა და პენსიაზე გავიდა
ტერი: როგორ შეაჩერონ მესი? პასუხი მარტივია
"ჩვენ ვიზეიმებთ, შენ კი უნიჭო და ბოღმიან ადამიანად დარჩები" - მორგანს არგენტინელმა მინისტრმა უპასუხა
ოუენი: ესპანეთი არგენტინაზე გაცილებით უკეთესია - ინგლისელები ევროპის და მსოფლიო ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯში ვიყავით