სებასტიან ლოები კვლავ ლიდერობს
მთელი რიგი ფავორიტებისთვის წარუმატებელი გამოდგა "დაკარი 2017"-ის მესამე ეტაპი, რომლის სიგრძეც 364 კილომეტრს შეადგენდა.

ავტომობილების კლასში, თავდაპირველად, ყველაფერი კარგად მიდიოდა ყატარელი ნასერ ალ-ატიიასთვის. ის სწრაფად დაეწია წინა ეტაპის ტრიუმფატორ სებასტიან ლოებს, რითაც საერთო ჩათვლის ვირტუალური ლიდერი გახდა. მაგრამ ეტაპის მეორე ნაწილზე ალ-ატიიას სხვადასხვა მიზეზის გამო, ორჯერ მოუწია გაჩერება. ამან ფინიშზე ორსაათიანი ჩამორჩენა გამოიწვია და ახლა, ყატარელი უნდა ჩამოვწეროთ საერთო გამარჯვებაზე პრეტენდენტთა სიიდან.

ეს არ ყოფილა "ტოიოტას" ერთადერთი კრახი. პრობლემები შეექმნათ გუნდის სხვა ლიდერებსაც: ტრასაზე გაჩერდნენ ნანი რომა, ჟინიელ დე ვილიერსი და ერიკ ვან ლონი. ყველაზე ცოტა - 13 წუთი დაკარგა რომამ, ასე რომ, ახლა, სწორედ ის არის "ტოიოტას" მთავარი იმედი.

სამაგიეროდ, ნამდვილი ტრიუმფი ჰქონდა "პეჟოს": ფრანგული გუნდის ლიდერებმა ეტაპი შესანიშნავად წარმართეს. ყველაზე სწრაფი მოქმედი ჩემპიონი სტეფან პეტერანსელი იყო, კარლოს საინსმა მასთან ორ წუთზე ნაკლები წააგო, ხოლო სებასტიან ლოებმა, რომელსაც თავიდან გზა აებნა და ერთხელ საბურავიც გაუსკდა - სამ წუთზე ოდნავ მეტი. ასე რომ, "პეჟომ" ჰეთ-თრიკი შეასრულა! საერთო ჩათვლაში ლოებმა შეინარჩუნა ლიდერობა, მაგრამ საინსი მას წუთზე ნაკლებით ჩამორჩება, პეტერანსელი - დაახლოებით ოთხი წუთით. ჯერ ადრეა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ, როგორც ჩანს, გამარჯვებისთვის ბრძოლა "პეჟოს" პილოტების პირადი საქმე გახდება.

მოტოციკლების კლასში ლიდერი შეიცვალა. წინა ეტაპის ტრიუმფატორი, ავსტრალიელი ტობი პრაისი პირველი წავიდა ტრასაზე და გზა აებნა, რამაც დაახლოებით 22 წუთი დააკარგვინა. ყველაზე კარგად ორიენტირება ხოან ბარედა ბორტმა შეძლო: ესპანელმა დისტანცია ჩავარდნის გარეშე გაიარა და იმავე პრაისს 22 წუთი მოუგო, უახლოეს მდევარს სემ სანდერლენდს კი 11 წუთზე მეტი!

ასე რომ, საერთო ჩათვლის ლიდერი სწორედ ბარედა ბორტი გახდა, რომელსაც ძალიან დიდი უპირატესობა აქვს კონკურენტებზე.

ავტო. საერთო ჩათვლა

1. სებასტიან ლოები (პეჟო) - 06:54:56

2. კარლოს საინსი (პეჟო) - +0:42

3. სტეფან პეტერანსელი (პეჟო) - +4:18

4. მიკო ჰირვონენი (მინი) - +9:38

5. ნანი რომა (ტოიოტა) - +13:04

მოტო. საერთო ჩათვლა

1. ხოან ბარედა ბორტი (ჰონდა) - 07:35:30

2. სემ სანდერლენდი (KTM) - +11:20

3. პაულუ გონკალვეში (ჰონდა) - +14:42

4. პაბლო კინტალია (ჰუსკვარნა) - +15:56

5. ტობი პრაისი (KTM) - +17:19

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
"ჩელსი" როსენიორის გადაყენებას არ აპირებს
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნი" ბაზუმან ტურეს დამატებით ინტერესდებიან
"ბარსელონამ" ბერნარდო სილვას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
"გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიდან" უნდა წავიდეს - მერსონმა ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
[VIDEO] გიორგი ლოლაძემ თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
ბასტონი ან ტორესი - "ბარსელონა" ზაფხულში ცენტრალურ მცველს აუცილებლად შეიძენს
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს