მონტელა "მილანის" ევროსარბიელზე დაბრუნებაზე ოცნებობს
2016 წელი "მილანისთვის" წარმატებულად დასრულდა. ლომბარდიულმა გრანდმა იტალიის სუპერთასი მოიპოვა და თანაც, თვით "იუვენტუსი" დაამარცხა. "როსონერის" წარმატებების მთავარ შემოქმედად მწვრთნელს, ვინჩენცო მონტელას მიიჩნევენ, რომლის ინტერვიუს ქვემოთ გაეცნობით...

- როგორი იყო თქვენთვის 2016 წელი?

- მთლიანობაში, პოზიტიური, რადგან წარმატება მეტი იყო, ვიდრე წარუმატებლობა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, წელი იტალიის სუპერთასის მოგებით დასრულდა. ვარ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდის მთავარი მწვრთნელი და მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ. ასე რომ, გასული წლის მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.

- "მილანისთვის" როგორი იყო გასული წელი?

- რთული, მაგრამ ასევე პოზიტიური. დღეს ყველა იმაზე საუბრობს, რომ "მილანი" პროგრესის გზას ადგას და ყალიბდება გუნდი, რომელიც ძველ დიდებას დაიბრუნებს. გუნდში გამოჩნდნენ ის ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომელთა იმედი მართლაც უნდა გვქონდეს. თუ გავიხსენებთ არიკო საკის და ფაბიო კაპელოს "მილანს", იქაც ძირითად ბირთვს სწორედ ადგილობრივი, იტალიელები ფეხბურთელები წარმოადგენდნენ, რომელთა მიქსი ძლიერ ლეგიონერებთან იძლევა დადებით შედეგს.

- თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ დღეს "მილანში" ვარსკვლავები თამაშობენ და გამოდის, რომ თქვენ სწორედ ძლიერი ლეგიონერები გაკლიათ...

- გუნდში გვყავს გამორჩეული ფეხბურთელები, რომლებზეც შეიძლება დაყრდნობა და რომლებიც თავის საქმეს შესანიშნავად აკეთებენ. თუმცა, თქმა არ სჭირდება, რომ უნდა გავძლიერდეთ და სამომავლოდ "მილანში" უფრო ძლიერმა შემადგენლობამ უნდა მოიყაროს თავი. ამისთვის მნიშვნელოვანია ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება, რისთვისაც ვიბრძვით კიდეც.

- რამდენად დიდია იმის შანსი, რომ "მილანმა" ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვოს?

- პროგნოზების კეთება ჩემი საქმე არაა. მთავარია, რომ ვპროგრესირებთ და ეს სატურნირო ცხრილზეც შესაბამისად აისახება. საუკეთესო ხუთეულში ვართ და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ვიბრძვით, რაც სეზონის წინ არ იყო მოსალოდნელი. დღეს ეს რეალობაა და რა იქნება მაისში, რთული სათქმელია. ერთი ცხადია, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩემპიონატის საუკეთესო სამეულში დასრულება.

- რა მოგეწონათ ყველაზე მეტად პირველ წრეში?

- ფეხბურთელები მზად აღმოჩნდნენ იმისთვის, რომ ჩემი ხედვა მოედანზე გადაეტანათ. "მილანი" ერთ მუშტად შეკრული გუნდია, სადაც ყველამ კარგად იცის თავისი საქმე. არავის გამოუთქვამს საყვედური იმის გამო, რომ სათადარიგოთა სკამზე დიდ დროს ატარებს და ზოგადად, გუნდში იდეალური გარემოა. გამოსარჩევია ფეხბურთელთა საბრძოლო სულისკვეთება. ორჯერ ვეთამაშეთ ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს, "იუვენტუსს" და ორივე შემთხვევაში გამარჯვებული გამოვედით, რაც განსაკუთრებულ სიხარულს იწვევს.

- რას აპირებთ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას?

- განსაკუთრებულს არაფერს, რადგან კლუბში გარდამავალი პერიოდია, მესვეურები იცვლებიან და შესაბამისად, ტრანსფერებს არ ველოდებით. დაგვტოვა ლუის ადრიანომ, რომელიც კარგი ფორვარდია, მაგრამ იტალიურ ფეხბურთს ვერ მოერგო. მინდა ლუისს წარმატება ვუსურვო მოსკოვის "სპარტაკში".

- თქვენ ხელში სუსო ბრწყინვალედ ათამაშდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა...

- თანამედროვე ფეხბურთში ცოტანი დარჩნენ ინდივიდუალისტები, რომლებსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა ერთი მოძრაობით, ერთი ფინტით და ერთი დარტყმით შეუძლიათ. სუსო ძალიან ტექნიკურია, დიდი ნიჭი აქვს და ეს თავიდანვე დავინახე. როდესაც ესპანელი მოედანზეა, გუნდის თამაში უფრო მრავალფეროვანია, კრეატივის გარეშე კი თანამედროვე ფეხბურთში შორს წასვლა ძალიან რთულია.

- ჯანლუკა ლაპადულამ კარლოს ბაკა საფუძვლიანად ამოაგდო ძირითადი შემადგენლობიდან?

- როტაცია თანამედროვე ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია. მაგალითად, "იუვენტუსში" გონსალო იგუაინი, პაულო დიბალა და მარიო მანჯუკიჩი ენაცვლებიან ერთმანეთს და იმავეს ვხედავთ სხვა გრანდების შემთხვევაშიც. ამიტომ ძალიან მიკვირს, როდესაც ვკითხულობ, რომ ლაპადულა ათამაშდა და ამიტომ ბაკა "მილანს" აღარ სჭირდება. გვჭირდება და თანაც ისე, როგორც არასდროს. კარლოსი უმაღლესი კლასის ფეხბურთელია და მასზე დიდ იმედებს ვამყარებთ.

- მბაიე ნიანგმა ორი თერთმეტმეტრიანი გააფუჭა. ხომ არ დაკარგა ამის გამო საკუთარი თავის რწმენა?

- ფეხბურთში ყველაფერი ხდება და მოთამაშე ასეთი განსაცდელისთვის მზად უნდა იყოს. ადვილი არაა ზედიზედ ორი პენალტის გაფუჭება, მაგრამ ამან ფეხბურთელის რწმენაზე უარყოფითად არ უნდა იმოქმედოს. ნიანგი ძალიან ახალგაზრდაა, დიდი მომავალი აქვს და კიდევ ბევრ თერთმეტმეტრიანს გაიტანს. თუმცა, ამ ეტაპზე, "მილანში" ის შტატიანი პენალტისტი არ იქნება.

- მას შემდეგ, რაც ნიანგმა ორი პენალტი გააფუჭა, ითქვა, რომ ამიერიდან, "მილანში" თერთმეტმეტრიანებს ჯანლუკა ლაპადულა შეასრულებდა, თუმცა ამ უკანასკნელმა იტალიის სუპერთასზე, პენალტების სერიაში ვერ ივარგა...

- ანუ გაინტერესებთ, ვინ დაარტყამს თერთმეტმეტრიანებს? დაველოდოთ, თუ როდის დაინიშნება "მილანის" სასარგებლოდ პენალტი და ამას ყველა ერთად ვნახავთ.

- რას ელით 2017 წლისგან?

- "მილანი" აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს ევროასპარეზს და სასურველია, რომ ჩემპიონთა ლიგას. არ შეიძლება, რომ ასეთი ისტორიისა და ტრადიციების გუნდი მხოლოდ შიდა ასპარეზით შემოიფარგლებოდეს. "მილანმა" ძველი დიდება უნდა დაიბრუნოს, 2017 წელი კი ამ მიზნის მისაღწევად უნდა გამოვიყენოთ. მჯერა, რომ ჩვენ მიერ არჩეული გზა მიგვიყვანს დიდ წარმატებამდე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
ნახევარდაცვაში ქოჩორაშვილს შეუწყვილდება? - "სევილიამ" "მილანის" ფეხბურთელი ინათხოვრა
"მილანმა" პავლოვიჩს კონტრაქტი გაუგრძელა
ერთა ლიგაზე ცუდმა სტარტმა შესაძლოა, სანიოლის შემდეგ მონტელას სკამიც იმსხვერპლოს
ტომორი "მილანს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
მუნდიალიდან გავარდნის შემდეგ: კუმანი გადადგა, თურქეთმა მონტელა არ გაუშვა
თურქეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"თვითმფრინავის ავარიის შემდეგ, ახალ რაღაცებს ვსწავლობთ" - ამორიმის უცნაური განცხადება
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
მონტელა თურქეთის ნაკრებს ემოციური წერილით დაემშვიდობა