ბათუმის "დინამოს" მოთამაშეები - ლევან გეგეჭკორი და ელგუჯა ლობჯანიძე "ორენბურგს" შეკრებაზე მიჰყვებიან
ბათუმის "დინამოს" მოთამაშეები - ლევან გეგეჭკორი და ელგუჯა ლობჯანიძე რუსეთის პრემიერლიგის კლუბ "ორენბურგში" მოემზადებიან. შესაძლო ტრანსფერის საკითხი მალე გაირკვევა. ეს ამბავი გაგვიმხილა ქობულეთის "შუქურას" დირექტორმა რევაზ ჩელებაძემ, რომელიც რუსულ კლუბებთან კარგი კავშირებით ფეხბურთელებს ტრანსფერებში ეხმარება:

"ადრეც ვთქვი, რომ "ორენბურგში" ორივე მოემზადება. რუსულმა გუნდმა პირველი შეკრება 10-დან 22 იანვრამდე ანთალიაში დაგეგმა. გეგეჭკორი და ლობჯანიძე გუნდს პირველივე დღეს შეუერთდებიან. ორენბურგელებმა მათ 10 იანვრის რეისზე ბილეთები უკვე შეუკვეთეს".

გეგეჭკორზე ადრეც ვწერდით და მას გულშემატკივარი კარგად იცნობს. ლობჯანიძეს რაც შეეხება, ის 24 წლისაა და კარიერა "ვიტ ჯორჯიაში" დაიწყო. ნიჭიერმა და ტანმაღალმა ფორვარდმა სპეციალისტების ყურადღება მაშინვე მიიქცია, რამდენიმე ქართული კლუბი, მათ შორის - თბილისის "დინამოც" დააინტერესა. მაგრამ საბოლოოდ, უცხოეთში გამგზავრების იმედად, ლობჯანიძე ჩელებაძესთან ქობულეთის "შუქურაში" გადავიდა, შარშან ზაფხულში კი აჭარის მთავარ გუნდში, ბათუმის "დინამოში" აღმოჩნდა.

"რუსეთის პრემიერლიგის გუნდში ჩარიცხვის პერსპექტივა ძალიან სასიამოვნოა და ამ შანსისთვის რევაზ ჩელებაძის მადლიერი ვარ. ცხადია, ჯერ სინჯებზე მივდივართ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ შეკრებაზე თავს გამოვიჩენ და კონტრაქტს გამიფორმებენ", - ამბობს 24 წლის ფეხბურთელი, რომელსაც პოლონურ ვარიანტსაც სთავაზობდნენ:

"ორენბურგის" გარდა, სხვა ვარიანტებიც მქონდა. თამაში პოლონურ კლუბშიც შემომთავაზეს. მენეჯერმა მითხრა, რომ "ლეგია" იყო დაინტერესებული. ამავე დროს, მითხრეს, რომ თბილისის "დინამოში" ჩემი აყვანა გროზნისაც სურდა. თუმცა, პირადად არ მილაპარაკია.

ფაქტია, რომ ამ დროისთვის "ორენბურგთან" მოლაპარაკებები დასრულებულია და ამიტომაც ვამჯობინე რუსული ვარიანტი. იქაური პრემიერლიგა მაღალი დონის ტურნირია და ფეხბურთელს წინსვლის დიდი შანსი აქვს".

თავდამსხმელი ბათუმის "დინამოს" წლევანდელ წარმატებაზეც გველაპარაკა:

"ქობულეთის ხელოვნურ საფარზე ვარჯიში და ყოველდღე აქეთ-იქით ორსაათიან მგზავრობაში კარგი არაფერი იყო. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ამ ვითარებაში ევროპის ლიგის საგზურის მოპოვება ჩვეულებრივზე დიდი წარმატება იყო. მიხარია, რომ კარგ გუნდში მოვხვდი, სადაც მეგობრული გარემო დამხვდა - პრობლემების მიუხედავად, მესამე ადგილზე ამიტომაც გავედით".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გიო
ლობჟანიძეა თუ ლობჯანიძე? ჟ თუ ჯ? ეს ერთი და მეორეც, ორენბურგზე რაღაც ძალიან ღადაობთ ზოგიერთები და რუსეთის პრემიერლიგის გუნდი თქვენ საჩხერის ჩიხურა ხომ არ გგონიათ?
manchester--s
რას წვალობ ნიჭიერო პატრიოტო ან რატომ აწვალებ ...?! რაღაც ""გლახუნას"" ხელწერას ჰგავს ეს.....
კირკიტა
status quo, ჯიგარო,სოფელში ვინც ჩერდება და ცხოვრობს,შენ მათზე მაგარი გგონია თავი? არ ხარ,რომ იცოდე! ვა,გლახუნა აქაც გაჩითულა!
manchester
კკკკ!ქართველო!!!როგორ თუ ვისი რა საქმეა, რას "აბჟუტურებ".ამ სტატიაზე მესიჯების დამდები კომენტარები, შენს მიერ დაუფიქრებლად დაწკაფუნებულის გარდა,ყველა ეროვნულია, ქართულია!!!,რა ბოღმა,რის ბოღმა? დღეს დღეობით რუსეთი ჩვენთვის,ქართველებისთვის, იქ თუ ჩაბრძანდი სამოღვაწეოდ,"სამარეა",ყველა დარგში,ყველა იქ დასაქმებულ ჩვენი თანამემამულისათვის.ომით, მიწა წყალს გვართმევენ,გაგიმეტეს,გმტრობენ,და შენ კი უძვრები?,ელაქუცები? რაც არ უნდა უსამართლოდ გექცეოდენ შინ,სფორტში თუ ხელოვნებაში...შიმშილობ თუ მაძღრობ,და თანაც უსამართლობას გრძნობ,ჯერ ქართველთა სისხლი და ხორცი ხარ, და მერე "ნიჭიერი",თუნდაც უსამართლოდ ჩაგრული არაკაცების-არაქართველებისა მიერ ,თანაც სამშობლოში".იბრძოლე სახლშივე!!!მიაღწიე საწადელს თუ მართლა შეგიძლია გძალუძს ,გადალახე გარჯით დაბრკოლება,ალლებთან,გადაუგვარლებლებთან გაერთიანებით,იქართველე ,შენ კი იხვეწები,და თანაც მტრის ბუნაგში გარბიხარ,გადაგვარების გზას ადგები ნებაყოფლობით,ჩვენს შემთხვევაში რუბლიზა გამო, ბევრს ..., ერევათ თავის უფლება,თავმოყვარეობა, რუსულ ძეხვთან,და საუბედუროდ რამდენი ამგვარი "ქართველია" გუშინ წინ ,გუშინ წაულნი,და დღეს, იქ რომ არიან,მათ ფეხ ქვეშ გაგებულნი!!! ქართველთათვის "მოსიყვარულე"მეზობელ ქვეყანაში "მუცელამოყორილნი რუსული ძეხვით".არ უნდა გვავიწყდებოდეს ვახტანგოვ -სუმბათოვ -გაჩხარტიშვილებულ -გაბასილაშვილებულ-გაუკუჯავებული ღრუზინებისნაირთა არარაობა ყოფის საფასური..... და თუ ქართველებს ამგვარი, ჩვენდამი იმფერიული "თანადგომის ",ანაზღაურების , რუსული თუ ოსმალური იქნება ან სხვათა იმ დროსათვის ჩვენი ქვეყნის მტრისა, სხვისის მსურველთა-ორცხობილას გადმოგდების თუ შოლტის მოღერების მეშვეობით, არ გვესმის,არც ვართ სახელმწიფოებრიობის ღირსნი.აი ასე ბრტყლად გეტყვით კაკაკასნაირად მაფიქრალებს,ეგებ კედელს ცერცვი შეაყარე, არ გამომივიდეს თორემ , ასობით მედროვე"ნიჭიერთათვის "ჩემთვის კი ვაი ქართველებისათვის, სადაც არ უნდა "საქმიანობდენ თუ განისვენებდენ",სამშობლოს სიყვარულზე თქმული,ნებისმიერი ქადაგი,წყლის ნაყვაა,მეტი არაფერი.
ნოკი
ერთი რომ ქილიკობთ ამდენს თქვენ სად თამშობდით. გაგვაგებინეთ თუ. ღმერთი გწამთ ეხ
ნოკი
ერთი რომ ქილიკობთ ამდენს თქვენ სად თამშობდით. გაგვაგებინეთ თუ. ღმერთი გწამთ ეხ
giorgi
აუ ეს ჩელებაძე თუ ვინ არის...ეგრევე რუსეთში რომ მიარბენინებს ფეწხბურთელებს, ორ კაპიკს აშOვნინებს და ამავე დროს კარიერას უნგრევს...მოაშორონ აქაურობას...
kkkk
tkveni bogma da ararismtkmelikomentarebis ra vtkvi.tkve usakmuro dabogmianebo.visi ra sakmeavin sad cava vis rashi ainteresebs tkveni azri saertod .
GELA 2
ორენბურგში თამაშზე ოცნებობდა ბავშვობიდან და რა გინდათ ტო? აბა სხვა რომელი გუნდი გაგიგიათ უკეთესი???? ჰაა?.....ვაი შ..ს პ.....ს!
giga
რამდენიმე თვე მოვიმატე სიცოცხლის იმდენი ვიცინე :D :D :D
fc
ჯუღელი აბა უკეთესს შემოგთავაზებდათ რამეს?ორენბურგი ხო მსოფლიო ფეხბურთის გრანდია,აბა ლეგია და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ვის აინტერესებს))
status quo
ფულს აძლევენ ალბათ უფრო მეტს,თორემ ორენბურგში როგორ უნდა გაჩერდე,სოფელია...
"გაიმასქნება" ქართულად :–)
1. "პადიომნიდან" შენი რამდენია ჩელე? 2. და ამ და მსგავსი ფულებიდან სახელმწიფო გადასახადს თუ იხდი?
gubazi
ძაან მაგარია! ორენბურგს რა ჯობია?! მანდ აიდგეს ფეხი მსოფლიო ვარსკვლავებმა
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
"1980 წელს "მარაკანაზე" სსრკ-ის ნაკრები ბრაზილიას ვუპირისპირდებოდით და ვფიქრობდით..." - ჩელებაძემ საქართველო-პორტუგალიის მატჩის წინ სსრკ-ბრაზილიის თამაში გაიხსენა
ოფიციალურად: ბათუმის "დინამომ" "ტორპედოდან" ლევან გეგეჭკორი დაიმატა
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
ლობჯანიძე ჩინეთის სუპერლიგის გუნდში გადავიდა
"გაუწევს თუ არა მამარდაშვილი კონკურენციას "ლივერპულის" მეკარეებს?" - ჩელებაძის ინტერვიუ რუსულ მედიასთან
ბუდუ ზივზივაძემ კონფერენს ლიგაზე გაიტანა [VIDEO]
ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
სენეგალელი და 3 ქართველი - "ტორპედო" ფეხბურთელების დამატებაზე მუშაობს
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
რატომ ადარებს რევაზ ჩელებაძე ანანიძეს პირლოს და რის გამო გარიცხეს ჯანო კიევის "დინამოს" აკადემიიდან
[მკითხველთა ფორუმი] ნაკრების პრობლემა - ვინ დაგვიცავს მარჯვენა ფლანგზე?
"ტორპედო" უმძიმეს ვითარებაშია - ევროპა ლიგამდე 2 კვირით ადრე გუნდი 7-მა ფეხბურთელმა დატოვა
დაუცხრომელი ზივზივაძე და კვირკველიას გუნდის გასაოცარი ქამბექი [VIDEO]
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა
დაცვის ფლანგები - როგორ დაალაგებს სიტუაციას ვლადიმირ ვაისი?
10-ბალიანი სისტემა: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასებები მალტასთან მატჩში
"სლოვანის" საბერძნეთში ხელიდან გაშვებული გამარჯვება, ზივზივაძის გოლი და "ლეხის" მორიგი მარცხი [VIDEO]
ხარატიშვილი თურქეთის ჩემპიონატში? - "ეიუფსპორმა" ბათუმის "დინამოს" ოფიციალური წინადადებით მიმართა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"ნაპოლიში" მონასავით იყენებენ... არ ვფიქრობ, რომ პსჟ საუკეთესო ვარიანტია" - რევაზ ჩელებაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
რევაზ ჩელებაძემ ქობულეთის "შუქურას" დირექტორის თანამდებობა დატოვა
"საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს დღეს პირველად შეგვიძლია ვთქვათ" - ჩელებაძე უკრაინა საქართველოს მატჩზე
ჩაკვეტაძემ გადამწყვეტი პენალტი ვერ გაიტანა - "სლოვანი" და "ნეფთჩი" გამოვარდნენ, "ლეხი" გავიდა [VIDEO]
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ელგუჯა ლობჯანიძე ბათუმის "დინამოს" ტოვებს
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა