სფფ იმედოვნებს, რომ ტექნიკური პრობლემა, რის გამოც "ზესტაფონი" ფეხბურთელს ვერ ათამაშებს, მალე მოგვარდება
"ზესტაფონმა" ხორვატი ახალწვეულის გორან გრუიცას დარეგისტრირება დაგვიანებით შეძლო, ზურაბ მენთეშაშვილის განაცხადში შეყვანას კი ჯერაც ვერ ახერხებს. გრუიცას საკითხზე სისტემატურად ვწერდით და ამიტომ ამ ისტორიას აღარ შეგახსენებთ. მენთეშაშვილთან დაკავშირებით კი იმერულ კლუბს სულ სხვა სახის პრობლემა შეექმნა.

"ზესტაფონმა" მენთეშაშვილის ყოფილ კლუბ აშქელონის "ჰაპოელს" ფეხბურთელის სანაცვლო კომპენსაცია უკვე გადაურიცხა, თუმცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ისრაელის ფედერაციიდან მისი სატრანსფერო ფურცელი კვლავაც არ მიუღია. არადა, ევროპაში სატრანსფერო ფანჯარა პირველი მარტის დადგომისთანავე დაიხურა.

"ზესტაფონი" ამჯერად სფფ-ს არაფერში ედავება, უბრალოდ, კლუბი შეშფოთებულია შექმნილი სიტუაციით და იმედოვნებს, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ ნახევარმცველში გადახდილი თანხა წყალში არ გადაეყრება და მენთეშაშვილის გამოყენებას მალე შეძლებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სახელით კომენტარი პრესსამსახურის უფროსმა ლაშა დვალიშვილმა გააკეთა:

"პირველ რიგში, ვიმედოვნებთ, ამჯერად მაინც არ დაგვდებენ ბრალს "ზესტაფონის" წინააღმდეგ მიზანმიმართულ ბრძოლაში. კლუბთან ერთად ფედერაციის მიზანიცაა, რომ მენთეშაშვილმა, რაც შეიძლება მალე ითამაშოს "ზესტაფონის" შემადგენლობაში. პრობლემა კი მხოლოდ ტექნიკური ხასიათისაა და გვჯერა, რომ ყველაფერი ძალიან მალე მოგვარდება.

ებრაული მხარისგან პასუხი 28 თებერვლის 24 საათის შესრულებიდან მცირე ხანში მივიღეთ, რამაც მენთეშაშვილის დარეგისტრირება შეაფერხა. როცა ფეხბურთელის დარეგისტრირება ტექნიკური პრობლემების გამო გვიანდება, ეს დაგვიანების საპატიო მიზეზად მიიჩნევა და მოთამაშის განაცხადში შეყვანას საფრთხე არ ემუქრება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საქმის არსი დეტალურად გააცნო როგორც ისრაელის ფეხბურთის ფედერაციას, ასევე უეფას. დარწმუნებულნი ვართ, ყველა პრობლემა ძალიან მალე გადაიჭრება და მენთეშაშვილს საქართველოს ჩემპიონატში თამაშის უფლება მიეცემა".

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა