ახალგაზრდა ჰოკეისტებში კანადა ფინალს ორჯერ იგებდა, მაგრამ...
2017 წელს, მსოფლიოს პირველი ჩემპიონი გახდა ჰოკეიში ამერიკის შეერთებული შტატების ახალგაზრდული ნაკრები.

25 დეკემბრიდან 6 იანვრამდე, ტორონტოსა და მონრეალში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი იმართებოდა. ფინალში კანადისა და აშშ-ის ნაკრებები გავიდნენ, რომლებმაც ნახევარფინალში, შესაბამისად, შვედეთისა და რუსეთის გუნდები დაამარცხეს.

ფინალში კანადა ორჯერ იგებდა ორი შაიბით - 2:0 და 4:2, მაგრამ ამერიკელებმა ანგარიში გაათანაბრეს (4:4) და მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანეს. 20-წუთიანმა დამატებითმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა. ყველაფერი ბულიტების სერიაში გადაწყდა, სადაც გადამწყვეტი შაიბა ამერიკელმა ტროი ტერიმ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ნახევარფინალში აშშ-მ ასევე ბულიტების სერიაში მოუგო რუსეთს და მაშინაც, გადამწყვეტი ბულიტი ტერიმ შეაგდო.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მეოთხედ მოიპოვა ახალგაზრდული ჩემპიონატის ოქროს მედალი.

ტრამპს კესელიც ებრძოდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გაირკვა, რომ პენსილვანიის შტატის ორ ოლქში 53-მა ადამიანმა მისცა ხმა "პიტსბურგ პინგვინზის" ფორვარდს ფილ კესელს. აქედან ოთხი ადამიანის ხმა გაუქმდა, რადგან მათ არასწორად დაწერეს ჰოკეისტის გვარი.

"ადამიანებს არჩევანის თავისუფლება აქვთ და მათ საკუთარი თავისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღეს", - განაცხადა კესელმა.

არჩევნების შედეგებით, კესელმა შტატში მე-13 ადგილი დაიკავა. ის მესამე იყო იმ პერსონაჟებს შორის, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ პოლიტიკასთან: ფორვარდს გაუსწრეს იესომ (91 ხმა) და მიკი მაუსმა (58).

წლევანდელ სეზონში ფილ კესელმა 38 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 12 გოლი და შეასრულა 26 შედეგიანი პასი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა