ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ქუთაისის "ტორპედოს" დირექტორად ხაშურის ყოფილი გამგებელი დაინიშნა

AutoSharing Option
ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს.

კლუბის პრეზიდენტის, ზაალ ჩაჩავას გადაწყვეტილებით, "ტორპედოს" აღმასრულებელ დირექტორად მამუკა მოსიაშვილი დაინიშნა. მოსიაშვილმა აღნიშნულ პოზიციაზე ზურაბ ჩაკვეტაძე შეცვალა.

მამუკა მოსიაშვილი 42 წლის არის. აქვს უმაღლესი იურიდიული და ეკონომიკური განათლება. მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლად.

ქუთაისის საფეხბურთო კლუბი "ტორპედო" ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით გასხვისდა. კლუბის გასხვისების მიზნით აუქციონი ორჯერ გამოცხადდა. მეორედ "ტორპედო" აუქციონზე განახევრებული ფასით - 295 000 ლარად გაიტანეს.
ასევე დაგაინტერესებთ