ბერძნული მედია: გავარვარებულ ღუმელში მოგვიწევს თამაში - "შავ ბაზარზე" ბილეთის ფასი 450 ევროა!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებთან მომავალ მატჩთან დაკავშირებით საბერძნეთში დიდი აჟიიოტაჟია და აღნიშნავენ, რომ მძიმე პირობებში მოუწევთ თამაში.

ყველა გამოცემამ გაავრცელა nakrebi.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომ ბილეთები უკვე გაიყიდა. sport24.gr-ი წერს, რომ 54 ათასი ბილეთი 5 საათსა და 35 წუთში "გაქრა" და სამშაბათს თამაში სტადიონზე მოუწევთ, რომელიც გავარვარებული ღუმელის მსგავსი იქნება.

"დინამო არენაზე" ანშლაგს sdna.gr გამოეხმაურა: "ჩვენი ეროვნული გუნდი წლის მატჩისთვის ემზადება, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, რომელი გუნდი გაემგზავრება ევროპის ჩემპიონატზე გერმანიაში. შეხვედრაზე ყველა ბილეთის რეალიზაცია უმალ მოხდა, ბევრი გულშემატკივარი ვერ შეძლებს სტადიონზე შესვლას, "შავ
ბაზარზე" კი "ჯადოსნური ქაღალდის" ფასი 450 ევროს აღწევს!

საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციამ თბილისში 2 300 ქომაგის გამგზავრება უზრუნველყო, მაგრამ მსურველი გაცილებით მეტია".

alt"საქართველოში წაგება სავსებით შესაძლებელია - მაინც უნდა დავაფასოთ გუნდი და მწვრთნელი" - ბერძენი ჟურნალისტი

altსაქართველოს ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის ემზადება

altსაქართველო - საბერძნეთის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია

altfosonline.gr: ქართველების ცხოვრების მატჩი - ევრო 2024-ის საგზური მტკვრის ფსკერზე ძევს

მკითხველის კომენტარები / 25 /
მე იმის მეშინია სტადიონი ნახევრადცარიელი არ დარჩეს. ერთმა ცნობილმა პიროვნებამ 1 ბილეთი მაჩუქა და მე მაინც არ ვარ წამსვლელი. 2 მაინც მოგეცა მეთქი ვეღარ ვუთხარი.ასეთი ჩემნაირი ბევრია მგონია და ამიტომ ვამბობ, თან არ მგონია რომ 450-ს ბევრი გადაიხდის
დავით 67
21:25 24-03-2024
8
450 ევრო ძალიან დიდი თანხაა მაგრამ თუ გახსოვთ u-21 თამაშებზე 10 დან 15000 მდე ბილეთი აორთქლდა ხოდა მაშინ ვფიქრობდი ამას ორგანიზებული სახე რომ ჰქონდეს და ერთი ბილეთი + 30 ლარიდ გადაიყიდოს კი ვამოვა ნახევარი მილიონი ლარითქო. რა კაი ბიზნესია არა? სამ დღეში ნახევარი მილიონი გადასახადების გარეშე. ორფანიზებული სახე აქვს თქვენი აზრით თუ სტიქიური პროცესია? - 20 საკონტროლო შესყიდვის განხორციელება ფინანსური პოლიციის მიერ და გაირკვევა. რატომ არ კეთდება ეს? აბა ერთად ვიფიქროდ
იბერია
17:45 24-03-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული