საქართველოს ნაკრებთან მომავალ მატჩთან დაკავშირებით საბერძნეთში დიდი აჟიიოტაჟია და აღნიშნავენ, რომ მძიმე პირობებში მოუწევთ თამაში.
ყველა გამოცემამ გაავრცელა nakrebi.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომ ბილეთები უკვე გაიყიდა. sport24.gr-ი წერს, რომ 54 ათასი ბილეთი 5 საათსა და 35 წუთში "გაქრა" და სამშაბათს თამაში სტადიონზე მოუწევთ, რომელიც გავარვარებული ღუმელის მსგავსი იქნება.
"დინამო არენაზე" ანშლაგს sdna.gr გამოეხმაურა: "ჩვენი ეროვნული გუნდი წლის მატჩისთვის ემზადება, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, რომელი გუნდი გაემგზავრება ევროპის ჩემპიონატზე გერმანიაში. შეხვედრაზე ყველა ბილეთის რეალიზაცია უმალ მოხდა, ბევრი გულშემატკივარი ვერ შეძლებს სტადიონზე შესვლას, "შავ
ბაზარზე" კი "ჯადოსნური ქაღალდის" ფასი 450 ევროს აღწევს!
საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციამ თბილისში 2 300 ქომაგის გამგზავრება უზრუნველყო, მაგრამ მსურველი გაცილებით მეტია".
ალბათ ვინ ათამაშოს, მაგრამ თუ აღდგენა ასე პრობლემურია იქნებ უცხოეთიდან ჩამოეყვანა მაგის სპეციალისტი თორე ბერძნები მეორე ტაიმში ისვენებდნენ და ფინალს კარგად აღდგენილები ხვდებიან.
დარწმუნებული ვარ ჩვენები გავლენ ევროპაზე, მაგრამ ამას სერიოზული ომის ფასად მიაღწევენ.
წინ ქართველებო!