საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი სოციალურ ქსელში "უცხოური აგენტების შესახებ" კანონს ერთი და იგივე პოსტით ეხმაურებიან.
"საქართველოს გზა ევროპაშია ევროპული გზა გვაერთიანებს!! წინ ევროპისკენ!! მშვიდობა საქართველოს", - წერენ კვარაცხელია და დავითაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ამ კანონპროექტის ხელახლა ინიცირების შემდეგ ნაკრების არაერთმა ფეხბურთელმა გამოაქვეყნა პოსტი და თქვა, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია.