ხოჭოლავა "შახტარს" ოლექსანდრიაში ვერ გაჰყვა, არაბიძე 21-წლამდელებში თამაშობს

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარის" მცველი დავით ხოჭოლავა ტრავმირებულია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მცველმა ფეხის თითი გაიჭრა და ამის გამო გუნდს ოლექსანდრიაში არ გაჰყვა.

"შახტარი" უკრაინის პრემიერლიგის V ტურის შეხვედრას "ოლექსანდრიასთან" დღეს ჩაატარებს. შეგახსენებთ, რომ დავით ხოჭოლავას, რომელიც დონეცკის გუნდში ამ ზაფხულს გადავიდა, თამაშის საშუალება ჩემპიონატში ჯერ არ მისცემია.

რაც შეეხება ამ უკრაინული გუნდის კიდევ ერთ ქართველ ლეგიონერს, გიორგი არაბიძემ 11 აგვისტოს "ოლექსანდრია"-"შახტარის" 21-წლამდელთა გუნდების შეხვედრაში ითამაშა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა, გიორგიმ კი მოედანზე 65-ე წუთამდე დაჰყო.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ხოჭოლავას შეუძლია შახტარის ძირითადში მოხვედრა, ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს.შახტარი ძალიან კარგი კლუბია მისთვის.
0
კიევის დინამოც ვეღარ უწევს შესაბამის კონკურენციას შახტარს და ზოგადად დღევანდელი უკრაინის ჩემპიონატის ფონზე შახტარი ევროპული ფეხბურთის გრანდად მოჩანს.ახლა რაც შეეხება ხოჭოლავას.ზოგადად ასეთი ტრადიცია არის შახტარში,რომ ცენტრალურ დაცვაში ყოველთვის უკრაინელები დგანან და ძალიან დიდი ხანია ასეა.არცერთი ლეგიონერი არასოდეს არ ყოფილა შახტარის ძირითადი ცენტრალური მცველი.შეიძლება დავითი რაღაც კომპონენტებში ორდეცზე და კრივცოვზე ძლიერი იყოს, მაგრამ ისინი დიდი ხანია თამაშობენ შახტარში და იციან ამ კლუბის ფილოსოფია და სათამაშო სტილი. იყო თამაშები როდესაც კრივცოვს კაპიტნის სამკლავურითაც გამოუყვანია გუნდი.პლუს ევროტურნირებზე თამასის გამოცდილებაც აქვთ.ასაკიც უწყობთ ხელს რომ კიდევ დიდი ხანი იყონ შახტარში.კრივცოვი 26წლისა ხოლო ორდეცი 24ის თუ არ ვცდები და მისი ფასი 3მილიონი ევროა.ამიტომაც ჯობია ხოჭოლავა ჯერ-ჯერობით სხვა გუნდში წავიდეს არენდით მაგალითად ზორია რომელიც ევროპა ლიგაზე ითამაშებს ან ჩერნომორეცში დაბრუნდეს.დიდი შრომა დაჭირდება რომ შახტარის ფისოსოფიას მოერგოს და მის ტაქტიკურ სათამაშო მონახაზში ჩაჯდეს
giorgi
14:56 12-08-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული