"შახტარი" უკრაინის პრემიერლიგის V ტურის შეხვედრას "ოლექსანდრიასთან" დღეს ჩაატარებს. შეგახსენებთ, რომ დავით ხოჭოლავას, რომელიც დონეცკის გუნდში ამ ზაფხულს გადავიდა, თამაშის საშუალება ჩემპიონატში ჯერ არ მისცემია.
რაც შეეხება ამ უკრაინული გუნდის კიდევ ერთ ქართველ ლეგიონერს, გიორგი არაბიძემ 11 აგვისტოს "ოლექსანდრია"-"შახტარის" 21-წლამდელთა გუნდების შეხვედრაში ითამაშა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა, გიორგიმ კი მოედანზე 65-ე წუთამდე დაჰყო.
მაგრამ დღევანდელ უკრაინის ჩემპს შახტარი ვარჯიშისთვის იყენებს. მაინც ცალი ფეხით მოიგებს და მთავარი აქცენტი იმაზე აქვს გადატანილი, რომ ევროთასებზე წარმატებულად გამოვიდეს. შესაბამისად არც განსაკუთრებულ როტაციას არ მიმართავენ. ურჩევნიათ, ძირითადი გუნდი სტაბილურად ასპარეზობდეს და მაქსიმალურად შეთამაშებული იყოს.