"ახალგაზრდებს დარიგებებს მისცემს და გვერდში დაუდგება, ნაკრებში მისი დაბრუნება კარგი იქნება" - მერებაშვილი კანკავაზე

AutoSharing Option
"ლელომ" ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელთან, გიორგი მერებაშვილთან, რომელიც ამჟამად პოლონეთის რანგით მეორე ლიგის კლუბ "პოდბესკიძიეში" ასპარეზობს. მერებაშვილმა არაერთ მნიშვნელოვან და საინტერესო თემაზე ისაუბრა.

- გიორგი, თქვენს ამჟამინდელ საქმიანობაზე გვითხარით. თამაშობთ თუ მხოლოდ მწვრთნელობაზე გადაერთეთ?

- "პოდბესკიჯიეს" მთავარ გუნდში ფეხბურთელად დავბრუნდი და ამის გამო მწვრთნელად ფიზიკურად ვეღარ ვიმუშავებ.

- ანუ გუნდს "პოდბესკიჯიე" ჰქვია?

- დიახ...

- ამ სახელმა ქართული მედია დატანჯა, ხან "პოდბესკიეს" წერენ, ხან - "პოდბესკიძიეს"... რა ვარიანტი არ შემხვედრია... კარგი. 17
-წლამდელებში მწვრთნელის ასისტენტად რამდენი ხანი მუშაობდით?

- 4 თვე, თან მეორე გუნდში ვთამაშობდი, მაგრამ პირველი წრე რომ დამთავრდა, ახალი მწვრთნელი მოვიდა, რომელიც ექსტრაკლასაში მუშაობდა და პლოცკის "ვისლადან" მიცნობდა. შესვენებამდე სამი ტურით პირველ გუნდში გადამიყვანა, სადაც შესვენებამდე ერთი მატჩი ჩავატარე.

- ანუ მწვრთნელობისგან დროებით თავი შეიკავეთ?

- მთავარ გუნდში დაბრუნებამ გეგმები მთლიანად შემიცვალა - შარშან თუ მწვრთნელობაზე ვფიქრობდი, ახლა ისევ ფეხბურთზე ვფიქრობ, თანაც ვგრძნობ, რომ კიდევ შემიძლია თამაში და, რაც მთავარია, მწვრთნელის ნდობა მაქვს.

- მთლიანად სამწვრთნელო საქმიანობაზე როდიდან გადაერთვებით?

- საქმიანობას უკვე ვიწყებდი და ჩემს მენეჯერთან ერთად ვეძებდი გუნდს, რომლის 19-წლამდელების ან უფრო ზედა ასაკის გუნდში ვიმუშავებდი, რადგან პრო-ლიცენზიაზე მსურს საბუთების შეტანა, საამისოდ კი მინიმუმ ერთი წელი 19-წლამდელებში ან უფროს ასაკში მუშაობაა საჭირო. ეს დრო შორს არ არის.

განაგრძეთ კითხვა

alt"ამას პირველად ვამბობ, "დინამოს" ხელმძღვანელობამ ულტიმატუმი წამიყენა" - ინტერვიუ გიორგი მერებაშვილთან

მკითხველის კომენტარები / 3 /
ყოველთვის მომწონდა მერებაშვილი. ნაკრებშიც ბოლომდე იხარჯებოდა. მგონია რომ რაღაც დააკლო . მეტის მიღწევა შეეძლო.
ბოლო ბოლო მარადონას წინააღმდეგ აქვს ნათამაშები. ამხანაგურში მაგრამ მაინც
ვანჩოპე
15:21 15-02-2024
0
ჯაბას შეუძლია ითამაშოს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და თუ იგი ამას გააკეთებს ამას რა სჯობს? მითუმეტეს ღმერთმა ქნას და თუ ევროპის ჩემპიონატზე გავედით მითუმეტეს, ქვეყნისთვის და მისთვის ხომ უმაგრესი ამბავი იქნება?!
ლაშა
14:51 15-02-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული