- გიორგი, თქვენს ამჟამინდელ საქმიანობაზე გვითხარით. თამაშობთ თუ მხოლოდ მწვრთნელობაზე გადაერთეთ?
- "პოდბესკიჯიეს" მთავარ გუნდში ფეხბურთელად დავბრუნდი და ამის გამო მწვრთნელად ფიზიკურად ვეღარ ვიმუშავებ.
- ანუ გუნდს "პოდბესკიჯიე" ჰქვია?
- დიახ...
- ამ სახელმა ქართული მედია დატანჯა, ხან "პოდბესკიეს" წერენ, ხან - "პოდბესკიძიეს"... რა ვარიანტი არ შემხვედრია... კარგი. 17
- 4 თვე, თან მეორე გუნდში ვთამაშობდი, მაგრამ პირველი წრე რომ დამთავრდა, ახალი მწვრთნელი მოვიდა, რომელიც ექსტრაკლასაში მუშაობდა და პლოცკის "ვისლადან" მიცნობდა. შესვენებამდე სამი ტურით პირველ გუნდში გადამიყვანა, სადაც შესვენებამდე ერთი მატჩი ჩავატარე.
- ანუ მწვრთნელობისგან დროებით თავი შეიკავეთ?
- მთავარ გუნდში დაბრუნებამ გეგმები მთლიანად შემიცვალა - შარშან თუ მწვრთნელობაზე ვფიქრობდი, ახლა ისევ ფეხბურთზე ვფიქრობ, თანაც ვგრძნობ, რომ კიდევ შემიძლია თამაში და, რაც მთავარია, მწვრთნელის ნდობა მაქვს.
- მთლიანად სამწვრთნელო საქმიანობაზე როდიდან გადაერთვებით?
- საქმიანობას უკვე ვიწყებდი და ჩემს მენეჯერთან ერთად ვეძებდი გუნდს, რომლის 19-წლამდელების ან უფრო ზედა ასაკის გუნდში ვიმუშავებდი, რადგან პრო-ლიცენზიაზე მსურს საბუთების შეტანა, საამისოდ კი მინიმუმ ერთი წელი 19-წლამდელებში ან უფროს ასაკში მუშაობაა საჭირო. ეს დრო შორს არ არის.
განაგრძეთ კითხვა
"ამას პირველად ვამბობ, "დინამოს" ხელმძღვანელობამ ულტიმატუმი წამიყენა" - ინტერვიუ გიორგი მერებაშვილთან