ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს!

AutoSharing Option
ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის 2023/2024 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ქართველმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში "შტურმის" მაისურით ყველა ტურნირზე 25 მატჩი ჩაატარა, თავი კი 9 გატანილი გოლითა და 5 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

შეგახსენებთ, "შტურმი" ავსტრიის ჩემპიონატის ბოლო ტურში "კლაგენფურტს" დაუპირისპირდება და ქვეყნის ჩემპიონის ბედიც ამ მატჩში გადაწყდება.

ოთარს "შტურმთან" მიმდინარე ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება. მხარეები ჯერჯერობით თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

altკიტეიშვილის გოლმა კაცნაკლული "შტურმი" მარცხისგან იხსნა [VIDEO]

alt"სკაუტები დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ" - სერბულ კლუბს კიტეიშვილის დამატება სურს

altკიტეიშვილის ლამაზი

გოლი - "შტურმს" ოქროს დუბლის შანსი აქვს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 23 /
Მე არ ბაროტი,მაგრამ მე ვარ ყურებიანი ,,მზე"!!!
მე არ ვარ ბოროტი
21:44 17-05-2024
6
ყველაზე კარგი ისაა, რომ გუნდის ბირთვი კარს მომდგარ ევროპის ჩემპიონატს შესანიშნავ ფორმაში ხვდება. საწყენია კვარაცხელიასა და მისი ნაპოლის ამბავი, თუმცა მიუხედავად ამისა დარწმუნებული ვარ იმაში, რომ საქართველოს ნაკრებისთვის ყველა მაქსიმუმს გაიღებს და თუ იღბალმაც არ მიგვატოვა, იქნებ ჯგუფიდან გასვლაც ვიზეიმოთ!

რაც შეეხება კიტეს - ვფიქრობ მისით ტოპ 5 ლიგის რამოდენიმე კლუბი მაინც დაინტერესდება, ყველაფერი მაინც ეიმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ წარმოაჩენენ ჩვენი ნაკრების ლიდერები ევროის ჩემპიონატზე თავს, ეს თითოეული მათგანისთვის კარიერის გაკეთების საუკეთესო შანსია!
pablo
21:37 17-05-2024
0

სიახლეები პოპულარული