ყველაფერი გადაწყდა - "ბაიერნს" რაგნიკი ჩაიბარებს

AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ბაიერნსა" და რალფ რაგნიკს შორის შეთანხმება შედგა.

ახლა მხოლოდ მცირედი დეტალებიღა დარჩა გასავლელი, რის შემდეგაც 65 წლის სპეციალისტი ოფიციალურად გამოცხადდება მიუნხენელთა ახალ თავკაცად.

მოგეხსენებათ, რაგნიკი ამჟამად ავსტრიის ნაკრებს წვრთნის, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე უნდა იასპარეზოს და გამოცდილი მწვრთნელიც "ალიანს არენაზე" სამუშაოდ სწორედ ამ დიდი ფორუმის შემდეგ გადაინაცვლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული